![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
დამლოცეთ თქვენო უპატიოსნესობავ.
როგორც წესი, კითხაზე პასუხის მისაღებად დიდი დრო მჭირდება-ძიების პროცესში, საკუთარი ძალით ვცდილობ პასუხის პოვნას, თუ ვერ შევძელი მხოლოდ ამის შემდეგ ვუზიარებ სხვას, დახმარების მიზნით, ალბეთ სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თავშივე მინდა აღვნიშნო, რომ მე მწამს და მჯერა უფლის ყვოლადსამართლიანობის, ყოვლადმოწყალებისა და სიყვარულის-ან კი, როგორ არ უნდა მჯეროდეს, როდესაც თუნდაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებიმის მის არაჩვეულებრივ გამოვლინებას, უბრალოდ არის მომენტები, როდესაც რაღაცას ვერ ვიგებთ... ეს ჩემთვის ბუნებრივი მოვლენაა, აღთქმა (წმიდა რელიგიური გაგებით) არ შეუქმნია ადამიანურ ბუნებას, იგი უფლის ნებას ეკუთვნის და გასაკვირი ის იქნებოდა, ესოდენ მატერიალიზებულ ადამიანებს, ზენა გარდმონაცემში, ყველაფერი რომ გვესმოდეს. იმ პირობებში, როდესაც ეს ყველაფერი გააზრებული და გონებასთან მიმტკიცებული მაქვს, დიდი ხანია მაწუხებს კითხვა რომელიც არა მგონია მხოლოდ ჩემთვის იყოს აქტუალური. შესავალი გამიგრძელდა და პირდაპირ კითხვაზე გადავალ: ახალ აღთქმაში უფალი გვიცხადებს, რომ იგი არ არის მიკერძოებული, ანუ მისთვის ერთია ყველა (!) არ არსებობს, ლამაზი და ჭკვიანი, საყვარელი და უშნო, ქართველი და გვინიელი არსებობს მხოლოდ ხატება-ადამიანური ნება და ღმერთთან შეერთების სურვილი. აქედან გამომდინარე, არავის აქვს მეტი ან ნაკლები შესაძლებლობაღმერთად ქცევისა. მაგრამ რა ვუყოთ ადამიანებს რომლებსაც არ სმენიათ უფლის წმიდა სახელი? ჩვენ ხომ გარკვევით გვიწერია, რომ ადამიანური ავადმყოფური, ექსორიაქმნილი ბუნების განკურნება იწყება ნათლისღებით და შმედეგ ცოდვებთან უკომპრომისო ბრძოლით? რატომ იჩაგრება (თუ ასე შეიძლება ითქვას) ადამიანი, ზომბის კუნძულებზე ან თუნდაც ოკეანეთში, მასთან ხომ ღვთის სიტყვა არ მისულა? როგორ უნდა მოსთხოვო მიწას ნაყოფი, როდესაც მასში თესლი არ ჩგიგდია? სწორედ გამიგეთ, მე არ ვცდილობ "უნათლავად ცხონების" დაშვებას, უბრალოდ რელიგიური ახსნა მაინტერესებს, რომელსაც ჯერ ვერსად მივაგენი. . . პატივისცემით: ლევანი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ლევან, ჩემის აზრით მამა გაბრიელის ეს ნაუბარი შენს კითხვასთან ახლო კავშირშია, ამიტომ ადმინს ვთხოვ ნუ წაშლის ამ წერილს. თუმცა მეც ძალიან მაინტერესებს რას გვეტყვის მამაო შენს კითხვასთან დაკავშირებით...
მამა გაბრიელის (ურგებაძის) ნაუბარი არამართლმადიდებლების განკითხვაზე (ვინ ცხონდება, ვინ არა) ხშირად მართლმადიდებელ მორწმუნეთაგან ისმის კითხვა: ვინ ცხონდება? ვინ წარწყმდება? ჩვენ მტკიცედ, და უეჭველად უნდა გვწამდეს, რომ მართლმადიდებლობაა ერთადერთი მართალი სარწმუნოება. შედარებისათვის ნათქვამია: "მართლმადიდებლები იმ ხომალდში ვზივართ, რომელიც მშვიდობით გადალახავს ოკეანეს, ანუ წუთისოფლის განსაცდელებს, სხვები კი მხოლოდ მხარულით ცდილობენ ამ სიძნელეების გადალახვას" მიუხედავად აღნიშნულისა, როგორ შეიძლება, ან სად გაგონილა, რომ ნამდვილი მართლმადიდებელი მორწმუნე ამბობდეს და ამტკიცებდეს, ჩვენ ვცხონდებით, ხოლო კათოლიკები, მუსულმანები, და სხვა სარწმუნოების ადამიანები უკლებლივ ყველანი წარწყმდებიან. როგორ შეიძლება ქვეყნის გამჩენი მილიონობით ადამიანს აჩენდეს და ამრავლებდეს ხსნის გზის გარეშე. მხოლოდ და მხოლოდ ჯოჯოხეთისა და მარადიული ტანჯვისთვის. ერთი წუთით წარმოიდგინე, შენ რომ სტამბოლში დაბადებულიყავი ხსნის გზის გარეშე, რას იტყოდი შემოქმედის მართლმსაჯულების შესახებ?! იქაც ხომ არიან სიკეთისა და სიავის მომქმედნი?! ნუთუ ეს სულერთია?! ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ კეთილს, მონანულს, შემწყალეს და ჭეშმარიტების მაძიებელ ღვთის მოშიშს, სახიერი ღმერთი არ დატოვებს ხსნის გარეშე, როგორც ხალხური სიბრძნე ამბობს: " დალოცვილი ქრისტე ღმერთი ოქროს ტახტზე დაბრძანდება, ხელში სასწორი უჭირავს ცოდვა-მადლი იწონება" ხშირად კეთილ ადამიანს, ღმერთი ისეთ სასწაულსაც უვლენს, რომ მართლმადიდებლურად ინათლება და ჭეშმარიტი ქრისტიანი ხდება. სირცხვილია და ცოდვა, როცა ვინმე უსიყვარულოდ, განცდისა და დანანების გარეშე ამტკიცებს -ჩვენ ვცხონდებით სხვაბი კი უკლებლივ წარწყმდება. არათუ ჯანმრთელ ცოცხალ ადამიანზე, არამედ მცოდველ მომაკვდავზეც არ შეიძლება დასკვნის გამოტანა ცხონდება თუ წარწყმდება. უფალი ბრძანებს: "დაღათუ იხილო სიკვდილის პირას მცოდველი ნუ განიკითხავ, არა უწყია როგორ განიკითხება ის". სხვადასხვაა: ცოდვა-ჯოჯოხეთი, ცხონება-სამოთხე და სასუფეველი. ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შეუმოსია ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება. არსებობს წმ. მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გააკვირვებს ცხონებულს სამოთხეში, პირველი როცა ის იქ მოხვდება, მეორე ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ". უფალმა შეგვიწყალოს თითოეული ადამიანის განკითხვისაგან, მით უმეტეს მთელი ერისა და ქვეყნისა. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 06:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი