ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
T.L. |
Mar 4 2008, 11:35 AM
პოსტი
#41
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
პოეზიის მოყვარულებს ვთხოვ ვისაუბროთ ამ დიდ ქართველზე...
*** ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი. - გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე,გალაკტიონი იყო. - გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად,უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? - ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი. - წამოდი ძამიკო ჩემთან! - გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით,ლუდხანაში შემიყვანა. იმ წიგნის საყიდელ ფილსაც და ბევ რსხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა: - ლერმონტოვი,პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო,ძამიკო,გალაკტიონი კი ქართულად,მხოლოდ ქართულად... ....და მართლაც რა უზენაესი ბედნიერებაა,როდესაც გალაკტიონს ქართყლად კითხულობ და რა უბედურებაა,როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად. მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან,დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული. "ჩემი გალაკტიონი" - ნოდარ დუმბაძე -------------------------------------------------------- *** ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა,თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია ,მათ შორის საქართვლოდანაც... ჩვენი დელეგაცია 50კაცზე იყო შედგენილი,და წავიდნენ კიდეც... 50-ში გალაკტიონი არ იყო,რომ კითხეს რატომო,გამოგვრჩაო... მეტი იდიოტიზმი? ვინ იყო ნეტა იმ პერიოდში და იმ 50დან გალაკტიოზე დიდი? .....და ამას მძაფრად განიცდიდა, სტკიოდა: ,,ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა, იწვა გალაკტიონი და ლექსებზე ფიქრობდა" ეხლა ერთი ამბავი გამახსენდა,როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა (მაშინდელ სამთავრობო საავადმყოფოში -ვაკეში) ექიმმა უთხრა ადგილები არ გვაქვსო,გალაკტიონი იქ 1თვის წინაც მკიურნალობდა ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა ის ხომ დაკეტილი გაქვთი,პასუხი კი ასეთი მიიღო ის კი თავისუფალია მაგრამ რაიცი ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო... და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო... სამოწყალოდ მიაგდეს დერეფანში...ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდა ადამიანის,ასეთი რამე როგორ უნდა აკადრო,ეს ხომ ვიღაც არ არის,ბოლოსდაბოლოს გალაკტიონია... სიკვდილის მერეც იგივე მეორდება,დიდი დისკუსიის საგანი გახდა რომ მწერლათა კავშირიდან არ უნდა გამოესვენებით გალაკტიონი აბა ვინღა უნდა გამოსვენონ მწერალთა კავშირიდან თუარა გალაკტიონი?! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
Mar 4 2008, 08:04 PM
პოსტი
#42
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
რამოდენიმე მოკლე-მოკლე ჩანაწერი, რომელთა მსგავსი ასოებით და ათასობით გაბნეულია სხვადასხვა ადგილას, რვეულებში, ბლოკნოტებში თუ ცალკე ფურცლებზე :
"არაფერი ჩემი ბავშვობის დღეებიდან მე ისე არ მახსოვს, როგორც შორითშორს მყოფი ცისფერი სახლი". "კეთილი მოხუცი ვასილ ბარნოვი". "ხალხი, ირონიული შეხვედრა". "თბილისში ცოტა დარჩა ოჯახები, სუფთა ქართულით რომ ლაპარაკობდნენ. რად არის ასე? რატომ? რატომ?". "პურის ქარხანა ემუქრება რაჭველებს პურის ცხობაში. ემუქრება ჩვენ ქართულ თონეს. ემუქრება კერიის ჭადებს. ემუქრება წისქვილებს". "არ შევხვედრივართ ჩვენ ერთმანეთს, ო, რა ხანია! ნამეტანია, მეგობარო, ნამეტანია!" "მაგრამ ნუთუ ყველაფერი მოგონებაა მხოლოდ?" "ომი, მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ეს ფრაზა ძალიან ხშირად გვხვდება სულ სხვადასხვა ფურცლებზე მიწერილი) "მუსიკა კაცს როგორ არ უნდა უყვარდეს - ცხოველებსაც კი უყვართ". "ინტელიგენტს რომ დავინახავ, გამაჟრჟოლებს ტანში. თუ ნაცნობია, სახეს განზე მივაბრუნებ, არ გამომელაპარაკოს იქნებ, არ მიცნოს როგორმე-მეთქი. ჭირივით მეჯავრება, თუ თვალები მომაშტერა დაჟინებით". "დღეს არაჩვეულებრივად მიკანკალებს ხელები. წუხელ ბაღლინჯოებმა არ დამაძინეს. "ბაღლინჯო" მაიაკოვსკის უკანასკნელი პიესაა". "საზიზღარი რესტორნებია თფილისში, ყოვლად უკულტურო, ყოვლად უსინდისო, სავსე მთვრალი წინანდელი მიკიტნებით. ავადმყოფი ხალხი, ბინძური სახის გამომეტყველებებით, უწმაწური სიტყვებით, გამომწვევი ვულგარული ყოფაქცევით და რაც მთავარია: ხმით, რომელიც არასგზით არ არის ქართული, ძირითადად ზრდილობიანი. მაგრამ სად უნდა ეძებდე ზრდილობას? იგი არ არის უნივერსიტეტშიც კი. იგი არ არის მწერალთა სასახლეში. იგი არ არის ეხლა საქართველოში არსად. თუ კიდევ არსებობენ ასეთი ოჯახები, იგინი უთუოდ ტრაგედიით არიან აღსავსენი". "არ რჩება ფრთები ყმაწვილურ სურვილს, შლის წლოვანებაც კარგს, საუცხოვო ჩაცმა-დახურვის ხელოვნებას. წარსულთა დღეთა ენამჭევრობავ, გაფრენავ ქორის - რამდენი დარჩა გაუგებრობა ჩემს და თქვენს შორის". "სევდა მას დაძლევს, ვინც ცოდნას არ ეკარება". "ეს ქაღალდი მომაწოდეს ქალიშვილებმა პირველ დეკემბერს - წიგნთსაცავ-სამკითხველოში ლექსის ამოსაწერად გაზ. "კომუნისტიდან". მადლობა მათ ყურადღებისთვის" (მიწერილია რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე) "არის ადამიანის ცხოვრებაში: შორდები ქვეყანას, რომელიც გძულს, ძალიან გძულს. არა, უფრო მეტი: გეზიზღება! კიდევ უფრო მეტი: ცდილობ საჩქაროდ წახვიდე, რადგან გეშინია. გეშინია, გძულს, გეზიზღება და კიდევ უფრო მეტი: გეშინია, გეშინია, გეშინია. აი, რა არის თავი და თავი. და ამ დროს ხარ ქვეყანაში! მოხვდი. მოხვდი ისეთ ქვეყანაში, სადაც არავისი არ გეშინია, არავინ არ გძულს, არავინ არ გეზიზღება. და კიდევ უფრო მეტი: არავისი არ გეშინია! აი, რა არის თავი და თავი". "როგორ ემთხვევიან ერთმანეთს მიქელანჯელოსა და უცნობი ქართველი არქიტექტორის იდეები - ციხე-სიმაგრეები სიმაღლეზე ყველას დასანახავად, დიდი ქანდაკებები სიმაღლეზე ყველას დასანახავად." "სისხლი დასთხიე და სამშობლო შეიძინე". "მოეც მშვიდობა საქართველოს". "შრომაში" არის რამოდენიმე მომსახურე, არაჩვეულებრივად ზრდილობიანი და პატივსაცემი. ისინი მეპყრობიან როგორც ძველს ნაცნობს, მე კი ისინი არ მახსოვან. აი ჩემი ტრაგედია. რამდენი კარგი კაცი, რომელთაც გარეგნულად ვიცნობ, მაგრამ არ ვიცი სად შემხვედრიან. და არ მახსოვან. ხანდახან უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვვარდები. ასე არ შეიძლება: ნუთუ საბოლოოდ მღალატობს მეხსიერება?" ეს უკანასკნელი ჩანაწერი მრავლის მეტყველია -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი