IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია
marine
პოსტი Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/

"ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა."
/ღირსი სერაფიმ საროველი/

"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა."
/ღირსი მაქსიმე ბერძენი/

"ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად."
/ღირსი თეოდორე სტუდიელი/

"მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია."

"დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება."

ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Mar 5 2008, 02:58 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,126
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იბერიის ეკლესიას, რომელმაც ხელშეუხებლად დაიცვა ქრისტიანული სარწმუნოება, ღმერთი იფარავს...


ქართველების ძირითად დამსახურებებსა და დამახასიათებელ ნიშნებს შორის კირილე ჩამოთვლის შვიდს, იგივენაირად, როგორც ისინი წარმოჩნდებიან ფილადელფიის ეკლესიისადმი ეპისტოლეში.

ასე რომ, ჩვენი ბერის მიხედვით ეპისტოლეში ვხედავთ:

„1. რომ ეს სამეფო არის მცირე თავისი სიმძლავრისა და ტერიტორიის მიხედვით;

2. რომ ის აღიარებს აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებელ სარწმუნოებას;

3. რომ მისი მეზობლები ცდილობენ, აიძულონ უარყოს თავისი რწმენა;

4. რომ იგი ცხოვრობს ზედმიწევნით სწორად ქრისტიანული ზნეობრივი კანონების მიხედვით;

5. რომ იგი თავისუფალია მუსულმანების ყოველგვარი ბატონობისა და გავლენისაგან;

6. რომ მან არ განიცადა არავითარი ვნება მეზობელი ხალხებისაგან, რომლებიც ყველა საშუალებით ცდილობენ, მატერიალურად და სულიერად დააზიანონ იგი;

7. რომ იბერიის ეკლესიას, რომელმაც ხელშეუხებლად დაიცვა თავისი ქრისტიანული სარწმუნოება და ზედმიწევნით სწორად იცხოვრა სახარებისეული ზნეობრივი სათნოებების მიხედვით, ღმერთი იფარავს და განაშორებს მისგან ყველა მტერს.“

თითქოს ქრისტე ამბობს: „ვიცი, რომ შენი ძალი მცირეა; ვიცი, რომ დაიმარხე ჩემი სიტყვა; ვიცი, რომ არ უარყავი ჩემი სახელი; ამიტომ მოგეცა კარი განღებული, რომელსაც ვერავინ დახშავს“.

კირილეს მიხედვით, იბერიის სახელმწიფოს ისტორიული დანიშნულების სიმბოლოა კარი განღებული; ხოლო დავითის კლიტე აღნიშნას მის ესქატოლიგიურ როლს. ამ ადგილას ჩვენი ეკზეგეტი პარალელს ავლებს გამოცხ. 3,8-სა და ისაია 22, 20-25-ს ღრმად მესიანურ ტექსტს შორის. ამ უკანასკნელზე იყო დაფუძნებული მთელი ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ესქატოლოგიური ლიტერატურა ღვთის რჩეული გლახაკი მეფის შესახებ; ამ ტექსტში იაჰვე წარმოჩნდება, როგორც თავისი მსახურისათვის დიდებისა და დავითის სასახლის კლიტეს მიმნიჭებელი, მისთვის ძალაუფლების მიმცემი და დიდების ტახტზე დამადგინებელი. სხვა ადგილას კირილე წერს: „აქედან გამომდინარეობს, რომ აღმოსავლეთში მხეცის სრული დამარცხების შემდეგ იბერიიდან წამოიმართება ხელმწიფე და მეფე, რომელიც მართავს მორწმუნეებს, უფლის ჭეშმარიტი გზით ატარებს მათ და ამავე დროს ჩაშლის მტრების მზაკვრობებსა და მრავალრიცხოვან ხაფანგებს.“

მუსულმანური მხეცის სრული დამარცხება მოხდება ღვთის მიერ დანიშნულ ჟამს. როდესაც უფლის მიერ დანიშნული ჟამი მოვალს, მუსუმლანები მრავალრიცხოვანი ჯარით შეუტევენ პატარა იბერიას, მაგრამ „ღვთის ძალით დაცული“ მართლმადიდებელი ქართველები გაანადგურებენ ურწმუნოებს და „სრულ და საუკუნო დავიწყებას მისცემენ მათ ტირანიას მთელ აღმოსავლეთში.“

ამგვარადვე განადგურდებიან ანტიქრისტეს ყველა სხვა ძალები და ასე დაარსდება წმიდათა ათასწლოვანი მეფობა, მსოფლიო მართლმადიდებელი და მესიანური იმპერია, რადგან ყველა სხვა მმართველობა და ძალაუფლება გაქრება. შემდეგ მართლმადიდებელი სარწმუნოების მისაღებად მოვლენ „მთელი ებრაელები, მუსულმანთა დიდი რიცხვი, პაპისტები, ზოგიერთი ათეისტები და ვოლტერის მომდევარი.“

ისინი, ვინც მოისურვებენ თავისი უღმერთობისა ან მცდარი სარწმუნოებისადმი ერთგულებას, მოგობრობისა და მოკავშირეობის სათხოვნელად მიმართავენ ახალ მართლმადიდებელ ხელმწიფეს და დაემორჩილებიან მას, როგორც ვასალები და სახელმწიფოს მართლმადიდებელი მოქალაქეების მსახურები.

ქართველი ხელმწიფის მისია, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის შურისმაძიებელისა ანტიქრისტეს ერებისა და მათი მმართველების წინააღმდეგ, წარმოჩნდება აპოკალიფსის ყველა ხილვებში, სადაც ჩვენ ვხედავთ ანგელოზსს, რომელმაც „დასთხია (ლანკნაი) მდინარესა ზედა დიდსა ევფრატსა (გამოცხ. 16,12), „და მიჰყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თვისი ქუეყანად და მომკო ქუეყანაჲ“ (გამოცხ. 14,16), „მოკრიბა ვენახი ქუეყანისაი და შთადვა საწნახელსა მას გულის-წყრომისა ღმრთისა“ (გამოცხ. 14,19), რომელსაც „აქუნდა კლიტე უფსკრულისაი და ჯაჭვი დიდი ხელსა მისსა. და შეიპყრა ვეშაპი იგი - გუელი დასაბამისაი, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰხშა კარი და დაჰბედა მის ზედა, რაითა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი“ (გამოცხ. 20, 1-3), რომლის მიერაც „შეპყრობილ იქმნა მხეცი იგი და მის თანა ცრუწინაისწარმეტყუელი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მხეცისაი და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი იგი იწუების წუნწუბითა (გამოცხ. 19,20).

ყველა ხილვა, რომელიც აპოკალიფსი ეხება მორწმუნეების საბოლოო გამარჯვებასა და ქრისტეს მეუფების დადგინებას, ჩვენი ავტორის მიერ გაგებულია, როგორც წმინდათა ათასწლოვანთა მეფობის მომასწავლებელი. ამგვარად, ივარაუდება აპოკალიფსის წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილის კავშირი ქართველების ესქატოლოგიურ როლთან.

ამ ახალ გარემოებაში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის დადგენით, მორწმუნე მეფე, „რომელსაც გვირგვინს დაადგამს იბერიის ეპისკოპოსი და რომელიც ღვთის წინასწარგანზარხვით უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იყო მოწოდებული მეფობისთვის“ „რომელიც არის მორწმუნე მეფეების უძველესი ოჯახის შთამომავალი“, გახდება „უფრო დიდებული მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ და „მადლით სიტყვა ღვთისა“; იბერიის ეპისკოპოსს ექნება წოდება და ნამდვილად იქნება „დამოუკიდებელი ეპისკოპოსი მეფედ კურთხევისა და მღვდელმთავრად ხელდასხმის უფლებებით“; „და ამ ორი მეუფის მმართველობის ქვეშ მყოფი“ მორწმუნე ხალხი „იქნება და მას ეწოდება წმიდა ერი, სამეუფო სამღვდელოება და რჩეულთა ერი“ და „თქვენს დედაქალაქს ეწოდება ახალი იერუსალიმი.“

ეპისკოპოსი იზრუნებს სულიერ დამწყსაზე და მეფე კი ღვთის ერის სამოქალაქო მმმართველობაზე. წმიდათა ათასწლოვანი მეფობისას იბატონებს სახარებისეული სამართლიანობა, მორწმუნეთა მმართველობა განხორციელდება სიბრძნითა და ღვთის სიმართლის მიხედვით. ეპისკოპოსი გარშემორტყმული იქნება წმიდა სინოდით, მეფე კი ბრძენთა, ერისკაცთა და სასულიერო პირთა საბჭოთი. ამგვარად, უსამართლობა, ამბოხება და საიმპერატორო დინასტიის შეცვლა იქ არ მოხდება.


ქართული უნივერსიტეტი
№20, ოქტომბერი, 2000


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა"   Jan 23 2008, 01:07 AM
marine   "ჩვენი ერი დღეს შ...   Jan 23 2008, 02:20 PM
marine   "სამეფო პირთა მეშ...   Jan 23 2008, 05:27 PM
marine   მეფე ეწოდება კაცს...   Jan 24 2008, 02:18 PM
marine   „... აქვე ვფიქრობ, უა...   Jan 25 2008, 12:23 PM
marine   ამჟამინდელი მონარ...   Jan 25 2008, 12:34 PM
marine   გვირგვინი - მონარქ...   Jan 29 2008, 03:35 PM
marine   მირონ-ცხება არ გაი...   Jan 30 2008, 02:56 PM
კანონისტი   marine გაიმეორება როდ...   Jan 30 2008, 03:36 PM
marine   marine როდესაც მონათლ...   Jan 30 2008, 04:09 PM
Lenus   ................   Jan 30 2008, 04:02 PM
კანონისტი   Lenus :კი: ეგ არამხოლო...   Jan 30 2008, 04:24 PM
Lenus   ................   Jan 30 2008, 04:27 PM
marine   კანონისტი მადლობა...   Jan 30 2008, 04:31 PM
კანონისტი   Lenus ჩემ გულშიცაა მე...   Jan 30 2008, 04:36 PM
კანუდოსელი   Lenus კანონისტი არაა ...   Jan 31 2008, 06:20 PM
კანონისტი   კანუდოსელი ვიცი, მ...   Jan 31 2008, 06:44 PM
Amuza   მე მაინც ვერ წარმო...   Jan 31 2008, 09:46 PM
Lenus   ................   Jan 31 2008, 09:55 PM
Amuza   Amuza ქართველი ბაგრა...   Jan 31 2008, 11:19 PM
Lenus   ................   Feb 1 2008, 09:14 AM
Amuza   შენ სწორად აღნიშავ...   Feb 1 2008, 06:01 PM
marine   დეკანოზი არჩილ მინ...   Feb 1 2008, 04:20 PM
კანუდოსელი   ჩემი პატივისცემი...   Feb 1 2008, 06:19 PM
Lenus   ................   Feb 1 2008, 06:25 PM
Amuza   ეს გვარი რატომ გამ...   Feb 1 2008, 10:31 PM
Lenus   ................   Feb 1 2008, 11:27 PM
კანონისტი   Amuza ამზა აფხაზურად ...   Feb 2 2008, 01:36 AM
Amuza   [b]Amuza ამზა აფხაზურად...   Feb 3 2008, 03:52 PM
მართა   marine მარი გარდაიცვა...   Feb 2 2008, 03:10 AM
KAIROS   ეგ წითელ ხაზად უნ...   Feb 2 2008, 06:08 AM
Lenus   ................   Feb 2 2008, 10:30 AM
KAIROS   შეიძლება მე და შენ ...   Feb 2 2008, 09:57 PM
კანუდოსელი   KAIROS Lenus შეიძლება აჯო...   Feb 2 2008, 10:06 PM
KAIROS   კანუს, მე მასე გან...   Feb 3 2008, 05:36 AM
Lenus   ................   Feb 3 2008, 08:41 AM
Amuza   თეოკრატიული მართვ...   Feb 3 2008, 04:07 PM
Lenus   ................   Feb 3 2008, 04:43 PM
Amuza   ბაგრატიონებით სა...   Feb 3 2008, 07:33 PM
marine   "წმ. მართალი იოან...   Feb 4 2008, 05:38 PM
KAIROS   ყველაზე მაღალი თე...   Feb 5 2008, 09:37 AM
marine   ვიმეორებ მეც ვემხ...   Feb 5 2008, 12:41 PM
marine   "მეფისა და ხალხის...   Feb 5 2008, 02:33 PM
marine   "საქართველოს მეფ...   Feb 5 2008, 03:19 PM
Amuza   რა თქმა უნდა ასეთი ...   Feb 8 2008, 02:27 AM
marine   რა თქმა უნდა ასეთი ...   Feb 8 2008, 01:48 PM
Amuza   გიორგი, მე წავიკით...   Feb 8 2008, 04:35 PM
marine   მეფე იყო ერთადერთი...   Feb 11 2008, 01:02 PM
marine   პატრიარქის სიტყვა:...   Feb 13 2008, 01:09 PM
KAIROS   ცოტა არ იყოს ეს ორი ...   Feb 13 2008, 01:57 PM
marine   ცოტა არ იყოს ეს ორი...   Feb 13 2008, 02:12 PM
marine   რა საერო კანონებს ...   Feb 13 2008, 02:23 PM
KAIROS   კარგი ახლა მარინე :...   Feb 13 2008, 02:27 PM
marine   კარგი ახლა მარინე :...   Feb 13 2008, 02:32 PM
KAIROS   მგონი კი :) ისტორია...   Feb 13 2008, 02:38 PM
marine   მაგრამ მამა ტარიე...   Feb 13 2008, 02:41 PM
კანონისტი   marine მეუფე ანანიასა...   Feb 13 2008, 02:42 PM
marine   marine მეუფე ანანიასა...   Feb 13 2008, 02:47 PM
კანუდოსელი   მეც დიდ პატივს ვცე...   Feb 18 2008, 06:37 PM
marine   თუმცა უამრავი ლაფ...   Feb 19 2008, 12:55 PM
კანონისტი   marine გასაგებია, მარი :...   Feb 13 2008, 03:33 PM
marine   marine გასაგებია, მარი ...   Feb 13 2008, 03:38 PM
მნათე   ძველ აღთქმაში, უფა...   Feb 13 2008, 03:45 PM
marine   ძველ აღთქმაში, უფა...   Feb 13 2008, 05:01 PM
კანონისტი   ძველი აღთქმა, I მეფე...   Feb 13 2008, 05:06 PM
marine   [b][size=2]ძველი აღთქმა, I ...   Feb 13 2008, 05:17 PM
marine   "ძველმა აღთქმამ ს...   Feb 18 2008, 04:01 PM
კანონისტი   marine ერთი ჩვენ გვიჭი...   Feb 18 2008, 05:32 PM
კანონისტი   marine მაგარია :მპუა: გ...   Feb 19 2008, 12:58 PM
marine   marine გაიხარე :kanonisti: შე...   Feb 19 2008, 12:59 PM
tamuna m   მართლმადიდებლური ...   Feb 21 2008, 03:18 PM
marine   იბერიის ეკლესიას, ...   Mar 5 2008, 02:58 PM
კანონისტი   "ხშირად საუბრობე...   Mar 10 2008, 03:23 PM
marine   * * * ხოლო მოიკლა აზონ...   Mar 11 2008, 11:33 AM
marine   მირონცხებულ მეფეთ...   Mar 13 2008, 03:54 PM
marine   ქართველთა სიხარულ...   Mar 18 2008, 01:45 PM
marine   ქრისტიანი მეფის კუ...   Mar 24 2008, 11:37 AM
sable   [color=#990000]ქრისტიანი მე...   Apr 1 2008, 04:24 PM
q-e-T-i   მონარქიული მმართვ...   Dec 7 2008, 05:27 PM
KAIROS   არ გადამრიო :D მართ...   Dec 9 2008, 03:07 AM
Belief   უბრალოდ მონარქია ა...   Feb 18 2009, 08:22 PM
ივერიელი   მეფე კარგია მაგრამ...   Dec 23 2009, 03:16 AM
sable   მეფე კარგია მაგრა...   Dec 23 2009, 03:20 AM
Ligia   მეფე კარგია მაგრა...   Dec 23 2009, 04:35 AM
sable   მეფე კარგია მაგრა...   Jan 5 2010, 02:04 AM
ივერიელი   იყოს თეოკრატია, მა...   Dec 23 2009, 04:15 AM
sable   ივერიელი ვატიკანი...   Dec 23 2009, 04:24 AM
ივერიელი   sable Ligia პრინციპში მარ...   Dec 23 2009, 12:58 PM
sable   sable Ligia პრინციპში მა...   Jan 5 2010, 01:48 AM
ივერიელი   კი მაგრამ გრუზინს...   Jan 11 2010, 02:55 AM
sable   კი მაგრამ გრუზინს...   Jan 11 2010, 05:09 AM
ივერიელი   sable როდესაც ლაპარაკ...   Jan 11 2010, 06:00 PM
sable   sable როდესაც ლაპარა...   Jan 11 2010, 09:52 PM
ივერიელი   ეგ არა მგონია გამო...   Jan 12 2010, 02:44 AM
sable   ივერიელი მდაბიო ქ...   Jan 13 2010, 01:45 AM
ივერიელი   sable კი გიორგი IV ვგული...   Jan 13 2010, 03:54 AM
sable   ივერიელი კი ოღონდ ...   Jan 13 2010, 08:25 PM
ივერიელი   sable ისე რა კარგია მო...   Jan 14 2010, 02:33 AM
neo   ჰო, ინტუიციურად მგ...   Jan 14 2010, 06:28 PM
8 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 01:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი