ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
Genesis |
Feb 26 2008, 05:45 PM
პოსტი
#141
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ მეხუთე მსოფილო საეკლესიო კრებას როცა ვკიტხულობდი იქ წავაწყდი ასეთ მუხლს...
ვინც თქვას ან გაიფიქროს რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე ან ყოვლისსემძლე არ არის, გადაეცეს ანათემას... ყოვლისმცოდნეობა არის ამ შემთხვევაში უკვე არსებული ფაქტი... ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?! -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
Mar 4 2008, 10:03 PM
პოსტი
#142
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აშკარა უთანხმოება ქრისტიანულ სწავლებებთან არის აქ ( არააშკარაზე არ დავწერ, ზედმეტი იქნება) და სასურველი იქნება თუ ჩავუღრმავდებით კიდევ ერთხელ
ანუ ქრისტიანულად არასწორია: 1) ციტატა ეს სცენარი ბუნებაში არსებობს... ანუ სცენარი ლოგიკურად ვითარდება და თავისი გზა გააჩნია... როდესაც ვსაუბრობთ "საღვთო განგებულებაზე" მაშინ ასეა, იხ. ზემოთ დამასკელი, მაგრამ ის რაც ადამიანზეა დამოკიდებული, ადამიანის მიერ კეთდება, არა იმიტომ, რომ ასე უნდა იყოს, რადგან ასეა "ლოგიკურად" , არამედ იმიტომ, რომ ადამიანმა ასე აირჩია, ანუ ადამიანს წინაწარ განსაზღვრული არჩევანი არ აქვს, არამდ თავისუფალი... რათქმაუნდა ღმერთმა, რომელიც მაღლაა დროზე და არის ყოვლისმცოდნე, იცის რას აირჩევს ადამიანი, მაგრამ ეს ცოდნა არ განსაზღვრავს, ამ ადამიანის არჩევანს... 2) ციტატა დროისა და ჟამების ცოდნა...) ეს არასწორი დაკავშირებაა, აქაა საუბარი სწორედ მეორე მოსვლის დროზე და ჟამებზე, და არა ვინმეს ბედზე ან "სცენარზე" რას ასე მიუღებელი ტერმინია... 3) ასევე მიუღებელია, ადამიანის ნების სრული მოქცევა გარემო და გენეტიკურ გავლენების ზემოქმედების ქვეშ... თუ მის თავისუფლებას რაიმე ზღუდავს, მაშინ იგი პასუხისმგებელი არაა! სწორედ არჩევანის გამო დაეცა სატანა და ადამიანიც... მოუმზადებლობ-ის მოიზეზება ისევ ღმერთის მიმართ ბრალდება იქნება... ციტატა "გენეტიკა თუ გარემო პირობები "თუ რა ცნებაა,და საერთოდ რა არის ეს და მათი მონაწილეობა ადამიანის ნებაში თან 100% ამის გარკვევაზე ვსაუბრობ აგერ სოლომონასაც იგივე კითხვა გაჩენია სწორია ეგ კაცი, ღმერთის ყოვლისმცოდნეობას არავინ უარყოფს, ცოტა ადამიანის ნებელობა შემოგელახა ხელში... პ.ს. ეს თოფიქი უფრო ღვთისმეტყველება ხომ არაა, ვიდრე "სამართალი"? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 02:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი