![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.
ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა. შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა... თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს? იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის. მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო? ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
athos |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ლოცვა არის უფალთან საუბარი, მასთან ყოფნის სურვილი
მთავარი ლოცვა არის როცა უფალს ვეუბნებით რომ მასთან ყოფნა გვინდა, როცა ვევედრებით ცხონებაზე, რადგან თუ ღვთის სასუფეველს დავუწყებთ პირველ რიგში ძიებას, სხვა ყველაფერიც მოგვეცემა. საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით კი მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, რომ უფალი სწრაფად არ შეისმენს ჩვენს ლოცვას. შეიძლება ის ამით ჩვენ თავმდაბლობას გვასწავლის და მოთმინებას, ასევე გულმოდგინებასაც, უნდა ჩვენც ისევე ხანგრძლივად და დაუღალავად ვითხოვდეთ, როგორც სახარებისეული ქვრივი დედაკაცი ითხოვდა. შეიძლება არ ვეძებთ უფალს მთელი გულით, არ ვეძებთ მის სასუფეველს და მისგან მარტო ამქვეყნიური ცხოვრების მოწყობა გვინდა. შეიძლება არ არის სასარგებლო ჩვენი სულისთვის, რასაც ვითხოვთ, შეიძლება მზად არ ვართ იმის მისაღებად რასაც ვითხოვთ, როგორც წერს ანტონი სუროჟელი: Совершенно бессмысленно просить Бога о чем-то, на что мы не готовы сами В какой-то момент мы должны сами взять свой крест и его нести. Каждый из нас должен взять свой крест, и когда мы о чем-нибудь просим в молитве, это подразумевает, что мы и сами беремся за дело со всей силой, всем разумом и всем вдохновением, какие только способны вложить в свое действие, со всем мужеством и всей энергией, которые у нас есть. Кроме того, мы исполняем дело и со всей той силой, какую нам подает Бог. Если мы этого не делаем, то наша молитва – пустая трата времени. უფალს ჩვენი ყველას ცხონება უნდა. აქ აქვს ლოცვას ძალა და უდიდესი ძალა. ციტატა მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო? ასეთი აზრები მეც გამჩენია და ვფიქრობ როცა უფალი არ ისმენს ჩვენს ლოცვას, ლოცვა მაინც არ უნდა შევწყვიტოთ, უბრალოდ უნდა ვეცადოთ ვიფიქროთ რომ ყოველი კეთილი მოსაცემელი მისგანაა და საბოლოოდ ისე წარმართავს ჩვენს ცხოვრებას როგორც ჩვენთვის უკეთესია. უნდა ვისწავლოთ მისდამი მინდობა, რაც ხშირად არ გვაქვს სამწუხაროდ. უნდა ვისწავლოთ მოთმინება და ლოდინი. რადგან მას უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის სიყვარული ![]() რა თქმა უნდა დაწერა ადვილია, სინამდვილეში კი ყველაფერი უფრო ძნელად მისაღწევია -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი