სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
![]() ![]() |
| tamara |
Mar 4 2008, 08:24 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
გახუა მეგრელაური
გახუა იყო ჭორმეშიონი, გვარად გოგოჭური. მისი ნასახლარი ჭორმეშავის უბანში, რომელსაც ფიცრული ჰქვია, დღემდე არის შემორჩენილი. იგი გუდანის ჯვარის მკადრე იყო, მაგრამ უფრო ხახმატის ჯვართან ყოფილა დაახლოებული, სადაც კი წავიდოდა ჯვარი, გახუას თან წაიყოლებდა ხოლმე. გახუას ჯვარი ხელზე მოუდიოდა; როცა იგრძნობდა ჯვარის მოახლოებას, სამკადრეოს გადაიფარებდა ხელზე, რათა ჯვარი ზედ დაბრძანებულიყო. გახუას პირს გვერდზე გაწევდა, რომ თავისი სუნთქვით ღვთისშვილი არ შეეწუხებინა და ასე ისმენდა მის ნებას. გახუა ხანდახან დაიკარგებოდა. ერთ- ორ თვეს არ გამოჩნდებოდა, საფარველდადებული დაჰყავდა თურმე ხახმატის ჯვარს. სხვა ღვთისშვილებს არ მოსწონდათ რომ ხახმატის ჯვარი ასე იახლოებდა გახუას, ხორციელის სუნი არ ეამებოდათ და საყვედურობდნენ თავიანთ მოძმეს ჯვარს, ხახმატის წმინდა გიორგის: რა არის, ეს დედაკაცის ნამშობი ჩვენში გარიეო? ერთ დღეს, როცა გახუა თავის ფიცრულში იყო, ხახმატის გიორგი გამოეცხადა და აცნობა, რომ ღვთისშვილები მისი წინამძღოლობით ქაჯავეთის დასალაშქრავად მიდიოდნენ და მათ შორის საყმოს წარმომადგენელი უსათუოდ უნდა ყოფილიყო, რათა თავისი თვალით ენახა ქაჯავეთის სამჭედლოს საიდუმლო. ოღონდ რაკი სხვა ღვთისშვილები ადამინის ადამიანის სუნს ვერ იტანდნენ, ხახმატის გიორგიმ უბრძანა გახუას, სამ დღეს ემარხულა. ორ დღეს იმარხულა გახუამ, მაგრამ მესამე დღეს სულმოკლეობა გამოიჩინა და პური და ყველი შეჭამა, და ისევ აუვიდა გახუას ადამიანის სუნი. რა ექნა ხახმატის გიორგის? გხუა თავად ყვებოდა ხოლმე:წამიყვანეს ღვთისშვილებმა და ველკეთილზე ეხში დამაწვინეს და სული ამომიძვრინეს, გვამი კი იქვე მიწაში ჩამარხესო. ასე გაიყოლიეს ღვთისშვილებმა გახუას სული, აიარეს ველკეთილი, გადავიდნენ დათვისჯვრის უღელტეხილი და უჩინრად გასწიეს ქაჯავეთსიკენ ქაჯავეთის დალაშქვრის შემდეგ უკანა გზაზე მივიდნენ იმ ეხთან, სადაც გახუას გვამი იყო ჩაფლული. მისი სული ისევ სხეულში უნდა ჩაებრუნებინათ, მაგრამ გვამს თურმე მატლი ეხვეოდა და ისე ყარდა, რომ გახუას შეზიზღებია თავის იგვამი, აღარ მოუნდომებია ამყრალებულ გვამში შესვლა და გაქცევა დაუპირებია, სად გარბიხარ, მეპურყველე გახუაო, უთქვამთ ღვთისშვილებს, ჩაძვერი შენს გვამშიო - და "ძალით ცამაძვრინეს პირიდანო და ავდექი ხორციელი კაციო". გახუას, - ამბობდნენ, - თაგვის ამონაჭამი აჩნდა მხარზეო. თავად ყვებოდა თურმე:ქვიშაში ტაგვს ჩემ მხარზე ხორცი ამოეამ და, რომ გავცოცხლდი, თაგვისაგან ამოჭმული მტკიოდაო. მერე წამალი მასწავლეს ღვთისშვილებმა და, როცა შინ დავბრუნდი, ნასწავლები წამალი მოვისვი და მომირჩაო. ტავდაპირველად გახუა არაფერს ამბობდა თვთისშვილებთან თავისი სიარულის შეასხებ. ღვთისშვილებისგან არ ჰქონია ლაპარაკის ნება. ბოლოს. ხამში რომ შესულა, ნებაც მისცემია და საუბარიც დაუწყია თავის თავგადასავალზე და ღვთისშვილთა საიდუმლო ამბებზე. ამ დროს აღარც ხელზე მოუდიოდა ჯვარი. გახუას ცოლის მოყვანის უფლება არჰქონია ჯვარისჰან, მაგრამ მაინც უთხოვია ცოლი. ბავშვს რომელიც შეეძინა, თან ოქროს ჯაჭვი ფაყვა დედის მუცლიდან:იზრდებოდა ბავშვი , იზრდებოდა ჯაჭვიც, მაგრამ ბოლოს ჯაჭვი აღარ გაიზარდა და მოახრჩო ბავშვი. ამბობდნენ, ჯვარის ნებას რომ არ გაემორჩილა, ამიტომ უძეოდ გადაეგო გახუაო. ზ. კიკნაზე მითოლოგიური ლექსიკონი, გვ25 |
tamara წარმართული საქართველო Dec 15 2007, 01:43 AM
staywhite თამარ, როცა მოიცლი ... Dec 15 2007, 10:54 AM
tamara რა თქმა უნდა გავაგ... Dec 15 2007, 01:08 PM
tamara საინტერესო იქნებო... Dec 15 2007, 02:29 PM
marine საქართველოში სარწ... Dec 18 2007, 01:38 PM
tamara ვერძი, ირემი და ხარ... Dec 19 2007, 04:12 PM
marine
ხარი და ირემი კი ვი... Dec 19 2007, 04:19 PM
tamara კი ვაპირებ,
ნელ ნელ... Dec 19 2007, 04:42 PM
marine
კი ვაპირებ,
ნელ ნელ... Dec 19 2007, 04:43 PM
tamara ხარი და ირემი უძვე... Dec 19 2007, 11:55 PM
tamara საქართველო უძველე... Dec 29 2007, 02:24 AM
laziale მაგარი თემააა :) საი... Feb 7 2008, 04:26 PM
tamuna m
მაგარი თემააა :) სა... Feb 21 2008, 09:29 PM
თემო მინდა თემა გავხსნა... Feb 7 2008, 04:46 PM
marine
მინდა თემა გავხსნ... Feb 7 2008, 05:05 PM
marine tamara
საქართველოში ვა... Feb 19 2008, 05:49 PM
tamuna m თამარ, აქ რაგაცეებ... Feb 21 2008, 02:42 PM
marine
ძველ ქართულ ასტრა... Feb 21 2008, 05:53 PM
tamara tamuna m
მადლობა
ძვირფა... Feb 21 2008, 05:42 PM
tamuna m თამარ, საიდანაც გა... Feb 21 2008, 07:01 PM
tamuna m მეგრული მითების პე... Feb 21 2008, 08:45 PM
tamara ბარბალე – ქართულ მ... Feb 21 2008, 08:59 PM
tamuna m ქართველებს გაღმერ... Feb 27 2008, 01:43 PM
marine
ქართველები მცენა... Feb 27 2008, 02:37 PM
ალექსანდრე თქვენ დარწმუნებულ... Feb 27 2008, 02:03 PM
tamuna m რა გითხრა მარინე?
მ... Feb 27 2008, 04:53 PM
marine
რა გითხრა მარინე?
მ... Feb 27 2008, 05:01 PM
tamuna m ქრისტიანობი წინამ... Feb 27 2008, 07:40 PM
tamuna m ვაგრძელებ მითრას კ... Feb 28 2008, 01:20 PM
marine
მიტრას კულტის ჩვე... Feb 28 2008, 02:45 PM
tamuna m ვაგრძელებ...
ჩვენი ... Feb 29 2008, 11:27 PM
tamuna m ფშავ-ხევსურეთში წმ... Mar 1 2008, 02:26 PM
tamuna m მითი, ლეგენდა, გადმ... Mar 4 2008, 05:27 PM
tamuna m რატომ არის საქრთვე... Mar 4 2008, 05:44 PM
marine
რატომ არის საქრთვ... Mar 5 2008, 10:39 AM
tamara ალი – ქართულ მითოლ... Mar 4 2008, 07:39 PM
tamuna m დალი და მონადირე ა... Mar 4 2008, 08:42 PM
tamuna m როგორ გაჩნდა ქვეყა... Mar 4 2008, 09:01 PM
tamuna m დალი და მონადირე მ... Mar 5 2008, 12:04 PM
tamuna m დევი
-ბოხეენი ყოფი... Mar 5 2008, 02:23 PM
tamuna m ნადირთა პატრონი და... Mar 8 2008, 12:51 PM
tamuna m მონადირე ნაკუწა
... Mar 8 2008, 01:09 PM
tamuna m კ ო პ ა ლ ა
ძველ დროშ... Mar 9 2008, 11:51 PM
tamuna m ბაზალეთში ყოფილა ე... Mar 11 2008, 12:01 PM
tamuna m ...............
დევსა და ეშმ... Mar 11 2008, 12:51 PM
marine
მაღალია ფაშარაოს ... Mar 12 2008, 11:59 AM
tamuna m წყლის კულტი
(გიგი ხ... Mar 12 2008, 07:59 PM
tamuna m კამეჩი
ძველად კამ... Mar 12 2008, 08:43 PM
tamuna m ვინ იყვნენ "პაპებ... Mar 13 2008, 12:26 PM
tamuna m გაგრძელება...
წირვა... Mar 15 2008, 01:13 PM
ketino ასეთ საინტერესო ლე... Mar 15 2008, 04:51 PM
tamuna m ქეთინო, მე მაქვს წი... Mar 15 2008, 05:04 PM
tamuna m ვინ იყვნენ "პაპებ... Mar 15 2008, 05:40 PM
tamuna m გვირგვინის კურთხე... Mar 15 2008, 06:16 PM
tamuna m ყვავსაყდარა
ენისე... Mar 16 2008, 08:12 PM
tamuna m რატომ არ ჩანს ქალი... Mar 16 2008, 08:25 PM
tamara tamuna m
ძალიან საინტერ... Mar 16 2008, 08:32 PM
tamuna m ძალიან კარგი!
მეც ... Mar 16 2008, 10:03 PM
tamuna m რატომ არ ეკარება ფ... Mar 17 2008, 11:24 AM
tamuna m რატომ წივის ძერა
ღ... Mar 17 2008, 11:36 AM
tamuna m ხარება და ხარხარებ... Mar 18 2008, 04:50 PM
marine tamuna m
ღმერთმა გაგახა... Mar 18 2008, 05:04 PM
tamuna m ელია ხარაზი
წმინდ... Mar 18 2008, 05:08 PM
tamuna m ბუმბერაზი ოღუზები
... Mar 18 2008, 05:19 PM
tamuna m რატომ ჰქვია კახი ი... Mar 18 2008, 05:55 PM
tamuna m ქალქვა
შაბაშყეინი... Mar 19 2008, 01:13 PM
tamuna m მედავითნე და ყვავი... Mar 19 2008, 07:00 PM
tamuna m გურჯისტანის ხატი
ე... Mar 20 2008, 01:01 PM
tamuna m ძარწემის წმინდა გი... Mar 20 2008, 01:16 PM
tamuna m ანდაზები:
ა,ბ,გ,დ
აგ... Mar 25 2008, 06:46 PM
tamuna m ე, ვ, ზ, თ, ი, კ, მ
ერთი ... Mar 27 2008, 03:06 PM
marine
ე, ვ, ზ, თ, ი, კ, მ
თუ ლხ... Mar 27 2008, 03:13 PM
tamuna m ო, ჟ, რ, ს, უ, ქ
ობლის მ... Mar 27 2008, 04:43 PM
tamuna m ღ, ყ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ
ღ... Mar 27 2008, 05:32 PM
tamuna m რაჭველთა რწმენა (ს... Mar 31 2008, 06:06 PM
tamuna m ასეთივე ხასიათისა ... Mar 31 2008, 08:18 PM
tamuna m რაჭველების საკულტ... Apr 1 2008, 04:18 PM
tamuna m იმერელთა რწმენა (ჯ... Apr 1 2008, 05:18 PM
tamuna m აი, ასეთი ახალი წელ... Apr 3 2008, 12:10 PM
tamuna m [b]სვანების რწმენა (... Apr 8 2008, 04:52 PM
falestra სვანეთიდან:
ლამარ... Apr 9 2008, 01:08 PM
tamuna m falestra
შენ გაიხარე!
ს... Apr 9 2008, 10:15 PM
falestra tamuna m
აბა ისე რა სვან... Apr 10 2008, 12:31 AM
ართი ვარდი falestra
თუ არ ვცდები ლა... Apr 10 2008, 12:33 AM
falestra ართი ვარდი
წარმართ... Apr 10 2008, 12:40 AM
tamara წარმართული ბარბალ... Apr 10 2008, 07:46 PM
tamuna m ვაგრძელებ სვანეთი... Apr 14 2008, 03:18 PM
tamuna m კოხი (სეტყვა) სვანე... Apr 14 2008, 06:40 PM
tamuna m უფლიშის დღესასწაუ... Apr 21 2008, 08:10 PM
tamuna m მგონი, ეს ახლა აქტუ... Apr 22 2008, 07:54 PM
falestra tamuna m
მინდოდა მეთხოვ... Apr 23 2008, 11:51 PM
tamuna m falestra
სვანებზე დასაწ... Apr 24 2008, 08:57 PM
falestra tamuna m
მესმის...
ძალიან... Apr 24 2008, 10:26 PM
tamuna m წესები მიცვალებულ... Apr 29 2008, 08:43 PM
tamuna m სვანების ზოგიერთი ... May 9 2008, 05:11 PM
tamuna m დიდი ხუთსაბათს დილ... May 14 2008, 12:18 PM
tamuna m შელოცვები
ტვინის ... Jun 2 2008, 08:21 PM
OPERATOR http://church.ge/index.php?showtopic=4463 Jun 2 2008, 09:48 PM
tamuna m თოვლის ლოცვა (მოხე... Jun 3 2008, 01:03 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th December 2025 - 02:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი