![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ესეც ასე, საიდან დავიწყო არც კი ვიცი...
ალბათ კვლავ იქიდან, საიდანაც რეალური ცხოვრება დავიწყე - ეკლესიაში მოსვლის პირველივე დღიდან, ჩემს ცნობიერებაში ქრისტიანული დოგმატები დამკვიდრდა ბრმად!, მე არ მიმიღია საღვთისმეტყველო განათლება, მე არ მიმიღია კანონიკური ცოდნა - მე უბრალოდ გავხდი მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუმცა ჩემთვის მთავარი მაშინ ქრისტე იყო და არა სწავლება, რადგან სწავლება ყოველთვის სირთულეს და (იმჟამად) ბუნდოვანებას უკავშირდებოდა.. თავი დიდად არ შემიწუხებია და არც სხვა შევუწუხებივარ.. სიმართლე გითხრათ არც ეკლესიის ისტორიას ვიცნობდი კარგად, არც ლიტურგიკას და არც არაფერს... და დიდი პროფესიონალიზმით არც ახლა გამოვირჩევი... მე უბრალოდ ვიყავი მართლმადიდებელი და ჩემი რწმენა მეგონა ერთადერთი ჭეშმარიტება, როგორც ჩემსს თანატოლ მუსლიმანს, ბუდისტს, კრიშნაიდს და ა.შ ახლა მე ცნობიერში შევედი და ჩემთვის უკვე ნათელი გახდა ბევრი რამ, ნათელი გახდა რატომ და როგორ ვაკეთებდი ამას - თუმცა მაშინ სრულიად გაუცნობიერებლად და გაუაზრებლად... ეს იყო ნდობა ეკლესიისადმი... ის, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია და მხსნელი სოფლისა, ჩემს ბუნებრივ ნორმაში სავსებით ჩაჯდა, სულმა თითქოს იპოვა სწორი ძრავა, ინსტიქტთა კლავიშებმა კი ნოტები - რომელზეც დაკვრა შეუკვეთეს, ეს ნოტები მხიარულების მარშისა იყო, მე კი აქამდე იმას ვუკრავდი რაც ვიცოდი - რექუიემს ![]() მაგრამ აი რა ხდება, როდესაც დოგმატებს არ იცნობ - მაგრამ იცავ? მე ძალიან ცოტა რამ ვიცი პრიმატის შესახებ, უფრო სწორედ იმდენი, რამდენიც დავას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ მე მაინც აღმოსავლური ეკლესიის შვილი ვარ და პრიმატზე საუბარიც კი დიდ სირცხვილად ისახება ჩემსავე განცდებში, რომელსაც დიდი გავლენა აქვს გარშემო მყოფი ადამიანებისგან ![]() ანუ მე რეალურად არაფერი ვიცი, მე არ მომისმენია მეორე მხარისთვის, და ვამტკიცებ ერთს.. რა ქვია ამას? რომში რომ გავჩენილიყავი, იგივენაირად ვიქნებოდი, მაგრამ მაქვს კი უფლება ვთქვა რომელიმე დოგმატზე უპირობო ჭეშმარიტებააო მანამ, სანამ განსხვავებულ აზრს არ მოვისმენ? სანამ დიდი ხნის ძიების შემდეგ არ მივალ ჭეშმარიტებამდე? ანუ რამდენად დადებითად ეკიდება ეკლესია ამგვარ ლოიალობას, როდესაც ადამიანი თვითგამორკვევის პროცესშია და ებრძვის ბრმა რწმენას, ქრისტიანული სინათლის მტერს? ანუ რა ხდება, როდესაც მე უბრალოდ ვიღებ იმას, რასაც მთავაზობენ, შემდეგ შევდივარ ცოდნაში - რომელიც არასრულია და მაინც მიკავია მკვეთრად რადიკალური პოზიცია თუნდაც ყველაზე ნათელი მაგალითი რომ ავიღოთ - კათოლიკეების მიმართ? ანუ რა შეგრძნებაა ჭეშმარიტების? მე ქრისტესი მჯერა, მე ვეძებ მის გზას, მე ვეცნობი მის სწავლებას - მაგრამ მე ხომ ჯერ არ ვფლობ მას? იქნებ არც არის სწორი? რა ხდება ამ პერიოდში? როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი? რატომ ხდება ასე? რატომ არ მაქვს უფლება პრიმატის შესაძლო სიმართლეში ეჭვი შევიტანო - როდესაც ცოდნას არ ვფლობ? ხომ არ ვხდებით სუბიექტურები? მე არაფერს ვამტკიცებ, მე უბრალოდ მიდგომის ახსნას ვცდილობ ![]() პ.ს ფანატიკოსთა საყურადღებოდა: ვარ მართლმადიდებელი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
დავით ივერიელი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
მეტად საინტერესო თემაა...
ის პირველი პერიოდი რომელიც აქ აღწერა ლევანმა ყვეალს აქვს.... თუმცა ყველას არა... ზოგს სამწუხაროდ მარტო ეგ პერიოდი აქვს... მეც მეგონა რომ (აქ მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე ვისაუბრებ) კათოლიკეები მწვალებლები იყვნენ და როდესაც ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მაგალითად დედა ტერეზას მოღვაწეობა მომიყვანა მხოლოდ ის აღმოჩნდა ამ დიდებული ადამიანის გამტყუენების არგუმენტი, რომ მან მონასტრიდან გაუსვლელობის აღთქმა (მარტლმადიდებლური აღთქმაა) დაარღვია... ამ პასუხზე ჩემმა მეგობარმა იმ ფარისეველს მიმასგავსა, რომელმაც უფალი "ამხილა" შაბათ დღეს თავთავების ფშვნეტაში.... და მართალიც იყო... ქრისტიანობა არაა მაგია... ქრისტე არაა ჯადოქარი, რომლის წინაშეც უნდა ვასრულოთ განუწყვეტელი რიტუალები... ქრისტე არის მოდელი სრულყოფილი პიროვნებისა და ის არის ღმერთი... თითოეული ჩვენგანის ვალია დავემსგავოთ მას, ვიქნებით მართლმადიდებლები, კათოლიკეები თუ სხვები.... ქრისტე არც მართლმადიდებელი იყო და არც კათოლიკე.... იმისთვის რომ ცხონდე მთავარია დაიცვა მცნება და იმის ცოდნა სული წმიდა ვისგან გამოდის ამისთვის საწირო ნამდვილად არაა ![]() ადამიანი, რომელიც კათოლიკეს ან სხვა დენომენაციის (და თუნდაც სხვა აღმსარებლობისას) განიკითხავს ვერასდროს დაემსგვასება ქრისტეს... და ბოლოს ერთსაც ვიტყვი ყბადაღებული "დიდი სქიზმა" გაიხსენეთ საიდან დაიწყო და მიხვდებით რომ ეს გაყოფა სიგიჟეა.... და აუცილებლად გახსოვდეთ პავლე და ათენაგორა ![]() ბოდიში დიდი და ალბათ არცთუისე საინტერესო პოსტისთვის ![]() -------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 06:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი