მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა |
კანუდოსელი |
Nov 10 2006, 08:24 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მოკლედ ჩემმა წინა ფოსტმა გაუგებრობა გამოიწვია ძალიან ბევრი, ალბათ ვერ გამოვხატე გასაგებად. აი რას ვგულისხმობდი:
ზოგიერთი მართლმადიდებელი ადამიანის ცნობიერებაში შემოვიდა ისეთი სუროგატები, რაც თავისი არსით მართლმადიდებლობასთან ან ნაკლებ კავშირშია ან არანაირი კავშირი არ გააჩნია მასთან...მაგალითები ბევრია, ერთ ერთი ამათგანი ქვემოთ არის მოცემული, კერძოდ რატომ ეშინია ზოგ მართლმადიდებელ ადამიანს: 1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის 8. ზღვაზე "სიშიშვლის" 9. ცეკვის 10. სპორტის ქრისტიანობა ლიტურგიკული ხასიათისაა და მისი შინაარსი არის სიხარული-ხარება და არა შიში. ნუ დაგავიწყდება რა სიტყვები მიმართა ანგელოზმა ღვთისმშობელ მარიამს: გიხაროდეს ნუ დაგავიწყდება რა სიტყვებით მიდიოდნენ მოციქულები საქადაგებლად: ჩვენ გვინდა გახაროთ და ნუ დაგავიწყდება რა ქვია ჩვენს წმინდა წერილს: სახარება აქვე კი ბარემ პირველ კითხვას თავად გავცემ პასუხს: ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ეკლესია არის უნივერსალური და როდესაც რაიმე შფოთი ტყდება არა რომელიმე კონკრეტული პირი, თუნდაც წმინდანი,არამედ ეკლესიის სისავსე წყვეტს ამას. დავიწყებ ალექსი II-ის სიტყვით პარქიალურ კრებაზე: Заверяю вас, в штрих-кодах нет никаких шестерок! პირველიერარქის სიტყვა გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე კონკრეტული პიროვნების. მაგარამ მაინც ვნახოთ რატომ არ არის იქ 6-ები. პირველი იმიტომ, რომ შტრიხ-კოდი არის კომპიუტერისთვის წასაკითხი და არა ადამიანისთვის, იქ არის თეთრი და შავი ზოლები....ლაზერული სკანერი გადის მასზე და შავ ხაზზე გასვლისას იძლევა 0-ს და თეთრზე იძლევა 1-ს, ანუ კოდის შიფრი სინამდვილეში შედგება არა 6-ების კრებულიდან, არამედ 0 და 1-ების კომბინაციით. ასევე, ჯერ ერთი იქ ყოველთვის არ არის სამი ექვსიანი, არამედ 2 მესამეც: დავუშვათ, რომ არის სამი, ამ შემთხვევაშიც ვერ უძლებს ეგ მიგომა კრიტიკას რადგან 6-ების გარდა არის სხვა ციფრებიც, მაგალითად 6498689456 ეს ციფრი შეიცავს სამ ექვსიანს მაგრამ რა შუაშია აქ 666? მეოთხე: იქ ის 6-იანის შესაბამისი ხაზები რომ უფრო გრძელია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეგ არის გამოყოფილი ხაზები, ისევ მივანიშნებ შესაბამის სკანერს-ეს უკანასკნელი აღრიცხავს არა სიგრძეს არამედ მხოლოდ სიგანეს შავი და თეთრი ხაზებისა, ამიტომ კონცენტრირება ნამეტანი ამ ფაქტზეც არ გამოდის მეხუთე: საქმე იმაშია რომ წმინდა წერილი დაწერილია სიტყვებით და შესაბამისი რიცხვებიც სიტყვებითაა გადმოცემული,ანუ 666 ქართულად პირდაპირი ტრადიციით რომ გვეთარგმნა იქმებოდა: ექვს-ას-სამოც-და-ექვსი თავად ქართულშიც კი არ გვაქვს სამი გამეორება და მითუმეტეს ასეთი სიტუაციაა ბერძნულ ორიგინალში. ამიტომ დასკვნა ასეთია: 1. კომპი ვერ ხედავს მაგ 6-ებს 2. ადამიანი ცდილობს დაინახოს, მაგრამ ხშირად არც არის სამი 6-ანი 3. თუნდაც იყოს, ავიწყდება რომ მათ შორის კიდევ მრავალი ციფრია 4. მოკლებულია სერიოზულობას, ვინაიდან ძველი კოდეზსები არ წერს ციფრებს არც არაბულ და არც რომაულ სტანდარტში, არამედ ასოებით 5. თესავს შფოთს 6. ეწინააღმდეგება რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განჩინებას და უშუალოდ ამ ეკლესიის პირველი იერარქის პოზიციას მცირე შენიშვნა: რუსეთზე იმიტომ გავაკეთე აქცენტირება, რომ საქართველოში არ იყო შესაბამისი კრება იქ კი იყო...ჩვენ მოვიაზრებით ერთ ბარძიმში მყოფად და მგონია გასათვალისწინებელია ფრიად. ვისაუბროთ... პ.ს. აჯობებს იხილოთ ყველაზე ბოლო პოსტი სიების ჩამონათვალისა, რადგან სწორედ ის წარმოადგენს განახლებულ ვერსიას -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გლახა |
Dec 15 2006, 10:47 AM
პოსტი
#2
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
teo..
ციტატა ისე სიმართლე გითხრათ ძალიან დამაინტერესა თქვენი ნიკის დაბადების ისტორიამ, თუ რათქმა უნდა ცუდად არ გამიგებთ ასეთ ცნობისმოყვარეობას იმდენად უბრალოა ჩემი ნიკი რომ ყველას რთული და იდუმალი ეჩვენება ... ..ერთი გლახა ვარ და მორჩა..მეტი არაფერი..ხო და კიდევ ილია ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი" მიყვარს ძალიან.... ციტატა რათქმაუნდა ჩემო კარგო იოანეს გამოცხადებიდან რომ მოვიყვანე ეს ფრაზები მივანიშნე კიდეც მაგრამ თქვენი აზრით იოანეს გამოცხადება; გალატელთა მიმართ; იუდას წერილი; ებრაელთა მიმართ და ასე შემდეგ ახალი აღთქმა ანუ სახარება არ არის? ჩემო ტეო მე საკამათოდ როდი გითხარით, რომ 666 ზე გამოცხადებაში ეწერა.... და კაიროსმა კარგად ახსნა: ციტატა გენა, ახალი აღთქმა კრებულია წიგნებისა, რომელშიც სახარებები შედიან სხვა წიგნებთან ერთად, ანუ სახარება ოთხია, ახალი აღთქმა კი ერთგვარი კრებულია და ერთია, როგორც ძველი აღთქმა არის კრებული 50 წიგნისა და ერთად ძველი და ახალი შეადგენენ ბიბლიას( "ბიბლიოს"-ბერძ. წიგნები) ეს ისე, დაზუსტების მიზნით... teo.. მადლობა ლექსისათვის |
teo.. |
Dec 15 2006, 08:51 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
[quote name='glaxa' post='27207' date='Dec 15 2006, 09:47 AM']
teo.. იმდენად უბრალოა ჩემი ნიკი რომ ყველას რთული და იდუმალი ეჩვენება ... ..ერთი გლახა ვარ და მორჩა..მეტი არაფერი..ხო და კიდევ ილია ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი" მიყვარს ძალიან.... ჩემო ტეო მე საკამათოდ როდი გითხარით, რომ 666 ზე გამოცხადებაში ეწერა.... [/quote] არა გლახა საკამათოდ არც მიმიღია, არც საწყენად ღმერთმა დამიფაროს, რაც შეეხება შენს ნიკს უბრალოდ თავიდანვე თავმდაბლობის და პატივისცემის შეგრძნება დაბადა და რომ იყტვიან "ინტრიგანული შეკითხვა' დაგისვი [quote name='glaxa' post='27207' date='Dec 15 2006, 09:47 AM'] და კაიროსმა კარგად ახსნა: [/quote] რა თქმა უნდა, უბრალოდ სიტყვებში გამოკიდება მოხდა და ამან გამოიწვია ჩვენი მომდევნო პოსტებიც, რაც შეეხება "ბიბლიის" რაობას ჩემი ქრისტიანული შემეცნებაც ადრეულ ასაკიდან ზუსტად ამის ახსნა-განმარტებით დაიწყო და მაინც დიდი მადლობა ყოველგვარი სწავლების გამო. სიტყვა ცოტა გამიგრძელდა მაგრამ ძალიან მინდა რომ გითხრათ, ზემოთ ჩემს პოსტში მადლობის მერე ვახსენე:- სწავლა სიკვდილამდეა მეთქი... და მე ეს ბიბლისს სწავლების გამო არ მითქვავს ნამდვილად , უბრალოდ ჩვენმა ასე ვთქვათ "დიალოგმა" დამანახა ის, რომ მე როგორც ქრიატიანმა თავმდაბლად არ მივიღე თქვენი პოსტები და შევეცადე "თავის მართლებას", რაც მიუღებელია ქრისტესთვის იმედია ნათქვამს ზუსტად მიმიხვდებით და აქვე ყველას ვისაც ჩემსმიერ დაწერილმა პოსტებმა უსიამოვნო გულითქმაში ჩააგდოთ მინდა გთხოვოთ მოტევება. ყველანი მიყვარხართ ... თქვენი ხუმრობებით, დატუქსვებით, მოფერებებით... მე ხომ დიდი ხანია ვკითხულობ თქვენს პოსტებს და საკმაოდ კარგად გიცნობთ ვირტუალურად გფარავდეთ უფალი teo.. მადლობა ლექსისათვის [/quote] სიამოვნებით გაჩუქებთ კიდევ ბევრ ლექსს პოეზიის გვერძე -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 06:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი