ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
Genesis |
Feb 26 2008, 05:45 PM
პოსტი
#21
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ მეხუთე მსოფილო საეკლესიო კრებას როცა ვკიტხულობდი იქ წავაწყდი ასეთ მუხლს...
ვინც თქვას ან გაიფიქროს რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე ან ყოვლისსემძლე არ არის, გადაეცეს ანათემას... ყოვლისმცოდნეობა არის ამ შემთხვევაში უკვე არსებული ფაქტი... ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?! -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
Genesis |
Mar 3 2008, 02:26 AM
პოსტი
#22
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
KAIROS
არ ვიცი სად ნახე შენ ჩემი აზრების თამაში... ანუ სადღაც სხვას ვწერდი და მერე გადავაკეთე... ხოდა წინსვლაც დაგინახია... განა ადამიანი არჩევანს საკუთარი მონაცემების ხარჯზე არ აკეთებს... რა განსხვავება იიმ ორ ავაზაკს შორის რომელიც ქრისტეს გვერდით იყო გაკრული? ორთავე ავაზაკები იყვნენ და ერთ განაჩენს იხდიდნენ... მაგრამ ერთერთ უფრო ძლიერი განსჯის უნარი აღმოაჩნდა... ამას მისი სიტყვების თანმიმდევრობა ადასტურებს... სწორი განსჯა კიდე ტვინის საქმეა... ტვინის განვითარება კიდე მშობლებისგან მიღებული გენეტიკური მასალის (ანუ როგორი გამოუვიდათ მშობლებს) და ის თუ რა გარემოში განვითარდა... თუ ეთანხმები იმ აზრს რომ ადამიანი არჩევანს ისეთი ანატომიური ორგანოთი აკეთებს როგორიც ტვინია... მაშინ რათ უნდა გიკვირდეს ის, რომ ტვინის ჩამოყალიბებაზე პასუხს აგებს გენეტიკა+გარემო... ჩემთვის ერთია მთავარი... დაიFანტოს დაბურული წარმოდგენები და ირონიები, თუ როგორაა ღმერთი წინასწარ მცოდნე, ადამიანის თითოეული ქმედება წინასწარ ცნობილი... და ამასთან არ არსებობს არანაირი ბედი... ყველას უფიქრია ამაზე და გაურკვევლობაში ამთავრებენ... აი იოანე ოქროპირის ციტატა რომ არის მოყვანილი ზემო პოსტში... დავუშვათ ბედი არსებობსო რო წერს... რატო დაუშვა? იმიტომ რომ ისიც ფიქრობდა ამის შესახებ და აწუხებდა ეს საკითხი... შენც გაწუხებდა ალბათ (მეეჭვება რომ დამასკელს დაუფიქრებლად დაეთანხმე...) მე კიდე ვაცხადებ რომ ადამიანი თავისი არჩევანით ქმნის თავის ბედს და რა არჩევანიც არ უნდა მიიღოს მან, ესაბსოლუტურად დამოკიდებულია მისი გონებრივი მონაცემების გარემოზე რეაგირებით... ანუ ყველა არჩევანში თვითონ აგებს პასუხს... მაგრამ მისი არჩევანი წინასწარ განჭვრეტადია. ვინმეს რომ შეეძლოს გარემოს ზედმიწევნით ცოდნა და კონკრეტულად ადამიანის მონაცემების ზედმიწევნით ცოდნა... იმასაც იტყოდა 100% თუ რომელ მომენტში რას მოიმოქმედებდა... პ.ს. კიდე მაქ სათქმელი და მერე გავაგრძელებ.... იძინეთ გენესისი -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 04:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი