წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Mar 4 2008, 08:42 PM
პოსტი
#42
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
დალი და მონადირე ალმასგილი
ბეჩოელი მონადირე ყოფილა ალმასგილ. მაგრად ნადირობდა თურმე. ეკითხებოდა მისი რძალი ხშIრად: -რა ამბავია ალმასგილ, შენსავით რომ ვერავინ ნადირობსო? -შენსთავს მოუარე, არაფერი გეკითხება. ეგ ჩემი საქმე არისო,-ეტყობა ხოლმე ალმასგილი. მაინც ყთვალთვალებდა რძალი. მოსვენებას არ აძლევდა. ამხანაგს ჩესჩივლა ალმასგილმა: -შინ მოსვენება არ მაქვს, სანადიროდ წასვლის წინ რძალი თავს დამტრიალებს სულო. ამხანაგმა უთხრა: -თუ ასეა, გარეთ გამოდი, მინდორში, იქ დაიძინე და უთენია გამოაგივლი, წავიდეთ სანადიროთო. დაუჯერა ალმასგილმა. დაწვა მინდორში და სასთუმლად გუდა დაიდო. გამოვია შუაღამეს რძალი, ეძენა ვაჟი, ეძება და მონახა მინდორში. მიეპარა, გუდას დაუწყო სინჯვა. უცხო, ლამაზი თავსაფარი ჰქონდა გუდაში. ამოიღო რძალმა, გაშალა, მთელ მინდორს გადაეფარა. რძალს შეეშინდა, კეცავს ამ თავსაფარს, კეცავს, ვერ დაკეცა და გუდაში ვერ ჩაატია ნახევარიც. გაიპარა სახლში. გამოეღვიძა ვაჯს, ნახა ეს თავსაფარი, ეწყინა და იმ დღეს სანადიროდ აღარ წავიდა. მეორე დღეს ვაჟმა ადგილი ინაცვლა და ისევ გარეთ დაიძინა. მოვიდა რძალია. დაიწყო გუდაში ხელის ფათური. ამოალაგა გუდიდან ვაზნები. აწყობს რძალი ვაზნებს უკან-ნახევარიც არ ჩაეტია. ცუდ გუნებაზე დადგა დილით ალმასგილი: -სიცოცხლე აღარ მიწერია დიდი ხნისაო,-ამხანაგს უთხრა. მაინც წავიდნენ მთაში. ერთი ერთ მხარეზე ავიდა, მერე-მეორეზე. დათქვეს: რომ ავიდეთ, რომელიც აუსწრებს, იმან მოძებნოს დაგვიანებულიო. აუსწრო ამხანაგმა. არსად სჩანს ალმასგილი: ჩაჰტვა ღელეს მეორე მხარეს, ბახა, ზვავი ჩამოწოლილიყო, ზვავის გვერდით ალმასგილის ქუდი ეგდო. მოძებნა და ამოიყვანა მკვდარი. წამოიღო სახლში და მეორე დღეს ისევ ტყეში გაბრუნდა სანადიროდ. დაანთო ცეცხლი ღამე. მწვადი შეწვა. უცბად ვიღაცამ ჩამოსძახა მთიდან. ეს ყოფილა ნადირთ პატრონი დალი. თურმე თავის დას ეძახოდა: ის ვაჟი გუშინ რად დაღუპე, ზვავი რატომ ჩამოუშალეო? -ჩემს ნაჩუქარ ვაზნებს და თავსაფარს კარგად ვერ მოურა, თავის რზალს ჩაუგდო ხელშიო. -ახლა რა ეშველება იმ ბიჭს, არ ვიტიროთო? -მონადირეა მანდ, მისი ამხანაგი, ის გვიშველისო. გამოეცხადა დალი მონადირეს და სთხოვა, მოგვიხერხე, რომ შევიდეთ და ჩემი სატრფო დავიტიროთო. მოვიდა ტრილის დღე. მკვდარი მონადირის ამხანაგმა დაამზადა სასმელი და სატირალი მოაწყო. გაშალა ეზოში და ყველა მოტირალი სუფრასთან მიიპატიჟა. მხოლოდ მკვდრის დედა დაიმალა ოთახში. თავისი მკვდარი ვაჟი ვერ დატოვა. შევიდნენ მკვდართან დალები, გახადეს ტანთ, ახალი აბრეშუმის ტანისამოსი ჩააცვეს. ამ დროს ვერ მოითმინა თურმე დედამ და ამოიხვნეშა. დაფრთხნენ დალები და გაუჩინარდნენ. ამბობენ დალი მონადირეს შეიყვარებსო და იღბალს მისცემსო, მაგრამ თუ მონადირე ამის შემდეგ სხვა ქალს გაეკარა ან დალის სიყვარულის ამბავი გაანდო, დალი შურს იძიებს და ვაჟს სიცოცხლეს მოუსწრაფებსო. მოკლავს. მერე კი მოვა საფლავზე და აკივლდება, იტირებს და მკვდარ მონადირეს საფლავიდანაც კი ამოიღებსო. ამიტომ სვანეთში სამი ღამის განმავლობაში დარაჯობენ მონადირის საფლავს-დალმა არ დაიტიროსო. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი