![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ესეც ასე, საიდან დავიწყო არც კი ვიცი...
ალბათ კვლავ იქიდან, საიდანაც რეალური ცხოვრება დავიწყე - ეკლესიაში მოსვლის პირველივე დღიდან, ჩემს ცნობიერებაში ქრისტიანული დოგმატები დამკვიდრდა ბრმად!, მე არ მიმიღია საღვთისმეტყველო განათლება, მე არ მიმიღია კანონიკური ცოდნა - მე უბრალოდ გავხდი მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუმცა ჩემთვის მთავარი მაშინ ქრისტე იყო და არა სწავლება, რადგან სწავლება ყოველთვის სირთულეს და (იმჟამად) ბუნდოვანებას უკავშირდებოდა.. თავი დიდად არ შემიწუხებია და არც სხვა შევუწუხებივარ.. სიმართლე გითხრათ არც ეკლესიის ისტორიას ვიცნობდი კარგად, არც ლიტურგიკას და არც არაფერს... და დიდი პროფესიონალიზმით არც ახლა გამოვირჩევი... მე უბრალოდ ვიყავი მართლმადიდებელი და ჩემი რწმენა მეგონა ერთადერთი ჭეშმარიტება, როგორც ჩემსს თანატოლ მუსლიმანს, ბუდისტს, კრიშნაიდს და ა.შ ახლა მე ცნობიერში შევედი და ჩემთვის უკვე ნათელი გახდა ბევრი რამ, ნათელი გახდა რატომ და როგორ ვაკეთებდი ამას - თუმცა მაშინ სრულიად გაუცნობიერებლად და გაუაზრებლად... ეს იყო ნდობა ეკლესიისადმი... ის, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია და მხსნელი სოფლისა, ჩემს ბუნებრივ ნორმაში სავსებით ჩაჯდა, სულმა თითქოს იპოვა სწორი ძრავა, ინსტიქტთა კლავიშებმა კი ნოტები - რომელზეც დაკვრა შეუკვეთეს, ეს ნოტები მხიარულების მარშისა იყო, მე კი აქამდე იმას ვუკრავდი რაც ვიცოდი - რექუიემს ![]() მაგრამ აი რა ხდება, როდესაც დოგმატებს არ იცნობ - მაგრამ იცავ? მე ძალიან ცოტა რამ ვიცი პრიმატის შესახებ, უფრო სწორედ იმდენი, რამდენიც დავას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ მე მაინც აღმოსავლური ეკლესიის შვილი ვარ და პრიმატზე საუბარიც კი დიდ სირცხვილად ისახება ჩემსავე განცდებში, რომელსაც დიდი გავლენა აქვს გარშემო მყოფი ადამიანებისგან ![]() ანუ მე რეალურად არაფერი ვიცი, მე არ მომისმენია მეორე მხარისთვის, და ვამტკიცებ ერთს.. რა ქვია ამას? რომში რომ გავჩენილიყავი, იგივენაირად ვიქნებოდი, მაგრამ მაქვს კი უფლება ვთქვა რომელიმე დოგმატზე უპირობო ჭეშმარიტებააო მანამ, სანამ განსხვავებულ აზრს არ მოვისმენ? სანამ დიდი ხნის ძიების შემდეგ არ მივალ ჭეშმარიტებამდე? ანუ რამდენად დადებითად ეკიდება ეკლესია ამგვარ ლოიალობას, როდესაც ადამიანი თვითგამორკვევის პროცესშია და ებრძვის ბრმა რწმენას, ქრისტიანული სინათლის მტერს? ანუ რა ხდება, როდესაც მე უბრალოდ ვიღებ იმას, რასაც მთავაზობენ, შემდეგ შევდივარ ცოდნაში - რომელიც არასრულია და მაინც მიკავია მკვეთრად რადიკალური პოზიცია თუნდაც ყველაზე ნათელი მაგალითი რომ ავიღოთ - კათოლიკეების მიმართ? ანუ რა შეგრძნებაა ჭეშმარიტების? მე ქრისტესი მჯერა, მე ვეძებ მის გზას, მე ვეცნობი მის სწავლებას - მაგრამ მე ხომ ჯერ არ ვფლობ მას? იქნებ არც არის სწორი? რა ხდება ამ პერიოდში? როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი? რატომ ხდება ასე? რატომ არ მაქვს უფლება პრიმატის შესაძლო სიმართლეში ეჭვი შევიტანო - როდესაც ცოდნას არ ვფლობ? ხომ არ ვხდებით სუბიექტურები? მე არაფერს ვამტკიცებ, მე უბრალოდ მიდგომის ახსნას ვცდილობ ![]() პ.ს ფანატიკოსთა საყურადღებოდა: ვარ მართლმადიდებელი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
athos |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
მნათე საკმაოდ რთული თემა წამოჭერი
მინდა გითხრა რომ მე ალბათ უფრო საპირისპირო გზით წავედი. სანამ ეკლესიაში დავიწყებდი სიარულს, მანამდე ვეცადე გავცნობოდი სხვადასხვა რელიგიებს შესაძლებლობის ფარგლებში. ჩემთვის საკმარისი არ იყო მართლმადიდებლობის ტრადიციულობა, როცა საქმე ჩემს სულს ეხებოდა. არ ვიცი რამდენად გამოგადგება რასაც ვიტყვი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილებაზე დაიყვანება. დოგმატები არ არის რაღაც მშრალი წესები, რომლის მიღება მხოლოდ გონებით შეიძლება. დოგმატი აისახება ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე და ყოველდღიურ ცხოვრების წესზე. ციტატა ძიება... ხოდა ამ ძიებას რა ეწოდება? როგორ ეკიდება ეკლესია? - კითხვას ასე დავსვამდი ვფიქრობ სანამ სხვის შესწავლას დაიწყებდე, შენი უნდა იცოდე კარგად ![]() -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 06:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი