![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლიშთოთა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 160 ![]() |
მოგესალმებით ყველას.
მაინტერესებს, ეს ფორუმი მხოლოდ მართლმადიდებლური აღმსარებლობის ხალხისთვისაა თუ მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებული პირებისთვისაც? |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ალაჰ
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თამარი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
მახსოვს, რომ თავიდან ამ განყოფილებაში დაგროვილი კითხვები კარგა ხანს პასუხგაუცემელი იყო, სანამ მამა ანდრია დარეგისტრირდებოდა. მისი პასუხები, ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია თითოეული ჩვენგანისთვის. მადლობელი ვარ და თან გაოცებულიც, რადგან ვიცი მოძღვრის უაღრესად დატვირთული გრაფიკის შესახებ. ძალზე სასიხარულო და მისასალმებელია, რომ ერთმა მოძღვარმა მაინც გამონახა ჩვენთვის დრო. ამ ფორუმის შესახებ სხვა მოძღვრებმაც იციან, დარწმუნებული ვარ, სურვილიც აქვთ, მაგრამ ამის დრო მოძღვრებს ნამდვილად არ რჩებათ. ეს ნამდვილად ვიცი. ყველა ჩვენს კითხვაზე, შემდეგ კონტრშეკითხვებზე, განსხვავებულ მოსაზრებებზე რეაგირებას, წარმოიდგინეთ, რამდენი დრო სჭირდება. ბევრი შეკითხვა ახლაც ღიად რჩება ხოლმე. ისიც ვიცი, რომ PM-ითაც იმდენ შეკითხვას უსვამენ, რომ ზოგჯერ ამასაც ვერ აუდის. ზედმეტს ხომ არ მოვითხოვთ ერთი მოძღვრისგან? კიდევ ვიმეორებ, ესეც ძალიან მიკვირს. შეიძლება მან უკვე პასუხგაცემულ თემაში აღარც შეიხედოს და ახალ კითხვებს მიუბრუნდეს. ამიტომ, თუ მოძღვრის პასუხი ამომწურავად არ მოგვეჩვენება ან ახალი კითხვა გაგვიჩნდება, ახალი თემა გავხსნათ ამავე განყოფილებაში და უფრო დაწვრილებითი ხასიათი მივცეთ ამ ჩვენს შეკითხვას. თუ სხვების აზრიც გვაინტერესებს, მთელი ფორუმი ჩვენი არ არის? გავხსნათ თემა სხვა განყოფილებაში.
არ ვიცი, მე ასე ვფიქრობ და აქ პრობლემასაც ვერ ვხედავ. მართალია, ფორუმში დიდ დროს ვერ ვატარებ, მაგრამ მაინც მიკვირს, რომ წევრთა ერთი ნაწილი რაღაცნაირად დაჩაგრულად გრძნობს თავს, რადგან მის ნაწერებს შლიან. აქ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცი, რაზეა ლაპარაკი. ვფიქრობ, ამ საკითხში გარკვევა ისევ მოძღვრების მონაწილეობით უნდა მოხდეს. ვგულისხმობ მოძღვრებს, რომლებმაც დასაბამი მისცეს ამ ფორუმის არსებობას. ჩემი აზრით, ამ კითხვებზე ყველაზე კომპეტენტურ პასუხს ისინი გაგვცემენ. იმედია, მათ მალე გავიცნობთ. ![]() -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 12:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი