![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
როცა ეკლესიაში მოვედი, ჩემს ადამიანურ ნაკლოვანებაში ეს გამოუთქმელი სურვილი ცოცხლობდა და დღემდე ცოცხლობს...
ხატება ღვთაებრივი ადამიანისა, რომელმაც თავი გაწირა... მახსოვს მასზე რომ მიამბეს, ძალიან გამიკვირდა, შემდეგ მომინდა შევხებოდი, მასთან ერთად მესაუბრა, ყოფილიყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ყოფილიყო ჩემი ტკივილისა და სიხარულის თანაზიარი... ის ხომ გმირი იყო? რა ქვია ამ სურვილს, სწრაფვა? ალბათ სახელს ვერასდროს დავარქმევ... უბრალოდ ჩემში წინააღმდეგობები ცოცხლობს, მე მასთან მინდა და თან არც მინდა ![]() გამათავისუფლე უფალო! გული კი: ოღონდ ჯერ არა!!! როგორ გავაკეთებ ამას თუ ის არ მოვა? მე ვიცი, რომ ის უნდა მოვიდეს, მაგრამ მე ვერ ვითხოვ ამას, რადგან სურვილი, ნება და ყველაფერი მისია, მე მის გარეშე არაფერი შემიძლია! ჩემი ნების აღძვრამდე! მე ისიც კი არ შემიძლია თავისუფლება ვითხოვო გულით რადგან ჩემს გულს არ შეუძლია ამის თხოვნა, მე მინდა მოვიდეს, მაგრამ ის არ ჩანს, სად არის? მაგრამ ის ხომ აქ არის ღმერთო ჩემო, ის ხომ აქ არის! ![]() ![]() მე ხშირად ვსაუბრობ აბსტრაქტულ ქრისტეზე, რომელმაც ამდენი და ამდენი ადამიანი გადაარჩინა, ამდენი და ამდენი სისხლი გაიღო, ამხელა ცხოვრება მოგვცა, მაგრამ ის არ არის ჩემს განცდებში.. ის ისევ ეკლესიის ფრესკებსა და ხატებზეა.. ის არ არის ჩემში, რადგან მე არ მიყვარს ის ![]() სად არის ის? როდის მოვა? მოვა კი? ვუნდივარ კი? რა ხდება როდესაც ღმერთი უბრალოდ არ არის? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
მნათე
ციტატა მე ძალაგამოცლილი ვარ... ჩემი გული გაქვავდა, თუმცა ბაგეებს ვერ დავადუმებ... ისინი თავისით ლოცულობენ... ხუმრობასა და ღადაობაში გამყავს დრო, ფშვინვიერი განათლება ამპარტავნებასაც მმატებს და.. და მე მრცხვენია ჯვრის ტარების... ეს რეალობაა, ძალიან მარტივი რეალობა და არ სჭირდება თავის დამდაბლება, სარკე გვამდაბლებს! მე ხშირად ვყოფილვარ ფსევდო დამდაბლებულ მდგომარეობაში, როდესაც ტავი მომიხრია რიტუალიზმის ნიშნად, მაგრამ არა.. ეს რაღაც სხვანაირია... იმედის ნაპერწკალი ბჟუტავს, მხოლოდ და მხოლოდ ბჟუტავს... არ ვიცი მე ველოდები... ვიცდი... მე მინდა ავმოძრავდე, მინდა მოხმარება.. ნაბიჯს ვეღარ ვდგავ... და ამ დროს ლოცვაც კი არ შემიძლია... გული არ გაიტეხო ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი