გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში |
KAIROS |
Jun 24 2007, 11:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ განყოფილებაში რამოდენიმე ცალკე კითხვისათვის ცალ-ცალკე თემა იხსნებოდა და იკეტებოდა და ა. შ. ახლაც დაიბადა კითხვა და ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ გავხსნით ამ ახალ თემას, სადაც ყველას შეეძლება დასვას ნებისმიერი კითხვა ბიბლიის პერსონაჟების, ტერმინების, გაუგებარი ადგილების თუ სხვა რამის შესახებ.
წარმატებულ ძიებებს გისურვებთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 4 2008, 05:34 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ატომ ცოლების სახელები არ ვიცით? ძველი აღთქმა არ იხსენიებს, საერთოდ ენაა ასეთი ძველი აღთქმისა ( და არა მარტო), თუ სახელით იხსენებს ვინმეს ან საერთოდ თუ ამბობს რომელიმე ქალის შესახებ, მაშინ ამ ქალს რაიმე განსაკუთრებული ადგილი უნდა ეჭიროს ბიბლიურ ისტორიაში, წარმოიდგინეთ ეს ტრადიცია ( რათქმაუნდა თავისი ხასიათით პატრიარქალური) მეორდება მახარებელ მათესთანაც, სადაც თავის ცნობილი გენეალოგიაში ახსენებს მხოლოდ 4 ქალს, მათგან 3-ს სახელით, ერთს უსახელოდ, თავისთავად ისინი , რომ ახსენა ესეც ამ ქალთა განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს: 1. "3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან " 2. "5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; " 3. "ბოოს შვა იობედ რუთისგან" 4. "დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; " თამარი, რექაბი, რუთი საღვთო მოშურნეობის, მესიის მოლოდინის და გმირი ქალების სახეა ბიბლიაში, მათ შესახებ წაიკითხე, მაგრამ ნახე მეოთხე უსახელოა, არადა ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ სახელი ერქვა - ბერშაბეჰ ( ბერსაბე), მაგრამ მისი საქციელის გამო ( აცდუნა მეფე დავითი), მესიის გენეალოგიაში მის სახელს არ იხსენებს, ასე რომ აქედან ცხადია, ბიბლიური მწერალი არ არის ისტორიკოსი, ამ სიტყვის ზედმიწევნითი გაგებით, იგი თეოლოგიცაა, და ან ყველა სახელის უკან მნიშვნელოვანი ისტორიაა, ან სახელიც არ არის... იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი