სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მხევალი ნინო |
Mar 2 2008, 11:05 AM
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.
ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა. შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა... თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს? იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის. მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო? ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
| კანონისტი |
Mar 2 2008, 05:13 PM
პოსტი
#2
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ლოცვას განსაკუთრებული ადგილი აქვს ქრისტიანის ცხოვრებაში.
რატომ და რისთვის უნდა ვილოცოთ? უფალს უნდა ვთხოვოთ ერთადერთი - რომ იყოს მისი წმინდა ნება და განგებულება ჩვენ ზედა და ჩვენ ცხოვრებაზე. ცხადია, ადამიანი სუსტი არსებაა და შეიძლება მან ვერ გააცნობიეროს რა არის უფლის ნება, რა უნდა უფალს, რა იქნება მისთვის უკეთესი. დასაშვებია უფრო მძიმე შემთხვევაც - როდესაც ადამიანმა იცის, რომ რაღაც საზიანოა მისი სულისათვის, მაგრამ მაინც უნდა.... ხშირად ისმის კითხვა: რა ვქნათ, როგორ ვთხოვოთ უფალს, როცა რაღაც გვინდა? განა თავად უფალი არ ამბობს, რომ "იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაი გიხმის თქუენ". მაშ, რა ვთხოვოთ უფალს და როგორ? სახარებაში უფალი ყველაფერს გვასწავლის, მათ შორის ლოცვასაც. "უფალო, ამაცილე ეს სასმელი, მაგრამ იყოს არა ისე, როგორც მე მინდა, არამედ - შენ." აი, როგორ უნდა ვთხოვოთ უფალს. ღმერთო, მე ასე მინდა, მაგრამ იყოს ისე, როგორც შენ წმინდა ნებას სურდეს ერთი მაგალითი გამახსენდა ამაზე. ერთი მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში, რომლის დადებითად გადაწყვეტა ძალიან ძალიან მინდოდა. უფალს ყოველდღე ვთხოვდი, რომ მართალია მე ეს მინდა, მაგრამ დაე იყოს ნებისაებრ შენისა-მეთქი. თუმცა, საკუთარ თავს ვატყობდი, რომ ისე მინდოდა, რომ რეალურად, უფალს არ/ვერ ვანდობდი ამ საქმის დასრულებას, თითქოს მინდოდა, რომ უფლის ნება მაინცდამაინც ჩემსას დამთხვეოდა (!) და არა ჩემი - მისას. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე. საქმე კი, წარმოიდგინეთ, არც დადებითაც წყდებოდა და არც უარყოფითად. ბოლოს დავიღალე..... აღარ მინდოდა ასე დაუსრულებლად ყოფნა და წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში ავედი და ამდენი ხნის შემდეგ პირველად მართლა გულით ვთხოვე უფალს "დაე იყოს ისე, როგორც შენ გსურს". იმ კვირაში დადებითად გადაწყდა.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო ლოცვის ძალა თუ ღვთის ნება Mar 2 2008, 11:05 AM
KAIROS
:) ნინო, მაგ საკითხზ... Mar 2 2008, 12:22 PM
მხევალი ნინო KAIROS
:ფიქრი: :ფიქრი1: ... Mar 2 2008, 04:03 PM
makiki უფალი ადამიანის ლო... Mar 2 2008, 06:11 PM
neo ძალიან მეშინია რამ... Mar 2 2008, 07:33 PM
ეკატერინე ლოცვა არის უფალთა... Mar 2 2008, 09:26 PM
ქეთუ მხევალი ნინო
http://church.g... Mar 3 2008, 03:55 AM
nini_1 მხევალი ნინო
შესან... Mar 3 2008, 10:05 AM
მხევალი ნინო ქეთუ
ეს თემა ცოტა ... Mar 3 2008, 01:05 PM
XAFRAN გააჩნია რას თხოულო... Mar 3 2008, 01:43 PM
tekle77
ლოცვა სულის სუნთქ... Mar 4 2008, 11:36 AM
galateli ერთია ჩვენ რა გვსუ... Mar 20 2008, 06:40 PM
ANELI უფალმა უკეთესად იც... Mar 20 2008, 08:11 PM
sapo
უფალმა უკეთესად ი... Apr 3 2008, 02:03 PM
sandro40
ლოცვა სულის სუნთქ... Apr 3 2008, 04:23 PM
soso5
.
მაგრამ მაშინ რა ს... May 17 2008, 05:29 AM
tetnuldi
ლოცვა აუცილებელია... May 17 2008, 10:57 AM
marine როცა ადამიანი ლოცუ... May 19 2008, 04:59 PM
sergi_glaxa მხევალი ნინო
არა მ... May 19 2008, 06:14 PM
მარიამი ამ თემასთან დაკავშ... May 19 2008, 06:28 PM
sandro40
ლოცვა სულის სუნთქ... May 19 2008, 08:45 PM
ლილიანა
გამრავლოთ ღმერთმ... May 20 2008, 09:04 AM
nino_ni
მასეთ მდგომარეობა... May 20 2008, 04:15 PM
სარდიონ მხევალი ნინო
უკაცრ... May 20 2008, 04:18 PM
marine "წმინდა მამები გვ... May 28 2008, 11:14 AM
სოფიო1977 მირჩიეთ რაიმე,ადამ... Nov 11 2009, 03:34 PM
protestanti
მირჩიეთ რაიმე,ადა... Dec 15 2009, 01:01 AM
izi-bartki გუყლწრფელ ლოცვას ტ... Nov 11 2009, 04:13 PM
ბადრი
შეგეწიოს უფალი! ... Nov 11 2009, 04:29 PM
სოფიო1977 დიდი მადლობა თქვენ... Dec 15 2009, 12:46 AM
სოფიო1977 ხო ჩემმა მოძღვარმა... Dec 15 2009, 11:41 PM
protestanti
ხო ჩემმა მოძღვარმ... Dec 16 2009, 01:03 AM
სოფიო1977
ემპირიულად, სხვად... Dec 16 2009, 03:22 AM
სოფიო1977 რომელი ხატის წინაშ... Dec 17 2009, 03:35 PM
მხევალი ნინო სოფიო1977
სოფო, ალბა... Dec 17 2009, 03:48 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 05:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი