![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.
ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა. შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა... თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს? იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის. მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო? ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ქეთუ
ციტატა ასეთი თემა არსებობს უკვე , გავაერთიანოთ? ეს თემა ცოტა სხვა კუთხით არის ქეთი, სხვა პრობლემას ეხება. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
XAFRAN |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 ![]() |
გააჩნია რას თხოულობ... პატარა ბავშვმა წრფელი გულით უფალს შეილება ველოსიპედი სთხოვოს, მარა სამყარო "ნინიას ბაღი" ხო არაა
![]() მაშ რა უნდა ვითხოვოთ? (ჩვენც ხომ ყველანი იმ ბავშვს ვგავართ) უნდა გავიხსენოთ რომ თუ რამე არ გაგვაჩნია ან რამე გვაწუხებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცოდვილი ბუნების გამო ასე რომ ვფიქრობ უნდა ვითხოვოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესი - ადამის მოდგმის ცოდვისგან განთავისუფლება და სიყვარული კაცთა შორის. მაგრამ ცოდვილნი ჩვენი ნებითვე გავხდით და დავშორდით მეუფეს ჩვენსას, ასე რომ ჩვენვე უნდა ამოვძირკვოთ ცოდვა საკუთარ თავში, უფალი ამას ჩვენ მაგივრათ ვერ და არ იზავს. ამიტომ უნდა ვითხოვოთ ერთადერთი - ძალა რომ მას მივუბრუნდეთ ისევ და ისევ და , რათა მივიღოთ ჭეშმარიტი ბედნიერება. მომიტევეთ თუ რამეს ვუმეცრებ ![]() -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი