ლოცვის ძალა თუ ღვთის ნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლოცვის ძალა თუ ღვთის ნება |
მხევალი ნინო |
Mar 2 2008, 11:05 AM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.
ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა. შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა... თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს? იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის. მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო? ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
tekle77 |
Mar 4 2008, 11:36 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,909 |
ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა. შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა... თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს? იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის. მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო? ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს. საკმაოდ საინტერესოა ის, რაც დაწერე - მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემს აზრეს გწერ და მინდა, რომ შენც დაიჯერო - ცხოვრებაში ბევრი რამ არის, რაც გვჭირდება, გვინდა - ძალიან გვინდა, მაგრამ... მე ვფიქრობ და მჯერა სიყვარულით, სიკეთით ყოველთვის მიიღებ იმას, რაც გსურს - მაგრამ გულით აკეთე სიკეთე, გულით გიყვარდეს ყველა, არა მარტო შენი ახლობლები, არამედ უცხოც და ილოცე - გულით ილოცე - მერწმუნე აგისრულდება - "მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეს, მთასაც კი გადაადგილებ" და გულით ლოცა იცი როდის მოვა, როცა სიკეთეს გააკეთებ და სიყვარულს დანერგავ შენს გარშემო - ლოცვას ხომ ძალიან დიდი ძალა აქვს. გეფერები სიყვარულით თეკლა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი