ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
T.L. |
Mar 4 2008, 11:35 AM
პოსტი
#1
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
პოეზიის მოყვარულებს ვთხოვ ვისაუბროთ ამ დიდ ქართველზე...
*** ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი. - გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე,გალაკტიონი იყო. - გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად,უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? - ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი. - წამოდი ძამიკო ჩემთან! - გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით,ლუდხანაში შემიყვანა. იმ წიგნის საყიდელ ფილსაც და ბევ რსხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა: - ლერმონტოვი,პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო,ძამიკო,გალაკტიონი კი ქართულად,მხოლოდ ქართულად... ....და მართლაც რა უზენაესი ბედნიერებაა,როდესაც გალაკტიონს ქართყლად კითხულობ და რა უბედურებაა,როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად. მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან,დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული. "ჩემი გალაკტიონი" - ნოდარ დუმბაძე -------------------------------------------------------- *** ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა,თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია ,მათ შორის საქართვლოდანაც... ჩვენი დელეგაცია 50კაცზე იყო შედგენილი,და წავიდნენ კიდეც... 50-ში გალაკტიონი არ იყო,რომ კითხეს რატომო,გამოგვრჩაო... მეტი იდიოტიზმი? ვინ იყო ნეტა იმ პერიოდში და იმ 50დან გალაკტიოზე დიდი? .....და ამას მძაფრად განიცდიდა, სტკიოდა: ,,ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა, იწვა გალაკტიონი და ლექსებზე ფიქრობდა" ეხლა ერთი ამბავი გამახსენდა,როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა (მაშინდელ სამთავრობო საავადმყოფოში -ვაკეში) ექიმმა უთხრა ადგილები არ გვაქვსო,გალაკტიონი იქ 1თვის წინაც მკიურნალობდა ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა ის ხომ დაკეტილი გაქვთი,პასუხი კი ასეთი მიიღო ის კი თავისუფალია მაგრამ რაიცი ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო... და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო... სამოწყალოდ მიაგდეს დერეფანში...ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდა ადამიანის,ასეთი რამე როგორ უნდა აკადრო,ეს ხომ ვიღაც არ არის,ბოლოსდაბოლოს გალაკტიონია... სიკვდილის მერეც იგივე მეორდება,დიდი დისკუსიის საგანი გახდა რომ მწერლათა კავშირიდან არ უნდა გამოესვენებით გალაკტიონი აბა ვინღა უნდა გამოსვენონ მწერალთა კავშირიდან თუარა გალაკტიონი?! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
nuca_ge |
Mar 4 2008, 07:55 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
მესაფლავე მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი; და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს. ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი. ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი? რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი! განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა. დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს, დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს. მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე, დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე; თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა... სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა! მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური... გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? - „გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება. შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“ მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს; ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს. გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება, განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება? უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება, და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება. ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები, არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები, გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება; შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო, თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“ მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი, ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი, მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი. ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება... სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება. საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, - ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს, არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს; სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება, თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება. მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, - ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი; გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი; უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული, რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, - ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა. ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა... ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები, თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები, რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება... ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება. როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე, ფიცს არ სტეხენ... ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე. გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი, თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?! რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი. ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული... გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული... მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს, მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს. დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო, და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“ დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი. შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი, ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა... განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა? მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს? აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს! მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს: „თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს... ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს, მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“... მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა... სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა. ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი, არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი, საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს... განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო... თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო... გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი... რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი? ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა? ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა... ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება... ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე, იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე... სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება - იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება... განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო, თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო! 1912 -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი