IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სულის მიკერძოებული გადახრა ტყუილისკენ, ასეთი მიდრეკილების საფუძველი ამპარტავნება
ლილიანა
პოსტი Jan 31 2008, 03:06 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



"ყველანი ხიბლში ვართ ამის ცოდნა ხიბლისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა . ყველანი მოტყუებულები ვართ , ყველანი ხიბლში ვართ, ყველანი ყალბ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ჭეშმარიტების მიერ განთავისუფლება გვჭირდება , ჭეშმარიტება კი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე " ( სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი )
ხიბლის აზროვნების წესზე მსურს ამ თემაში საუბარი . ანუ უბრალოდ ფრაზებით მოყვანით ნუ შემოვიფარგლებით მისაუბროთ თუ როგორ მოქმედებეს ეს მდგომარეობა გულზე გონებაზე აზრებზე და ამის დასტურად მამათა გამონათქვამები მოვიყვანოთ
" ხიბლი თავიდან აზროვნების წესზე მოქმდებს , როდესაც კაცი მიიღებს მას და აზროვნების წესი მრუდდება , ხიბლი მაშინვე გადაეცემა გულს და გრძნობებსაც რყვნის , შემდეგ კი , რაკი კაცია არსებას დაიპყრობს , უკვე მთელ მის საქმიანობას მოიცავს და თვით ხორცსაც წამლავს , რამეთუ შემოქმედმა იგი განუყოფლად დაუკავშირა სულს" წმინდა ეგნატე ბრიანჩინინოვი



--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
სოფი
პოსტი Mar 2 2008, 08:01 PM
პოსტი #2


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ამას წინათ წავიკითხე "ცხოვრება და მოღვაწეობა წმიდა სილუან ათონელისა."
წმ. სილუანს ხშირად ატყდებოდა სხვადასხვა განსაცდელი.ხოლო მათგან ერთ-ერთი სწორედ ეს - ამპარტავნება იყო.

აი ამ მონაკვეთს მოვიყვან:

"ძმა სვიმონი იყო მომთმენი,ურისხველი,მორჩილი.მონასტერში იგი უყვარდათ და აქებდნენ მუყაითი შრომისა და კარგი ხასიათის გამო და მას ეს სიამოვნებას ანიჭებდა.მაშინ მასთან გულისთქმებმა იწყეს მოსვლა: "შენ წმინდანად ცხოვრობ,შეინანე,ცოდვები მოგეტევა,განუწყვეტლივ ლოცულობ,მორჩილებას კარგად ასრულებ."
მორჩილი სვიმონი განაგრძობდა მღვიძარების,მარხვისა და გულითადი ლოცვის ღვაწლს,მაგრამ არ ტოვებდა სულიერი ბრძოლაც ახალ განსაცდელებთან - დიდებისმოყვარეობასა და ამპარტავნებასთან.ისინი არ აძლევდნენ სულს "რწმენის გზაზე შედგომის" საშუალებას.ხანგრძლივი და ბეჯითი ლოცვისაგან მისი სული გარკვეულ სიმშვიდეს განიცდიდა; მაშინ გულისთქმები კარნახობდნენ: "შენ ლოცულობ და იქნებ გადარჩე კიდეც;მაგრამ თუკი სამოთხეში ვერ იპოვი ვერც მამას,ვერც დედას,ვერც იმათ ვინც შენ გიყვარს,მაშინ არც იქ იქნები გახარებული."
მორჩილის გონება ირყეოდა ასეთ ფიქრთაგან და შფოთი ეუფლებოდა მის სულ,მაგრამ გამოუცდელობის გამო არ ესმოდა რა ემართებოდა.
ერთხელ ღამით მისი სენაკი უცნაური სინათლით აღივსო,რომელიც მის სხეულსაც კი მსჭვალავდა ისე,რომ იგი თავის შიგნეულობას ხედავდა.გულისთქმები კარნახობდნენ: "მიიღე ეს მადლი;" თუმცაღა მორჩილს სული აემღვრა და დიდ გაურკვევლობაში ჩავარდა.განუწყვეტელი ლოცვა ამის შემდეგაც განაგრძობდა მასში მოქმედებას,მაგრამ შემუსვრილების სულმა იმენად მიატოვა,რომ ლოცვის დროს სიცილი აუტყდა.მან მაგრად მიირტყა მუშტი შუბლზე.სიცილი გაქრა,მაგრამ სინანულის სული მაინც არ დაუბრუნდა და ლოცვა შეუმუსრავი გულით მიმდინარეობდა.მაშინ ის მიხვდა,რომ რაღაც უმართებულო დაემართა.
ამ საშინელი სინათლის ხილვის შემდეგ მას ეშმაკები ეცხადებოდნენ,ის კი მათ გულუბრყვილოდ გაუბამდა ხოლმე საუბარს ადამიანთა მსგავსად.მათი შემოტევები ძლიერდებოდა.ისინი ხან ეუბნებოდნენ: "შენ წმინდანი ხარ," ხან კი: "შენ ვერ ცხონდები." ეშმაკის თავდასხმები სულ უფრო ძლიერდებოდა,რასაც,იწვევდა რა უფლის მიერ მიტოვებულობის განცდას,სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა სვიმონი.
ერთხელ მორჩილმა სვიმონმა ჰკითხა ეშმაკს: "რატომ მეუბნებით სხვადასხვანაირად:ხან მეუბნებით,რომ წმინდანი ვარ,ხან კი,რომ ვერ ვცხონდები." ეშმაკმა დამცინავად უპასუხა: "ჩვენ არასოდეს ვამბობთ სიმართლეს."
თვე-თვეს მისდევდა.დემონური თავდასხმების სატანჯველი კი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა.ახალგაზრდა მორჩილის სულიერმა ძალებმა იკლეს და მისი მხნეობა შესუსტდა,დაღუპვის შიში და სასოწარკვეთა იზრდებოდა.უიმედობის საშინელება სულ უფრო და უფრო ხშირად ეუფლებოდა მთელ მის არსებას.ვისაც რამე მსგავსი განუცდია,მან იცის,რომ არანაირ ადამიანურ მხნეობას,არანაირ ადამიანურ ძალას არ შეუძლია გაუძლოს ასეთ სულიერ ბრძოლას...

ერთ-ერთ ღამეს,როდესაც მიუხედავად ყველა მცდელობისა,ლოცვა არ ეძლეოდა ღირს მამას,მან შემუსვრილი გულით შეჰღაღადა: "უფალო,შენ ხედავ,რომ მე მსურს ვილოცო შენდამი სუფთა გონებით,მაგრამ ეშმაკები არ მაძლევენ ამის საშუალებას.მასწავლე რა უნდა გავაკეთო,რომ მათ ხელი არ შემიშალონ?" "ამპარტავანნი ყოველთვის ასე იტანჯებიან ეშმაკთაგან," - იყო პასუხი. "უფალო,მასწავლე რა გავაკეთო,რომ დამდაბლდეს სული ჩემი?" და გულში გაიჟღერა პასუხმა ღმრთისაგან: "ჩადი გონებით ჯოჯოხეთში და ნუ მიეცემი სასოწარკვეთას." მოძღვრის სიტყვებით,უფალმა შეიბრალა იგი და თავად ასწავლა რა გზით უნდა დამდაბლდეს სული და გახდეს მიუდგომელი მტერთათვის: ცოდვილ გულისთქმათა გაჩენისას იგი თავს მარადიული ტანჯვის ღირსად მიიჩნევს და ჩადის ჯოჯოხეთში,რათა ჯოჯოხეთის ცეცხლის ძალით ამოშანთოს თავის თავში მოქმედება ყოველგვარი ვნებისა და წმინდად მლოცველმა,მიმართოს უფალს,ქრისტეს სიყვარულის მაცხონებელ მოქმედებაზე სასოების მქონემ და ამ უკანასკნელით გადაურჩეს სასოწარკვეთას. "და ამით, - ამბობდა ღირსი მამა, - მარცხდებიან მტრები;ხოლო როცა გონებით ცეცხლს განეშორები,გულისთქმები კვლავ ძალას იძენენ."
ეს უნარი,გააცოცხლო საკუთარ თავში ნამდვილი განცდა ჯოჯოხეთური ტანჯვისა სულის ვნებათაგან განწმენდის მიზნით,ამის შემდგომ არ ტოვებდა მას."


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ლილიანა   სულის მიკერძოებული გადახრა ტყუილისკენ   Jan 31 2008, 03:06 PM
სოფი   ნამდვილად საუკეთე...   Jan 31 2008, 04:46 PM
კანუდოსელი   აღსარების ცოდვებშ...   Jan 31 2008, 05:13 PM
სოფი   კანუდოსელი მადლო...   Jan 31 2008, 05:37 PM
კანუდოსელი   შეიძლება შენ იქ აღ...   Jan 31 2008, 05:42 PM
სოფი   კანუდოსელი მაინც ...   Jan 31 2008, 05:55 PM
neo   ??? ჰო რთულია თუმცა, ...   Feb 1 2008, 11:01 AM
ლილიანა   ჩემი აზრით სწორედ ...   Feb 1 2008, 11:33 AM
სოფი   ლილიანა ეგ არაფერ...   Feb 7 2008, 08:12 PM
sandro40   ძლივს არ ვნახე რაღ...   Feb 7 2008, 08:17 PM
solomony   მე ამპარტავნებას შ...   Feb 7 2008, 08:49 PM
სოფი   sandro40 შენ მარტო თემი...   Feb 7 2008, 11:35 PM
berishvili   მე ახალი წევრი ვარ ...   Feb 10 2008, 11:54 PM
staywhite   ცოდვა, რომელიც "ა...   Feb 11 2008, 05:25 AM
სოფი   berishvili უი,აბა რას ამბ...   Feb 17 2008, 01:10 AM
neo   საკუთარი სიკეთის დ...   Feb 17 2008, 12:09 PM
xornabujeli   ჩვენ ყველანი ხიბლშ...   Feb 18 2008, 05:45 AM
სოფი   neo ნუ შენ იმდენი ქე...   Feb 18 2008, 11:22 PM
neo   :) სოფი მე ჩემი გაჭ...   Feb 19 2008, 02:29 AM
ლილიანა   "მეზვერისადა ფარ...   Feb 19 2008, 05:14 PM
med_777   ნაწილობრივ გეთანხ...   Feb 19 2008, 05:24 PM
xornabujeli   სად მდებარეობს ეგ ...   Feb 20 2008, 04:12 AM
სოფი   წმ. მირიან და ნანას...   Feb 20 2008, 01:00 PM
neo   ამ და კიდევ შეიძლე...   Feb 20 2008, 01:59 PM
tamuna m   დავით ციცქიშვილის ...   Feb 20 2008, 04:25 PM
სოფი   ამას წინათ წავიკით...   Mar 2 2008, 08:01 PM
M.M.   თემას არ ეხება მარ...   Apr 24 2008, 05:35 PM
მნათე   ინტერესსა და ჩადე...   Apr 24 2008, 05:40 PM
Iona   მე წაკითხული მაქვ...   Apr 25 2008, 07:02 PM
nino_ni   გაოფებისთვის ბოდი...   Apr 25 2008, 08:44 PM
marine   "ხიბლის მდგომარე...   Nov 7 2015, 10:38 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 05:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი