წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamara |
Mar 4 2008, 08:24 PM
პოსტი
#62
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
გახუა მეგრელაური
გახუა იყო ჭორმეშიონი, გვარად გოგოჭური. მისი ნასახლარი ჭორმეშავის უბანში, რომელსაც ფიცრული ჰქვია, დღემდე არის შემორჩენილი. იგი გუდანის ჯვარის მკადრე იყო, მაგრამ უფრო ხახმატის ჯვართან ყოფილა დაახლოებული, სადაც კი წავიდოდა ჯვარი, გახუას თან წაიყოლებდა ხოლმე. გახუას ჯვარი ხელზე მოუდიოდა; როცა იგრძნობდა ჯვარის მოახლოებას, სამკადრეოს გადაიფარებდა ხელზე, რათა ჯვარი ზედ დაბრძანებულიყო. გახუას პირს გვერდზე გაწევდა, რომ თავისი სუნთქვით ღვთისშვილი არ შეეწუხებინა და ასე ისმენდა მის ნებას. გახუა ხანდახან დაიკარგებოდა. ერთ- ორ თვეს არ გამოჩნდებოდა, საფარველდადებული დაჰყავდა თურმე ხახმატის ჯვარს. სხვა ღვთისშვილებს არ მოსწონდათ რომ ხახმატის ჯვარი ასე იახლოებდა გახუას, ხორციელის სუნი არ ეამებოდათ და საყვედურობდნენ თავიანთ მოძმეს ჯვარს, ხახმატის წმინდა გიორგის: რა არის, ეს დედაკაცის ნამშობი ჩვენში გარიეო? ერთ დღეს, როცა გახუა თავის ფიცრულში იყო, ხახმატის გიორგი გამოეცხადა და აცნობა, რომ ღვთისშვილები მისი წინამძღოლობით ქაჯავეთის დასალაშქრავად მიდიოდნენ და მათ შორის საყმოს წარმომადგენელი უსათუოდ უნდა ყოფილიყო, რათა თავისი თვალით ენახა ქაჯავეთის სამჭედლოს საიდუმლო. ოღონდ რაკი სხვა ღვთისშვილები ადამინის ადამიანის სუნს ვერ იტანდნენ, ხახმატის გიორგიმ უბრძანა გახუას, სამ დღეს ემარხულა. ორ დღეს იმარხულა გახუამ, მაგრამ მესამე დღეს სულმოკლეობა გამოიჩინა და პური და ყველი შეჭამა, და ისევ აუვიდა გახუას ადამიანის სუნი. რა ექნა ხახმატის გიორგის? გხუა თავად ყვებოდა ხოლმე:წამიყვანეს ღვთისშვილებმა და ველკეთილზე ეხში დამაწვინეს და სული ამომიძვრინეს, გვამი კი იქვე მიწაში ჩამარხესო. ასე გაიყოლიეს ღვთისშვილებმა გახუას სული, აიარეს ველკეთილი, გადავიდნენ დათვისჯვრის უღელტეხილი და უჩინრად გასწიეს ქაჯავეთსიკენ ქაჯავეთის დალაშქვრის შემდეგ უკანა გზაზე მივიდნენ იმ ეხთან, სადაც გახუას გვამი იყო ჩაფლული. მისი სული ისევ სხეულში უნდა ჩაებრუნებინათ, მაგრამ გვამს თურმე მატლი ეხვეოდა და ისე ყარდა, რომ გახუას შეზიზღებია თავის იგვამი, აღარ მოუნდომებია ამყრალებულ გვამში შესვლა და გაქცევა დაუპირებია, სად გარბიხარ, მეპურყველე გახუაო, უთქვამთ ღვთისშვილებს, ჩაძვერი შენს გვამშიო - და "ძალით ცამაძვრინეს პირიდანო და ავდექი ხორციელი კაციო". გახუას, - ამბობდნენ, - თაგვის ამონაჭამი აჩნდა მხარზეო. თავად ყვებოდა თურმე:ქვიშაში ტაგვს ჩემ მხარზე ხორცი ამოეამ და, რომ გავცოცხლდი, თაგვისაგან ამოჭმული მტკიოდაო. მერე წამალი მასწავლეს ღვთისშვილებმა და, როცა შინ დავბრუნდი, ნასწავლები წამალი მოვისვი და მომირჩაო. ტავდაპირველად გახუა არაფერს ამბობდა თვთისშვილებთან თავისი სიარულის შეასხებ. ღვთისშვილებისგან არ ჰქონია ლაპარაკის ნება. ბოლოს. ხამში რომ შესულა, ნებაც მისცემია და საუბარიც დაუწყია თავის თავგადასავალზე და ღვთისშვილთა საიდუმლო ამბებზე. ამ დროს აღარც ხელზე მოუდიოდა ჯვარი. გახუას ცოლის მოყვანის უფლება არჰქონია ჯვარისჰან, მაგრამ მაინც უთხოვია ცოლი. ბავშვს რომელიც შეეძინა, თან ოქროს ჯაჭვი ფაყვა დედის მუცლიდან:იზრდებოდა ბავშვი , იზრდებოდა ჯაჭვიც, მაგრამ ბოლოს ჯაჭვი აღარ გაიზარდა და მოახრჩო ბავშვი. ამბობდნენ, ჯვარის ნებას რომ არ გაემორჩილა, ამიტომ უძეოდ გადაეგო გახუაო. ზ. კიკნაზე მითოლოგიური ლექსიკონი, გვ25 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 02:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი