![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ცდუნებას ვერ გავუძელი
![]() მუდამ წინ მიმავალი ცივილიზაცია, საკუთარ წარსულს შლის და მარხავს, ამიტომ "დასაბამ ქმნა ღმერთმა ცა და მიწა" ერთთ მხოლოდ გარკვეული ეტაპი გონიათ ცივილიზაციისა. "ნუთუ შეიძლება დღევანდელი პროგრესის პირობებში ,რელიგიასთან თანაარსებობა?" იკითხავს ერთი, "მე კი თქვენი მეცნიერება ნაბოდვარი მგონია" მიუგებს მეორე. ნუთუ ასეა? ნუთუ მართლაც არსებობს ის უფსკრული, რომელიც ამ ორ ცნებას მიჯნავს? მღვდელმთვარი ლუკა (ვოინო-იასენცკი)ცნობილი ექიმი და "ჩიქოვანი ქირურგიის ნარკვევების" ავტორი ამ "უფსკრულს" ასე ახასიათებს: "საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს ... განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება? ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება." მაშ თუ მის მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობას ვერწმუნებით, ეს უფსკრული სინამდვილეში ცნებათა სანახევრო ცოდნას ეფუძნება. რას ფიქრობთ? არის კი ასე? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
CONSCIENTIOUSNESS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Stalker ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 387 რეგისტრ.: 23-February 08 მდებარ.: The Dark Side Of The Moon წევრი № 4,010 ![]() |
ნათია საქმე იმაშია, რომ ადამიანის გულის გადანერგვა (ან სხვა ნაწილის) მხოლოდ ცოცხალი ადამიანის სხეულიდან არის შესაძლებელი. გარდაცვილის ორგანო აღარ ვარგა. ნუ თვლიან რომ ტვინი როცა წყვეტს მუშაობას და ორგანიზმი მაინც ცოცხალია ასეთ დროს არის ეს დაშვეული, მაგრამ ვინ იცის ამ ტვინის ასავალ დასავალი?! როდის ჩერდეა და როდის მუშაობს ისევ?! სხვა ორგანოეთან დაკავშირებით შედარებით იოლადაა საქმე. მაგალითად თირკმელა. მისი ამოჭრით კაცი არ კვდება, მაგრამ შანსი უბედური შემთხვევისა მაინც არსეობს. მოკლედ, ჩემთვის ეს თემა მაინც ბევრ კითხვებს ბადებს. მე აქ გადაცემას ვუყურე მაგ თემაზე,ექიმთა და მეცნიერთა ინტერვიუები იყო,უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ტვინის კვდომაც შეფარდებითია,ე.ი. ზუსტად ვერ დგინდება როდისაა ტვინი მკვდარი,ამიტომ გულის ამოღება ხდება ხოლმე საორჭოფო მდგომარეობებში. ეკლესია ამტკიცებდა , რომ ამით ფაქტიურად კლავდნენ ცოცხალს. საკამათოდ იყო გამხდარი საერთოდ, რომ თუ კვდება ორგანოები ტვინის "გამორთვის" დროს აუცილებლად, ანუ ტვინის სიკვდილი თუ ნიშნავდა აუცილებლად სხეულის სიკვდილს. სულთან შეფარდებაშიც იყო ეს გადაცემა, მოკლედ, ბევრი ვერსიები ქონდათ. პ.ს. ანუ ნაწილი ამტკიცებდა, რომ სულის ამოსვლა ხდება არა ტვინის,არამედ გულის კვდომის დროს.ამიტ კი ფაქტიურად ეკლესიის "ბრალდება" სამართლიანი გამოდიოდა. ხშირია შემთხვევები როდესაც ავარიაში მოყოლილი ადამიანეის თავის ქალა გახვრეტილია და დაზიანებულია თავის ტვინი რომელიც ფუნქციებს წყვეტს ამ შემთხვევაში ადამიანი მკვდარია, თუმცა როგორც ცნობილია გული და კიდევ სხვა ორგანოები ფუნქციონირებენ და მათი "გამოყებენა" შესაძლებელია. ადამანის სრული სიკვრილის შემდეგაც კი თმები და ფრჩხილები განაგრძობენ ზრდას თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ ადამიანი ცოცხალია. . . -------------------- ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!
For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk! Stephen Hawking, Pink Floyd. When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion. Abraham Lincoln |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 09:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი