IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რწმუნებისა და ნდობის შესახებ
მნათე
პოსტი Mar 2 2008, 01:05 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ესეც ასე, საიდან დავიწყო არც კი ვიცი...

ალბათ კვლავ იქიდან, საიდანაც რეალური ცხოვრება დავიწყე - ეკლესიაში მოსვლის პირველივე დღიდან, ჩემს ცნობიერებაში ქრისტიანული დოგმატები დამკვიდრდა ბრმად!, მე არ მიმიღია საღვთისმეტყველო განათლება, მე არ მიმიღია კანონიკური ცოდნა - მე უბრალოდ გავხდი მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუმცა ჩემთვის მთავარი მაშინ ქრისტე იყო და არა სწავლება, რადგან სწავლება ყოველთვის სირთულეს და (იმჟამად) ბუნდოვანებას უკავშირდებოდა.. თავი დიდად არ შემიწუხებია და არც სხვა შევუწუხებივარ.. სიმართლე გითხრათ არც ეკლესიის ისტორიას ვიცნობდი კარგად, არც ლიტურგიკას და არც არაფერს... და დიდი პროფესიონალიზმით არც ახლა გამოვირჩევი... მე უბრალოდ ვიყავი მართლმადიდებელი და ჩემი რწმენა მეგონა ერთადერთი ჭეშმარიტება, როგორც ჩემსს თანატოლ მუსლიმანს, ბუდისტს, კრიშნაიდს და ა.შ

ახლა მე ცნობიერში შევედი და ჩემთვის უკვე ნათელი გახდა ბევრი რამ, ნათელი გახდა რატომ და როგორ ვაკეთებდი ამას - თუმცა მაშინ სრულიად გაუცნობიერებლად და გაუაზრებლად... ეს იყო ნდობა ეკლესიისადმი... ის, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია და მხსნელი სოფლისა, ჩემს ბუნებრივ ნორმაში სავსებით ჩაჯდა, სულმა თითქოს იპოვა სწორი ძრავა, ინსტიქტთა კლავიშებმა კი ნოტები - რომელზეც დაკვრა შეუკვეთეს, ეს ნოტები მხიარულების მარშისა იყო, მე კი აქამდე იმას ვუკრავდი რაც ვიცოდი - რექუიემსsmile.gif

მაგრამ აი რა ხდება, როდესაც დოგმატებს არ იცნობ - მაგრამ იცავ?

მე ძალიან ცოტა რამ ვიცი პრიმატის შესახებ, უფრო სწორედ იმდენი, რამდენიც დავას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ მე მაინც აღმოსავლური ეკლესიის შვილი ვარ და პრიმატზე საუბარიც კი დიდ სირცხვილად ისახება ჩემსავე განცდებში, რომელსაც დიდი გავლენა აქვს გარშემო მყოფი ადამიანებისგან smile.gif

ანუ მე რეალურად არაფერი ვიცი, მე არ მომისმენია მეორე მხარისთვის, და ვამტკიცებ ერთს.. რა ქვია ამას?

რომში რომ გავჩენილიყავი, იგივენაირად ვიქნებოდი, მაგრამ მაქვს კი უფლება ვთქვა რომელიმე დოგმატზე უპირობო ჭეშმარიტებააო მანამ, სანამ განსხვავებულ აზრს არ მოვისმენ? სანამ დიდი ხნის ძიების შემდეგ არ მივალ ჭეშმარიტებამდე? ანუ რამდენად დადებითად ეკიდება ეკლესია ამგვარ ლოიალობას, როდესაც ადამიანი თვითგამორკვევის პროცესშია და ებრძვის ბრმა რწმენას, ქრისტიანული სინათლის მტერს?

ანუ რა ხდება, როდესაც მე უბრალოდ ვიღებ იმას, რასაც მთავაზობენ, შემდეგ შევდივარ ცოდნაში - რომელიც არასრულია და მაინც მიკავია მკვეთრად რადიკალური პოზიცია თუნდაც ყველაზე ნათელი მაგალითი რომ ავიღოთ - კათოლიკეების მიმართ? ანუ რა შეგრძნებაა ჭეშმარიტების?

მე ქრისტესი მჯერა, მე ვეძებ მის გზას, მე ვეცნობი მის სწავლებას - მაგრამ მე ხომ ჯერ არ ვფლობ მას? იქნებ არც არის სწორი? რა ხდება ამ პერიოდში? როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი?

რატომ ხდება ასე? რატომ არ მაქვს უფლება პრიმატის შესაძლო სიმართლეში ეჭვი შევიტანო - როდესაც ცოდნას არ ვფლობ?

ხომ არ ვხდებით სუბიექტურები?

მე არაფერს ვამტკიცებ, მე უბრალოდ მიდგომის ახსნას ვცდილობ smile.gif

პ.ს ფანატიკოსთა საყურადღებოდა: ვარ მართლმადიდებელი.





--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
დეკ. ირაკლი
პოსტი Mar 3 2008, 12:09 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ერთერთმა ფილოსოფოსმა თქვა რომ რელიგია,ეს ის სფეროა სადაც ადამიანმა ხელებია რ უნდა აფათუროსო!
ბევრი რამეა ადამიანის გონებისათვის შეუცნობელი!
სად იყო დოგმატი ?უდიდესი საიდუმლო -როგორ შექმნა ღმერთმა არფრისაგა ყოველივე! ამას ადამიანის გონება ვერ წვდება!არიან ღვთივგანბრძნობილი ხალხი რომლებსაც მიეცათ ამის გაგების უნარი და მათ ჩვენ შემდგომში ეს ჩვენთვის გასაგებ ენაზე გადმოიტანეს.ასეგვასწავლიდა ჩენ იესო ქრისტეც!
დოგმატებიც ასევეა ასეთ ხალხს გაეხსნა გონების კარი. ისე კი ჩვენ შეიძლება არც გავეხსნას,სამწუხაროდ! ამიტომ ამ დროს ირთვება განსაკუთრებული ფენომენი!რწმენის ფენომენი !ის რასაც შენი გონება ვერ წვდება უნდა ირწმუნიო და შენი რწმენის შესაბამისად მიიღო,აქედან გამომდინარე ხელების ფათური და გამოძიება ასეთ საკითხებს არ დაჭირდება! ანუ ველოსიპედი მეორედ არ უნდა გამოვიგონოთ! ჭეშმარიტება ან უნდა მიიღო ან არა,და სადაც ადამიანის გონება ვერ წვდება იქ რწმენა უნდა ჩაიერთოს!
ხოლო თუ მაინც აქვს ადამიანს საღვთო ჭეშმარიტების წვდომის სურვილი ეს მიიღწევა განღმრთობის გზით!იყავით სრულყოფილნი ვითარცა მამაი თქვენი ზეცათა არს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   რწმუნებისა და ნდობის შესახებ   Mar 2 2008, 01:05 AM
XAFRAN   თვითკრიტიკა გზაა ჭ...   Mar 2 2008, 01:29 AM
მნათე   უდავოდ... კი.... ძიე...   Mar 2 2008, 01:31 AM
XAFRAN   განა ეკლესიას ყველ...   Mar 2 2008, 01:33 AM
დათიკო   მნათე :მპუა: მაგარ...   Mar 2 2008, 01:36 AM
XAFRAN   მეც ზუსტად იგივე გ...   Mar 2 2008, 01:43 AM
მნათე   XAFRAN უდავოდ, კითხვის...   Mar 2 2008, 01:42 AM
მნათე   მე თეისტი ვარ, მაგ...   Mar 2 2008, 01:45 AM
ეკატერინე   მნათე საკმაოდ რთუ...   Mar 2 2008, 05:15 PM
მნათე   ეკატერინე უდავოდ, ...   Mar 2 2008, 11:19 PM
ეკატერინე   სამწუხაროდ ვერცერ...   Mar 2 2008, 11:55 PM
დავით ივერიელი   მეტად საინტერესო თ...   Mar 2 2008, 11:57 PM
ეკატერინე   წარმართებსაც ყავ...   Mar 3 2008, 12:04 AM
დავით ივერიელი   ეკატერინე წარმართ...   Mar 3 2008, 12:06 AM
მამა ირაკლი   ერთერთმა ფილოსოფო...   Mar 3 2008, 12:09 AM
მნათე   ძალიან არ მომეწონა...   Mar 3 2008, 09:47 PM
დათიკო   მნათე თემა გაწმენ...   Mar 4 2008, 01:48 AM
sergi_glaxa   ეკატერინე მინდა მ...   Mar 5 2008, 12:44 PM
ეკატერინე   ეჰ, გლახა, კარგ მთქ...   Mar 5 2008, 01:02 PM
sergi_glaxa   ეკატერინე აშკარა...   Mar 5 2008, 01:05 PM
ეკატერინე   გლახა, ვფიქრობ (შეი...   Mar 5 2008, 01:11 PM
sergi_glaxa   ეკატერინე რა თქმა...   Mar 5 2008, 01:21 PM
ეკატერინე   ეჰ, გლახა, ვერ ხვდებ...   Mar 5 2008, 01:32 PM
sergi_glaxa   ეკატერინე აი მაგა...   Mar 5 2008, 02:44 PM
ეკატერინე   იმედი რომ მქონდეს,...   Mar 5 2008, 04:51 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 06:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი