ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
Genesis |
Feb 26 2008, 05:45 PM
პოსტი
#141
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ მეხუთე მსოფილო საეკლესიო კრებას როცა ვკიტხულობდი იქ წავაწყდი ასეთ მუხლს...
ვინც თქვას ან გაიფიქროს რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე ან ყოვლისსემძლე არ არის, გადაეცეს ანათემას... ყოვლისმცოდნეობა არის ამ შემთხვევაში უკვე არსებული ფაქტი... ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?! -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
Mar 3 2008, 04:06 PM
პოსტი
#142
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა სუბიექტურადაა დაწერილი... არ ვეთანხმები... ნეიროფიზიოლოგიის გაგებაში არაა ამის დამწერი... მდა.... NO კომენტი.... ციტატა აგერ ვდგავარ ადამიანი და ვამბობ რომ, უფლის სიყვარულს სულაც არ გამორიცხავს სცენარის წინასწარ არსებობა... ვისაც უნდა დარჩეს ეჭვებში, დარჩეს, მე რა... მე ჩემი სათქმელი ვთქვ აგერ ვარ მეც, მეც ჩემი გიწერე, ჩემი კი არა ეკლესიის და გიმეორებ, შენ შენი რელიგია გაქვს უკვე შექმნილი, ეგ აღარაა ქრისტიანობა, ეჭვებში კი ამჯერად შენ ხარ, ან უფრო სწორედ ( და უფრო სამწუხაროდ) სიმცდარეში ხარ და ულოგიკოა შენი მსჯელობა, ვიმეორებ ისევ: ციტატა როგორც კი ნების თავისუფლების შეზღუდვას მიყოფ ხელს, მაშინვე იკარგება ქრისტიანობა, ეს შეზღუდვა ანუ არჩევანის განპირობება გინდ გენები და გარემო იყოს და გინდ რაიმე ზებუნებრივი, მაინც ნების შეზღუდვა და არჩევნის განპირობებაა, რაც სრულიად მიუღებელია ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში! ვფიქრობ ახლა უფრო ჯიუტობ და წინასწარ ხარ დარწმუნებული შენს სიმართლეში, ასეცაა რადგან დამასკელმა, ქიქოძემ ვერ დაგარწმუნა და საწყალი კაიროსი რაღას გააწყობს? ხოდა გავალ და იმედია შენი ციტატა მხოლოდ დახვეწის მიზნით... ჭეშმარიტებასთან მიმავალი იქნება და არა უფრო გამყარება სიმცდარეში...უკეთესი მომავლის იმედით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი