ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
ქავთარაძე |
Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni |
ქეთუ |
Mar 4 2008, 08:05 PM
პოსტი
#2
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ვაჟა... ამ უნივერსალურ გენიოსზე ყოველთვის მინდა, ძალიან მინდა ბევრი ვთქვა, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს ვამბობ... სიტყვებს ვერ ვპოულობ,ისეთს მისი შემოქმედებისადმი ჩემს სიყვარულს რომ გადმოსცემდა.... ვაჟას გენიალურობას რომ დაახასიათებს და სრულყოფილად აღწერს ასეთი სიტყვები არარსებობს ჯერ ბუნებაში. საერთოდ მიყვარს ლიტერეტურა და უამრავი მწერალი, პოეტი მაგრამ ვაჟა, სულ სხვა სამყაროა ჩემთვის, სულ სხვა განზომილება და სულ სხვა ემოციები...
მიყვარს ვაჟა, არა უფროსწორად ძალიან ძალიან მიყვარს... ციტატა მკვდარია უგრძნობი კაცი, უსაზარლესი მკვდარზედა, მით, რომე სიცოცხლე უდგას სალის ყინულის ტახტზედა. უძლიერესია : ) .................. და ეს ბახტრიონი უზომოდ მიყვარს, მარტო ნაგლეჯები არა , სულ... გორი რამ ჩასდგამს შუბის წვრად, მუხა-იფნებით ფარული. იქ ჰყრია დიდი ლოდები შავფერი, ციხის-კარული, ლიბო-დათხრილი კოშკები, უმზეოდ ჩამოგვალული. ბერი ტიროდა დიაცი, ისმის ქვითინი ქალური. რამდენი სიპები აწყვავ! მოსჩანს აკლდამის პირები. გმირთა სამარეს, როგორც ხატს, სამთხვევლად დავეღირები. .................................... მარტოს აუნთავ სანთლები და ხატიც უდიდებია; მარტოდ-მარტოკას დიაცსა ხატ-ღმერთი უხსენებია! შვიდი გავზარდე ვაჟკაცი, თითო ლომისა დარია. შვიდივ გამიწყდა ერთ დღესა, მამაც იმათთან მკვდარია. ................................ ვინ ემსახუროს, მაშ, ხატსა? მაშ ვინ აუნთოს სანთელი? მაშ ვინ დაგვიკლას საკლავი? ვინ მოაკმიოს საკმელი?! უკაცურთ კაცობა გვმართებს, მანამ სული გვჩრავ პირშია. ხატიც შაგვინდობს ცოდვასა, რო გვნახავს გასაჭირშია............. აუ რამხელა ემოცია დევს... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი