საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Mar 4 2008, 04:38 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სტეფანოზ III
ქართლის ერისმთავარი - იხსენიება ატენის სიონის წარწერაში, როგორც „კურთხეული მამაფალი სტეფანოზ, ღმერთისა მიერ ქართველთა და მეგრელთა ერისთავთერისთავი უფალი“, რომელიც გარდაიცვალა 739 წელს. სტეფანოზ III-სთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა. გ. აბრამიშვილის მიაჩნია, რომ ნერსე და სტეფანოზ III, სტეფანოზ II-ის სახლის შვილები არ არიან. სტეფანოზ III ერისმთავარი იყო 711-730 წ. დამოუკიდებლად. ხოლო 730 წლიდან, როდესაც ქართლში არჩილი (სტეფანოზ II-ის ძე) გადავიდა, იგი გარდაცვალებამდე (739 წ.), როგორც ერისმთავარი, ემორჩილებოდა მას. მ. სანაძე თვლის, რომ სტეფანოზ III ერისმთავარია, ხოლო მისი შვილებია მირი და არჩილი. ნ. შოშიაშვილის აზრით ატენის სიონის წარწერაში მოხსენებული სტეფანოზი ერისმთავარი არ არის, ხოლო წარწერა X საუკუნისაა. არჩილის მოღვაწეობის თარიღად იგი 668-718 წ. მიიჩნევს. ა. ბოგვერაძე „ქართლის ცხოვრების“ სტეფანოზ II-ს აიგივებს ატენის სიონის წარწერაში მოხსენიებულ სტეფანოზთან. რადგან იგი სტეფანოზ II-ს მოღვაწეობას მურვან-ყრუს ლაშქრობებს უკავშირებს. აქედან გამომდინარე არჩილის მოღვაწეობა მოდის VIII ს. 80-იან წლებამდე (ამ თარიღს იზიარებს კ. თუმანოვი, კ. კეკელიძე, მ. ლორთქიფანიძე, გ. მამულია). -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი