IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური რედაქცია
marine
პოსტი Mar 4 2008, 04:43 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,113
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური რედაქცია

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

ჩვენში, ძველ დროს, სომხურიდან უთარგმნიათ ან სომხურის მიხედვით ურედაქტირებიათ არა მარტო წმიდა წერილის ერთი ნაწილი, არამედ ზოგიერთი საერო წიგნიც. გიორგი მცირე წერდა: მართალია ჩვენ ძველთაგანვე გვქონდა წმიდა წერილის შესანიშნავი ქართული თარგმანი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო სომხებმა შესძლეს ჩვენს წინაპრებს სომხურის მიხედვით ხელახლა „ეთარგმნათ“, ერედაქტირებინათ იგიო. ასევე ითქმის ზოგიერთ ძველქართულ საერო წიგნზე.

ცნობილია, რომ „ქართლის ცხოვრების“ შესავალი („ამბავი რვათა ძმათა“) და საერთოდ, „მეფეთა ცხოვრება“ არმენოფილური ტენდენციების მატარებელია და ძველი სომხური ტრადიციის გავლენით არის დაწერილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძველი ქართული საისტორიო თხზულებანი გარკვეულ დროს, გარკვეული მიზეზის შედეგად რედაქტირებულ იქნა არმენოფილების მიერ.

უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგი არმენოფილური თვალსაზრისით რედაქტირებულ იქნა სწორედ იმ დროს, როცა სომხურის მიხედვით არედაქტირებდნენ ქართულ წმიდა წერილს. სომხურის მიხედვით რედაქტირება, ეს იყო საქართველოსათვის გლობალური პროცესი, რომელიც მოიცავდა არა მარტო საეკლესიო წიგნებს, არამედ, ჩანს, საეროსაც.

გიორგი მცირე წერს - „დაღაცათუ პირველთაგანვე გვქონდეს წერილნიცა და სარწმუნოება ჭეშმარიტი და მართალი, გარნა ქვეყანა ჩვენი შორს იყო ქვეყნისაგან საბერძნეთისა, და ვითარცა თესლნი არაწმიდანი შორის ჩვენსა დათესულ იყვენეს ბოროტნი იგი თესლნი სომეხთანი, გულარძნილნი და მანქანანი, და ამის მიერ ფრიად გვევნებოდა, რამეთუ ნათესავი ჩვენი წრფელი იყო და უმანკო, ხოლო იგინი რეცა მიზეზითა წესიერებისათა, რეცა ცდუნებად გვაზმნობდეს, და რომელნიმე წიგნიცა გვქონდეს მათგან თარგმნილნი.“

ცნობილია, რომ იმის შემდეგ, რაც VIII საუკუნის ოციან წლებში სომხურმა ეკლესიამ საბოლოოდ მიიღო მონოფიზიტური მრწამსი, ქართული ეკლესია სრულიად გაემიჯნა ამ ეკლესიას. სომხურმა ეკლესიამაც თავის მხრივ კავშირი გაწყვიტა ბიზანტიასთან და საერთოდ, ქალკედონურ სამყაროსთან. წიგნები, რომელთა შესახებაც წერს გიორგი მცირე, შეძილებოდა ძირითადად თარგმნილ-რედაქტირებულიყო VIII საუკუნემდე.

გიორგი მცირე წერს, რომ ამ დრომდე „პირველთაგანვე“ არსებული ქართულად თარგნილი წიგნები, „ჭეშმარიტი და მართალი“ იყოო. ჩვენში ქრისტიანობა, როგორც საერთო-სახალხო სარწმუნოება, დამკვიდრდა IV საუკუნიდან, ამიტომაც უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ დროიდან უკვე დაიწყებოდა კიდეც ქართულ ენაზე წმიდა წერილის თარგმნა. ამიტომაც „პირველთაგანნი“ წიგნები ქართულ ენაზე IV-V საუკუნეებში ბერძნულიდან უნდა თარგმნილიყო და შექმნილიყო წმიდა წერილის ქართული რედაქცია.

სწორედ ამის შემდეგ იწყება ის პროცესი, რომელსაც აღშფოთებით აღწერს გიორგი მცირე. იწყება „პირვლეთაგანი“ წიგნების რედაქტირება სომხური რედაქციების მიხედვით. თუ ამ მოვლენის ქვედა ზღვრად მივიჩნევთ V საუკუნეს, ხოლო ზედად VIII-ს, მაშინ სომხურის მიხედვით ქართული წიგნების „თარგმნა“-რედაქტირება მიმდინარეობდა VI= VII საუკუნეებში

(გაგრძელება იქნება)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
xornabujeli
პოსტი Mar 4 2008, 05:07 PM
პოსტი #2


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif საინტერესოა! გააგრძელე...


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2008, 05:13 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,113
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(xornabujeli @ Mar 4 2008, 05:07 PM) *

smile.gif საინტერესოა! გააგრძელე...


მადლობა, გიო, აუცილებლად a025.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd November 2025 - 02:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი