"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 5 2008, 02:58 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
იბერიის ეკლესიას, რომელმაც ხელშეუხებლად დაიცვა ქრისტიანული სარწმუნოება, ღმერთი იფარავს...
ქართველების ძირითად დამსახურებებსა და დამახასიათებელ ნიშნებს შორის კირილე ჩამოთვლის შვიდს, იგივენაირად, როგორც ისინი წარმოჩნდებიან ფილადელფიის ეკლესიისადმი ეპისტოლეში. ასე რომ, ჩვენი ბერის მიხედვით ეპისტოლეში ვხედავთ: „1. რომ ეს სამეფო არის მცირე თავისი სიმძლავრისა და ტერიტორიის მიხედვით; 2. რომ ის აღიარებს აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებელ სარწმუნოებას; 3. რომ მისი მეზობლები ცდილობენ, აიძულონ უარყოს თავისი რწმენა; 4. რომ იგი ცხოვრობს ზედმიწევნით სწორად ქრისტიანული ზნეობრივი კანონების მიხედვით; 5. რომ იგი თავისუფალია მუსულმანების ყოველგვარი ბატონობისა და გავლენისაგან; 6. რომ მან არ განიცადა არავითარი ვნება მეზობელი ხალხებისაგან, რომლებიც ყველა საშუალებით ცდილობენ, მატერიალურად და სულიერად დააზიანონ იგი; 7. რომ იბერიის ეკლესიას, რომელმაც ხელშეუხებლად დაიცვა თავისი ქრისტიანული სარწმუნოება და ზედმიწევნით სწორად იცხოვრა სახარებისეული ზნეობრივი სათნოებების მიხედვით, ღმერთი იფარავს და განაშორებს მისგან ყველა მტერს.“ თითქოს ქრისტე ამბობს: „ვიცი, რომ შენი ძალი მცირეა; ვიცი, რომ დაიმარხე ჩემი სიტყვა; ვიცი, რომ არ უარყავი ჩემი სახელი; ამიტომ მოგეცა კარი განღებული, რომელსაც ვერავინ დახშავს“. კირილეს მიხედვით, იბერიის სახელმწიფოს ისტორიული დანიშნულების სიმბოლოა კარი განღებული; ხოლო დავითის კლიტე აღნიშნას მის ესქატოლიგიურ როლს. ამ ადგილას ჩვენი ეკზეგეტი პარალელს ავლებს გამოცხ. 3,8-სა და ისაია 22, 20-25-ს ღრმად მესიანურ ტექსტს შორის. ამ უკანასკნელზე იყო დაფუძნებული მთელი ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ესქატოლოგიური ლიტერატურა ღვთის რჩეული გლახაკი მეფის შესახებ; ამ ტექსტში იაჰვე წარმოჩნდება, როგორც თავისი მსახურისათვის დიდებისა და დავითის სასახლის კლიტეს მიმნიჭებელი, მისთვის ძალაუფლების მიმცემი და დიდების ტახტზე დამადგინებელი. სხვა ადგილას კირილე წერს: „აქედან გამომდინარეობს, რომ აღმოსავლეთში მხეცის სრული დამარცხების შემდეგ იბერიიდან წამოიმართება ხელმწიფე და მეფე, რომელიც მართავს მორწმუნეებს, უფლის ჭეშმარიტი გზით ატარებს მათ და ამავე დროს ჩაშლის მტრების მზაკვრობებსა და მრავალრიცხოვან ხაფანგებს.“ მუსულმანური მხეცის სრული დამარცხება მოხდება ღვთის მიერ დანიშნულ ჟამს. როდესაც უფლის მიერ დანიშნული ჟამი მოვალს, მუსუმლანები მრავალრიცხოვანი ჯარით შეუტევენ პატარა იბერიას, მაგრამ „ღვთის ძალით დაცული“ მართლმადიდებელი ქართველები გაანადგურებენ ურწმუნოებს და „სრულ და საუკუნო დავიწყებას მისცემენ მათ ტირანიას მთელ აღმოსავლეთში.“ ამგვარადვე განადგურდებიან ანტიქრისტეს ყველა სხვა ძალები და ასე დაარსდება წმიდათა ათასწლოვანი მეფობა, მსოფლიო მართლმადიდებელი და მესიანური იმპერია, რადგან ყველა სხვა მმართველობა და ძალაუფლება გაქრება. შემდეგ მართლმადიდებელი სარწმუნოების მისაღებად მოვლენ „მთელი ებრაელები, მუსულმანთა დიდი რიცხვი, პაპისტები, ზოგიერთი ათეისტები და ვოლტერის მომდევარი.“ ისინი, ვინც მოისურვებენ თავისი უღმერთობისა ან მცდარი სარწმუნოებისადმი ერთგულებას, მოგობრობისა და მოკავშირეობის სათხოვნელად მიმართავენ ახალ მართლმადიდებელ ხელმწიფეს და დაემორჩილებიან მას, როგორც ვასალები და სახელმწიფოს მართლმადიდებელი მოქალაქეების მსახურები. ქართველი ხელმწიფის მისია, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის შურისმაძიებელისა ანტიქრისტეს ერებისა და მათი მმართველების წინააღმდეგ, წარმოჩნდება აპოკალიფსის ყველა ხილვებში, სადაც ჩვენ ვხედავთ ანგელოზსს, რომელმაც „დასთხია (ლანკნაი) მდინარესა ზედა დიდსა ევფრატსა (გამოცხ. 16,12), „და მიჰყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თვისი ქუეყანად და მომკო ქუეყანაჲ“ (გამოცხ. 14,16), „მოკრიბა ვენახი ქუეყანისაი და შთადვა საწნახელსა მას გულის-წყრომისა ღმრთისა“ (გამოცხ. 14,19), რომელსაც „აქუნდა კლიტე უფსკრულისაი და ჯაჭვი დიდი ხელსა მისსა. და შეიპყრა ვეშაპი იგი - გუელი დასაბამისაი, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰხშა კარი და დაჰბედა მის ზედა, რაითა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი“ (გამოცხ. 20, 1-3), რომლის მიერაც „შეპყრობილ იქმნა მხეცი იგი და მის თანა ცრუწინაისწარმეტყუელი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მხეცისაი და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი იგი იწუების წუნწუბითა (გამოცხ. 19,20). ყველა ხილვა, რომელიც აპოკალიფსი ეხება მორწმუნეების საბოლოო გამარჯვებასა და ქრისტეს მეუფების დადგინებას, ჩვენი ავტორის მიერ გაგებულია, როგორც წმინდათა ათასწლოვანთა მეფობის მომასწავლებელი. ამგვარად, ივარაუდება აპოკალიფსის წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილის კავშირი ქართველების ესქატოლოგიურ როლთან. ამ ახალ გარემოებაში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის დადგენით, მორწმუნე მეფე, „რომელსაც გვირგვინს დაადგამს იბერიის ეპისკოპოსი და რომელიც ღვთის წინასწარგანზარხვით უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იყო მოწოდებული მეფობისთვის“ „რომელიც არის მორწმუნე მეფეების უძველესი ოჯახის შთამომავალი“, გახდება „უფრო დიდებული მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ და „მადლით სიტყვა ღვთისა“; იბერიის ეპისკოპოსს ექნება წოდება და ნამდვილად იქნება „დამოუკიდებელი ეპისკოპოსი მეფედ კურთხევისა და მღვდელმთავრად ხელდასხმის უფლებებით“; „და ამ ორი მეუფის მმართველობის ქვეშ მყოფი“ მორწმუნე ხალხი „იქნება და მას ეწოდება წმიდა ერი, სამეუფო სამღვდელოება და რჩეულთა ერი“ და „თქვენს დედაქალაქს ეწოდება ახალი იერუსალიმი.“ ეპისკოპოსი იზრუნებს სულიერ დამწყსაზე და მეფე კი ღვთის ერის სამოქალაქო მმმართველობაზე. წმიდათა ათასწლოვანი მეფობისას იბატონებს სახარებისეული სამართლიანობა, მორწმუნეთა მმართველობა განხორციელდება სიბრძნითა და ღვთის სიმართლის მიხედვით. ეპისკოპოსი გარშემორტყმული იქნება წმიდა სინოდით, მეფე კი ბრძენთა, ერისკაცთა და სასულიერო პირთა საბჭოთი. ამგვარად, უსამართლობა, ამბოხება და საიმპერატორო დინასტიის შეცვლა იქ არ მოხდება. ქართული უნივერსიტეტი №20, ოქტომბერი, 2000 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი