ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
Genesis |
Feb 26 2008, 05:45 PM
პოსტი
#141
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ მეხუთე მსოფილო საეკლესიო კრებას როცა ვკიტხულობდი იქ წავაწყდი ასეთ მუხლს...
ვინც თქვას ან გაიფიქროს რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე ან ყოვლისსემძლე არ არის, გადაეცეს ანათემას... ყოვლისმცოდნეობა არის ამ შემთხვევაში უკვე არსებული ფაქტი... ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?! -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
Mar 2 2008, 05:20 PM
პოსტი
#142
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ოოო, ეს უკვე წინსვლაა!
ახლა გენესის ერთი რამ უნდა გითხრა არ უნდა გეწყინოს, ამ შემთხვევაში შენ ქრისტიანობის გარეთ ხარ და რასაც მე გიწერ ქრისტიანული სწავლებაა, ასე რომ ილოცე, რომ შემოვიდეს შენში ჭეშმარიტება და გაიზარდო! რადგან ნამდვილად დასაფასებელია და მე გიფასებ კიდევაც, რომ შენი რწმენა არაა ლიტონი რწმენა, არამედ მაძიებელი რწმენა, თუმცა ჯერ არა "მცოდნე რწმენა", მთავარია, გქონდეს გულწრფელობა და მუდმივი გახსნილება ჭეშმარიტი სიტყვის მიღებისათვის და ზოგი საკუთარი წარმოდგენის უარყოფისათვის! ნოკლედ, ვიმეორებ შენი პასუხები, უფრორე წინსვლა იყო, ვიდრე ძველ სიმცდარეებში გამყარება; მივყვები ნელნელა 1) ციტატა დამიანი დაბადებამდე უკვე მსჯავრდადებულია ან ცხონებული. ამ საკითხს, რომელშიც მცდარად ფიქრობდი, რომ უკვე დაბადებული ადამიანი ან ცხონებულია ან წარწყმდილი ვიმეორებ აქ არაა ღვთის ყოვლისმცოდნეობაზე საუბარი, სადაც ეს ბუნებრივია, არამედ ადამიანის მომავალის აწყობაზე, სადაც შენ ზედმეტად გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებ გინდ გენეტიკას და გინდ გარემოს! სადაც ამბობ რომ გენეტიკა ( +გარემო) წარმოჩნდება ბედისწერის განმსაზღვრელად და არა ღმერთი: ციტატა გენეტიკა და არა ღმერთი სადაც თითქოს ღვთის გმობას აღწევ თავს ( რადგან მაშინ ღმერთია მეძავეობის ჩამდები, და იგია მკვლელობის მოთავე, რადგან მან განსაზღვრა), მაგრამ გავიწყდება ადამიანი, უფრო სწორედ გავიწყდება მისი ღვთის ხატება და მსგავსება ჩადებული უფლის მიერ, ქვემოთაც გეტყვი და ახლაც გიმეორებ, არავინ უარყოფს, წარმოშობის, ოჯახის, საზოგადოების მავნე ან პირიქით, კარგ გავლენას ადამიანზე, მაგრამ ყოველთვის ხაზი ესმება ადამიანის თავისუფალი ნების თავისუფლებას! ანუ იუდა, ნამდვილი ებრაელი, პატიოსან ოჯახში გაზრდილი ( კარგი გენეტიკა) და საოცარ გარემოში გატარებული წლები ( კარგი გარემო) ანუ უფლის ყველა სასწაულის თანამხილველი და ხანდახან თანამოქმედიც კი, მაინც , საკუთარი ნებით მიდის უფლის ღალატამდე და საკუთარი თავის მკვლელობამდეც! და პირიქით, მარჯვენა ავაზაკი, არცთუისე წმიდა გენების ( ეს გადმოცემით და ლოგიკურად ვიცით) და საზიზღარი, მკვლელი ( მას ბარაბა ათასი თავის "სჯობდა", რადგან ბარაბა მკვლელი იყო ერის პრინციპების გამო, ეს კი იყო ავაზაკი, მძარცველი, ყაჩაღი...), სისხლიანი და დაუნდობელი გარემოს შვილი, პირველი შედის სამოთხეში!!! ესაა ადამიანის ნების თავისუფლების ზეიმი; როცა ყველაზე დაცემულსაც შეუძლია ყველაზე მაღლა ავიდეს, თან ყველაზე ბოლო წუთში, ბოლო წამში, ბოლო სიტყვებში "უფალო, მომიხსენე სასუფეველსა შენსა"! აქ უკვე ზედმეტია შენნეული გენეტიკა და გარემო, შენნეული "დაბადებამდე მსჯავდებული ან ცხონებული", აქ თავისუფლება, სინანული და უფლის შემწყნარებლური სიყვარული ყვავის! 2) ციტატა კარგი ხე კარგ ნაყოფს ისხამს... ცუდი კიდევ ცუდს... აქაც იგივე შეცდომაა, მცდარ აზრს უსაბამებ სწორ იდეას და ასე ცდილობ გაამართლო, ის რომ უფალმა იცის ყოველივე დეტალებში და ისიც იცის, როგორ იხსნას ანუ როგორც შენ წერ: ციტატა მადლის გეგმა სამყაროს შექმნამდეც ქონდა არანაირად არ ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანი იბადება ან კარგ ხედ ან ცუდად, ანუ მთელი ის მსჯელობა რაც პირველ მუხლში მოგიყვანე.3) ციტატა ბედისწერას თუ წინასწარგანჭვრეტას... აქ შენივე შეცდომა გამოასწორე, როცა ეს "თუ" საღვთო თვისებას "წინასწარგანჭვრეტას" და უცნაურ ტერმინ "ბედისწერას" შორის წაშალე, როცა ბედისწერაზე თქვი: ციტატა ღმერთის თვისებაში კიდე გამორიცხულია მისი არსებობა... ასე რომ აქ მორჩა კამათი, როგოც 4) პუნქტში, სადაც ნამდვილად მოსაწონად, დაიხიე უკან 5) ციტატა გზა თუ რას მოიმოქმედებს ყველაზე მცირე დეტალებშიც კი არ არის ცნობილი უფლისათვის წინასწარ... ამაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ ღვთის ცოდნა, ადამიანის არჩევანზე არ ახდენს გავლენა... ხოლო შენ მე-6 მუხლის წინამოსამზადებელ კითხვაზე, ვფიქრობ უკვე მეწერა პასუხი: ციტატა რა მექანიზმით აკეთებს ადამიანი არჩევანს მარჯვნივ გაუხვიოს თუ მარცხნივ... unsure.gif როცა დაგიწერე, რომ მე დამასკელს ვიმეორებ და მას ვეფუძვნებიმეთქი: ციტატა შენ აქცენტს აკეთებ ზეგავლენებზე ( გარემო + გენეტიკა), რათქმაუნდა რაღაც გავლენა არის, მაგრამ არა გადამწყვეტი, ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს, რაიმე შიგა ან გარე ზედმეტი ზემოქმედების გარეშე მოკლედ მომეწონა ეს დიალოგი გენესის და იმედია სასარგებლო იქნება. იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი