ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
T.L. |
Mar 4 2008, 11:35 AM
პოსტი
#1
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
პოეზიის მოყვარულებს ვთხოვ ვისაუბროთ ამ დიდ ქართველზე...
*** ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი. - გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე,გალაკტიონი იყო. - გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად,უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? - ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი. - წამოდი ძამიკო ჩემთან! - გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით,ლუდხანაში შემიყვანა. იმ წიგნის საყიდელ ფილსაც და ბევ რსხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა: - ლერმონტოვი,პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო,ძამიკო,გალაკტიონი კი ქართულად,მხოლოდ ქართულად... ....და მართლაც რა უზენაესი ბედნიერებაა,როდესაც გალაკტიონს ქართყლად კითხულობ და რა უბედურებაა,როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად. მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან,დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული. "ჩემი გალაკტიონი" - ნოდარ დუმბაძე -------------------------------------------------------- *** ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა,თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია ,მათ შორის საქართვლოდანაც... ჩვენი დელეგაცია 50კაცზე იყო შედგენილი,და წავიდნენ კიდეც... 50-ში გალაკტიონი არ იყო,რომ კითხეს რატომო,გამოგვრჩაო... მეტი იდიოტიზმი? ვინ იყო ნეტა იმ პერიოდში და იმ 50დან გალაკტიოზე დიდი? .....და ამას მძაფრად განიცდიდა, სტკიოდა: ,,ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა, იწვა გალაკტიონი და ლექსებზე ფიქრობდა" ეხლა ერთი ამბავი გამახსენდა,როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა (მაშინდელ სამთავრობო საავადმყოფოში -ვაკეში) ექიმმა უთხრა ადგილები არ გვაქვსო,გალაკტიონი იქ 1თვის წინაც მკიურნალობდა ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა ის ხომ დაკეტილი გაქვთი,პასუხი კი ასეთი მიიღო ის კი თავისუფალია მაგრამ რაიცი ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო... და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო... სამოწყალოდ მიაგდეს დერეფანში...ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდა ადამიანის,ასეთი რამე როგორ უნდა აკადრო,ეს ხომ ვიღაც არ არის,ბოლოსდაბოლოს გალაკტიონია... სიკვდილის მერეც იგივე მეორდება,დიდი დისკუსიის საგანი გახდა რომ მწერლათა კავშირიდან არ უნდა გამოესვენებით გალაკტიონი აბა ვინღა უნდა გამოსვენონ მწერალთა კავშირიდან თუარა გალაკტიონი?! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
Mar 4 2008, 12:13 PM
პოსტი
#2
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა რომ მან ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა,ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა...
სინამდვილეში აი რა მოხდა: გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რადგან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში. ქართული პოეზიის ისტორიაში პირველად რუსთაველს დაეკისრა შემოქმედების მძიმე უღელი. რუსთაველმა უზარმაზარი მაგნიტური ველის კვზარივით ჩამოუარა მანამდე არსებულ მთასა და ბარში არსებულ მთელ ფოლკლორს, ეპოსს თუ მითს, შთანთქა იგი ერთ ფასდაუდებელ ოქროს ზოდად - "ვეფხისტყაოსნად" ჩამოსხმული დაუბრუნა ხალხს. რუსთაველის შემდეგ ასეთი მისია დავით გურამიშვილს დაეკისრა, დავითის შემდეგ აკაკიმ, ვაჟამ და ილიამ იკისრეს ეს ტიტანური ტვირთი და როდესაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამ მძიმე უღელში გალაკტიონ ტაბიძე შეება, ეს საზიდი უკვე ისე იყო დამძიმებული ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურით, რომ გალაკტიონს მისი ტარება უღლის ერთგული ლაბა ხარივით დაჩოქილს მოუხდა: დიახ, დაჩოქილს, ოფლად დაღვრილსა და თვალებში ცრემჩამდგარს მოუხდა ამ მძიმე ჭაპანის გაწევა. მხოლოდ ამ კუთხით და თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ გალაკტიონი. სად უნდა ვსდიოთ ქარს რომ ელის ისე უსაშველოდ დაქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავად იფურცლება და რომ ქარმა და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად, ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი. გალაკტიონის შემოქმედება ერთი მისი პაწია ლექსის- "აი, რა მზის სიზმარიას" მსგავსად წაღმა უკუღმა იკითხება, სწორედ კი არასდროს, ან იშვიათად; ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ გალაკტიონი ყველას თავისად მიაჩნია და მას ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის მეც,, რაღა თქმა უნდა. ამიტომ არის გალაკტიონი სახალხო მგოსანი. ალბათ ამის გამო, ქართულ პოეზიაში არავის არ მოსწრებია იმდენი ეპიგონი, რამდენიც გალაკტიონს: ალბათ, ამის გამო არ მოსწრებია ქართულ პოეზიაში იმდენი მოჯიბრე და მტკაველის დამზომელი, რამდენიც გალაკტიონს. რიგში იდგნენ და დგანან დღესაც მთელი თაობები და აზომებენ საკუთარ პატარა მტკაველს მი დედამიწის გულივით გადაშლილ უსაშველოდ დიდ და თბილ ხელისგულს. ის კი დგას, დალოცვილი, ღიმილიან თვალებში ეშმაკური ელვა უთამაშებს და გაქეზებს: კი, ძამიკო, შენმა აჯობაო... სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არს, ჩვენთან არს ღმერთი, მივხვდებით, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული. ნოდარ დუმბაძე -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი