IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნაქარგობა
ალექსანდრე
პოსტი Jan 3 2007, 04:04 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ეს ხევსურული ნაქარგობაა, დეიდაჩემის შემოქმედებიდან biggrin.gif
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamuna m
პოსტი Mar 5 2008, 07:55 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



შეიძლება, ამით ვინმე დაინტერესდეს (თუ არა, წაშალეთ). ქართულ ნაქარგობაზეა

ქრისტიანული ხელოვნება მრავალფეროვანია. ხელოვნება, საერთოდ, დამოუკიდებლად, მხოლოდ ესთეთიკურ-მხატრული ან დეკორატიული ფუნქციით არ განიხილებოდა, არამედ ქრისტიანული მსოფლწესრიგის განუყოფელი ნაწილი იყო. ხელოვნების სხვადასხვა დარგი ცალ-ცალკე ერთმანეთისაგან მოწყვეტილად არ გაიაზრებოდა და არც არსებობდა, არამედ შეადგენდა ერთიან, დიდ სულიერ მთლიანობას, რომელიც ქრისტიანულ ტაძარში იყო განხორციელებული. ტაძრის ხუროთმოძღვრება, მის ფასადებზე განლაგებული ფიგურული რელიეფი, მის ინტერიერის შემამკობელი ფრესკები თუ მოზაიკა, საკურთხევლის წინ აღმართული კანკები წმინდა ხატებით, მინიატურებით შემკული წმინდა წიგნები, მოჭედილი საღვთისმსახურო წმინდა ჭურჭელი და „სამწერობლები“, მოქარგული „დაფარნები“, „გარდამოხსნები“, „კრეტსაბმელი“ სამღვდელმთავრო შესამოსელი, ბაირაღები, გალობა, ლოცვა-ყოველივე ეს მთლიანობაში აქვე მიწაზე განასახიერებდა ზეციურ სამყაროსა და მის ძალებს.

ქართველმა ხალხმა კულტურის ყოველ დარგში საუკუნეების მანძილზე მძლავრი შემოქმედებითით უნარი გამოამჟღავნა. ხუროთმოძღვრების, ოქრომჭედლობისა და ხელოვნების სხვა დარგების გვერდით საპატიო ადგილს იჭერს ნაქარგობაც.

საქართველო უძველესი დროიდან საფეიქრო წარმოებით იყო განთქმული, ამას უცხოელი მოგზაურების ის წერილობითი წყაროებიც ადასტურებს, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია (ჰეროდოტე, სტრაბონი, მარკო პოლო, ზერქა, ყაზვინი და სხვა.) რუსი მწერალი ოლღა ფორში წერდა:„(ქართველმა ქალებმა ნემსი აიყვანეს სახელმოხვეჭილი მხატვრის ფუნჯისა და მოქანდაკის საჭრეთლის დონეზე“. საფეიქრო საქმის მაღალმა დონემ განაპირობა მაღალხარისხოვანი შალის, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილების წარმოება, ამან კი ხელი შეუწყო ქართული ხელსაქმის განვითარებას.

ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შეიმუშავა ხელსაქმის შესანიშნავი ტრადიციები. მასში ჩააქსოვა მთელი თავისი ფანტაზია, გემოვნება და კულტურა, შეიქმნა მეტად თავისებური ეროვნული ხელსაქმე. მხატვრული ნაქარგობა და ქსოვა. განსაკუთრებულ აღორძინებას განიცდის მხატვრული ნაქარგობა ქრისტიანულ ეპოქაში, როდესაც სასულიერო პირთა სამოსის ნაქარგობით შემკობას ახალ ეტაპზე აჰყავს ხელსაქმე. ქართველი ქალის მიერ ნაქარგს აღტაცებაში მოჰყავდა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ისტორიკოსებიsad.gifიოსებ თბილელი, მარკო პოლო, ტოლჩანოვი და სხვა).

ზოგადად, ქართული ხელსაქმე, და განსაკუთრებით, ნაქარგობა, გამოირჩევა თავისი ფერთა ჰარმონიული შეხამებით, დახვეწილი გემოვნებით, მდიდარი ფანტაზიით და ტექნიკური ხერხების მრავალფეროვნებით. ამის დამადასტურებელია ნაქარგობის ის ნიმუშები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. ამ ნივთთა უმდიდრესი კოლექციაა დაცული შ. ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ნაქარგობის და ქსოვილების განყოფილების ფონდში. ნაქარგობის ეს ნიმუშები ძირითადად წარმოადგენს XII-XI საუკუნის „საბუხარები“ კაცხის მონასტრიდან-სასულიერო პირის სამოსის ამ ორ დეტალზე ოქროსა და ვერცხლის თმით ამოქარგულია „საიდუმლო სერობის“ ორი კომპოზიცია. ეს არის „პურითა და ღვინით ზიარება“.

ძველ საქართველოში ხელსაქმის ძირითად კერებს წარმოადგენდა ეკლესია-მონასტრები და დიდგვაროვანთა ოჯახებში შექმნილი სპეციალური სკოლები. ეკლესია მონასტრებიდან ამ მხრივ გამოირჩეოდა სვეტიცხოველი, სამთავრო, დავით-გარეჯი, ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, კაცხის მონასტერი, თბილისის სიონი და ა.შ. ამ ეკლესია მონასტრებში ქარგვის ცენტრების არსებობას ადასტურებს ნაქარგ ნივთებზე შესრულებული საქტიტორო წარწერები.

საქართველოში ქარგვა ძალზე პოპულარული იყო თითქმის ყველა ოჯახში იყო მქარგველი., ხესაქმე რომ დედოფლებს დიდად ხელეწიფებოდათ, ამაზე მინიშნება არის იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაშიც“, წმინდა მეფე თამარი, მისი ისტორიკოსის ცნობით, მოწყალებას მხოლოდ საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაქარდიდან გასცემდა. „ხელით საქმარი მისი განყიდის და ეგოდენ ფასი გლახაკთა ახელსაქმარის და მისცეს არა სამეფოდ შემოსავალთაგან“.

სამეფო ოჯახის წევრებიც დიდი მონდომებითა და სიყვარულით ხელსაქმობდნენ და თავიანთ ნაღვაწს ეკლესია-მონასტრებს სწირავდნენ. მომქარგველთაგან ცნობილია დედოფალი მარიამი-როსტომ მეფის მეუღლე, დედოფალი ანა ხანუმი-თეიმურაზ II-ის მეუღლე. ბატონიშვილი თუთა-ვახტანგ I დედა, ბატონიშვილი გულქანი-ოტია დადიანის მეუღლე, მონოზონი ანა-დავით-გარეჯის მონასტრიდან.

წმინდა მამები ქარგვას წმინდა საქმედ თვლიან მონასტრებში მქარგველები და ხატმწერები სამუშაოს შესრულებისათვის ისევე ემზადებოდნენ, როგორც მღვდლები ლიტურგიის აღსავლენად. სამუშაოს იწყებდნენ მხოლოდ დილის საათებში-საზრდოს მიღებამდე. სამუშაოს დაწყების წინ აღევლინებოდა ლოცვა იმ წმინდანის მიმართ, რომელიც უნდა მოექარგათ. ქარგვისას იკითხებოდა ფსალმუნები. ნაქარგობა იქმნებოდა სულიერ ატმოსფეროში. დღესაც აუცილებელია ქარგვის დაწყების წინ მქარგველი მუშაობისათვის მარხვითა და ლოცვით მოემზადოს. იგი ეკლესიურად უნდა ცხოვრობდეს.

სამწუხაროდ, ხელსაქმის ეს უძველესი და უმდიდრესი ტრადიციების მქონე სახეობა. ქარგვა გარკვეული დროით მიივიწყეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილიო II სურვილით და დახმარებით ქარგვის კერები ისევ აღდგა, 1983 წლიდან ჯერ საქართველოს საპატრიარქოში და მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, შემდეგ წლებში კი მღვდელმთავრების დახმარებით სხვა ეპარქიებშიც. დღეისათვის საეკლესიო ნაქარგობების სახელოსნოები ფუნქციონირებს თითქმის ყველა დედათა მონასტერში, თბილისის სიონის სამრევლო სკოლაში. თბილისის სასულიერო აკადემიის სახელოსნო საეკლესიო ნაქარგობების კვლევის ცენტრის ფუნქციას ასრულებს ეპარქიებში მოღვაწე, საეკლესიო ხელოვნებით დაინტერესებულ როგორც სასულიერო, ისე საერო პირთათვის.

ნაქარგობა ორ მთავარ ჯგუფად იყოფა:საეკლესიო და საერო დანიშნულების. საეკლესიო ნაქარგობას მიეკუთვნება:ღვთისმსახურთა სამოსი (ომოფორი, საკოსი, ოლარი, საბუხარები, ენქერი, სარტყელი, მიტრა, სტიქარი, ფილონი). და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები (დაფარნები, გარდამოხსნები, კრეტსაბმელი, ტრაპეზის გადასაფარებელი და სხვა.), ხოლო საერო დანიშნულების ნივთებს მიეკუთვნება:კაბები, სარტყლები, შეიდიშები, გულისპირი, კაცისა და ქალის თავსაბურავი-ფაფანაკი, ყაბალახი, მანდილი, ბალიშები, ხევსურული ტალავარი და სხვა. საეკლესიო დანიშნულების ნივთების:„დაფარნების“, „გარდამოხსნების“, „კრეტსაბმელის“ და სასულიერო პირთა შესამოსელის შეწირვა თავისი „ცოდვილი სულის საოხრად“ ან „ორსავ ცხოვრებასა წარმართებისათვის“ ან “ ძეთა და ასულთა აღსაზრდელად“ მეფე-დედოფლებსაც და ფეოდალებსაც ჰქონდათ ჩვეულებად.

„გარდამოხსნა“-ჯვარცმული იესო ქრისტეს სხეულის სიმბოლოა. იგი სახეა იმ ტილოსი, რომლითაც იოსებ არიმათიელმა ჯვრიდან ჩამოხსნილი იესო ქრისტეს წმინდა სხეული საფლავში დადების წინ „წარგრაგნა“. („ვითარცა ჩვეულება არს ურიათა დაფლვისაო“), „გარდამოხსნა“ გამოიყენება წითელი პარასკევის ღვთისმსახურების დროს, როდესაც სამღვდელოება და მორწმუნენი იესო ქრისტეს წმინდა სხეულს დასტირიან.

„დაფარნა“ წარმოადგენს საეკლესიო დანიშნულების ნივთს, რომელიც გამოიყენება ბარძიმ-ფეხშუმის საფარებლად. სულხან-საბას მიხედვით „დაფარნა“ სიწმინდის საფარებელია. იგი სამი სახისაა. ერთი განკუთვნილია ფეშხუმისათვის, მეორე-ბარძიმისათვის, მესამე-ბარძიმ-ფეშხუმის საერთო საფარებელს წარმოადგენს.

წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე თავის ქადაგებებში ხშირად ეხებოდა ქრისტიანი ქალის დანიშნულებას: იგი შეგვახსენებდა, რომ „ყოველსა კეთილგონიერსა ქალსა სარკედ ჰქონდეს ცხოვრება და თვისება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და მით განიხილავდეს სახესაც თვისისა ცხოვრებისასა“. დედამიწაზე ცხოვრებისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საქმიანობა იყო წმინდა წერილის კითხვა და ხელსაქმე.

ქალი არის შემწე და მეგობარი კაცისა, მოზიარე ყოველი მისი საქმისა, მწუხარებისა და სიხარულისა. ქალმა უნდა გაუადვილოს და შეუმსუბუქოს ცხოვრება კაცს. ქალი მართავს ოჯახს, ზრდის შვილებს, შეეწევა ოჯახის რჩენას. პირველ საუკუნეებში მრავლად იყვნენ ასეთი ქალები. მრავალთა კეთილგონიერთა ქალთა მოაქციეს და აცხოვნეს მეუღლე, ძე და ნათესავები თავისი პატიოსანი ყოფაქცევით. ბოლოს ასე გვლოცავს წმინდა ეპისკოპოსი:„შეეწიე, ყოვლადწმინდაო ქალწულო და დედაო, ყოველთა ქრისტიანე ქალთა, რათა შენი მობაძავნი. ამინ“!

ასე არიგებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის სულიერ შვილს ოლიმპიადას:„საქმიანობა შენი საქსოვ-სართავთა და ღვთის სიტყვის სწავლა იყოს, ხოლო გარეშე საქმის ზრუნვა ქმარს მიანდევი“. სწორედ ასეთი სულისკვეთებით აღზრდილი ქალების მიერაა შესრულებული შუა საუკუნეების საეკლესიო ნაქარგობანი, რომელთაც ყოველთვის აღტაცებაში მოჰყავდათ მნახველი და დღესაც მსოფლიო დონის ხელოვნების ნიმუშად ითვლება.

აი, რას წერს ჟურნალ „წყაროში“ ჩვენი თანამედროვე ხელოვნებათმცოდნე, ქალბატონი იზოლდა მელიქიშვილი„...დღესდღეობით ეს თითქმის დაკარგული და შეუვსწავლელი ტრადიციები აღორძინებისა და აღმავლობის გზაზე დგას. დღეს კვლავ აღდგა ეკლესია-მონასტრებში ქარგვის კერები. განსაკუთრებით მომრავლდა სასულიერო დანიშნულების ნივთების მქარგველი ოსტატები, რომლებიც უძველესი ტრადიციებით აგრძელებენ ქარგვას“.

ვფიქრობთ, რომ სტატიების ის ციკლი, რომელიც მომავალში ქართულ-მხატვრულ საეკლესიო ნაქარგობას დაეთმო, ამ საქმით დაინტერესებულს სასიკეთო სამსახურს გაუწევს.



--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ალექსანდრე   ნაქარგობა   Jan 3 2007, 04:04 AM
მაეასი   ვააა,რა მაგარიაა ჩ...   Jan 6 2007, 02:54 AM
ალექსანდრე   http://n.foto.radikal.ru/0701/b18c808c4dd3.jpg ...   Jan 8 2007, 07:18 AM
tako   ჩემი ნაქარგი http://img103....   Jan 15 2007, 08:25 PM
მაეასი   ჩემი ნაქარგი [url=http://i...   Jan 15 2007, 09:05 PM
შევრდომილი   ჩემი ნაქარგი [url=http://i...   Feb 7 2007, 01:15 AM
t.l.   ძაან მაგარია... მომე...   Jan 15 2007, 10:08 PM
Zeskvi_ucha   tako ძალიან ლამაზი ხა...   Jan 15 2007, 11:21 PM
tako   ძალიან დიდი მადლობ...   Jan 16 2007, 12:05 AM
მაეასი   ძალიან დიდი მადლო...   Jan 17 2007, 11:21 PM
tako   მეც ღვთისმშობელს ...   Jan 18 2007, 12:11 AM
mogzaura   რამხელა ნიჭი უნდა ...   Jan 16 2007, 12:59 AM
tako   რამხელა ნიჭი უნდა ...   Jan 16 2007, 01:07 AM
ქავთარაძე   მაეასი მიეცით ნიჭს...   Jan 17 2007, 11:48 PM
მაეასი   მაეასი მიეცით ნიჭ...   Jan 17 2007, 11:57 PM
ქავთარაძე   მაეასი :lol:   Jan 18 2007, 12:05 AM
tako   ესეც ჩემი ნაქარგი :)...   Jan 20 2007, 07:35 PM
ალექსანდრე   http://o.foto.radikal.ru/0701/a5e33a896ab0.jpg ht...   Jan 21 2007, 04:05 AM
iako   tako ძალიან კარგი ხელ...   Jan 21 2007, 07:12 PM
მაეასი   ეს ჩემო ბებოს ნახე...   Jan 25 2007, 06:15 PM
მარიამი   საეკლესიო თემატიკ...   Jan 25 2007, 08:21 PM
tako   მარიამ ძალიან ლამა...   Jan 25 2007, 08:23 PM
მარიამი   მარიამ ძალიან ლამ...   Jan 25 2007, 08:24 PM
იოანა   ორივე ძალიან ლამაზ...   Jan 25 2007, 08:26 PM
მხევალი ნინო   მარიამი მარიამ, რა ...   Jan 26 2007, 12:08 PM
მარიამი   იოანა მხევალი ნინო...   Jan 26 2007, 06:10 PM
ქავთარაძე   მარიამი ვააა ძაან ...   Jan 26 2007, 06:23 PM
მაეასი   მარიამ,მართალა ძალ...   Jan 26 2007, 06:36 PM
მარიამი   მარიამ,მართალა ძა...   Jan 26 2007, 06:53 PM
ქავთარაძე   მარიამი მერე მოგვი...   Jan 26 2007, 07:07 PM
ubralod ninka   ძალიან კაი ნამუშევ...   Jan 28 2007, 06:04 PM
maia   მოკლედ, სულ მინდოდ...   Feb 11 2007, 11:03 PM
მარიამი   არ ვიცოდი ამის შეს...   Feb 11 2007, 11:40 PM
maia   არ ვიცოდი ამის შეს...   Feb 14 2007, 10:57 PM
მარიამი   მართალი ხარ მარია...   Feb 14 2007, 11:47 PM
maia   თუ ცვეთაშია საქმე, ...   Feb 15 2007, 02:03 AM
მაეასი   იუ,მე არ ვიცოდი:( თა...   Feb 14 2007, 02:00 AM
maia   იუ,მე არ ვიცოდი:( თა...   Feb 14 2007, 10:42 PM
მარიამი   პატრიარქის კურთხე...   Feb 14 2007, 11:32 AM
nino*   ძალიან ლამაზია , ყო...   Feb 16 2007, 06:34 AM
tako   ძალიან ლამაზია , ყო...   Feb 16 2007, 07:21 PM
შევრდომილი   http://img254.imageshack.us/img254/1193/didostatii...   Mar 29 2007, 02:50 PM
მხევალი ნინო   შევრდომილი სიტყვ...   Mar 29 2007, 05:20 PM
შევრდომილი   მხევალი ნინო დიდი ...   Mar 30 2007, 12:44 AM
palma   http://img100.imageshack.us/img100/3041/sa400025cb...   Apr 12 2007, 12:22 PM
tinka   ყოჩაღ ბავშვებოო ლა...   Apr 12 2007, 02:52 PM
ალექსანდრე   ყოვლადწმიდა სამებ...   Apr 13 2007, 03:56 AM
ალექსანდრე   სიონის საპატრიარქ...   Apr 13 2007, 04:15 AM
ალექსანდრე   http://u.foto.radikal.ru/0704/d6/5c31ea722e89.jpg ...   Apr 13 2007, 04:32 AM
ალექსანდრე   გარდამოხსნა. შემოქ...   Apr 13 2007, 06:38 AM
salome_tur   ყოჩაღ, გაიხარეთ, ძა...   Apr 13 2007, 03:03 PM
შევრდომილი   აქ ისეთი საოცრებებ...   Apr 13 2007, 06:38 PM
ubralod ninka   http://r.foto.radikal.ru/0704/60/01cddcbb8c27.jpg ...   Apr 14 2007, 10:02 PM
ქავთარაძე   ubralod ninka მაგრებია :)   Apr 14 2007, 10:09 PM
ubralod ninka   მადლობ გაიხარე ;)   Apr 14 2007, 10:12 PM
შევრდომილი   ubralod ninka აი ყოჩაღ :)   Apr 15 2007, 03:48 PM
ubralod ninka   http://r.foto.radikal.ru/0704/59/a7bece6ab4ef.jpg ...   Apr 15 2007, 05:51 PM
natuli   ღვთისმშობლის ხატი ...   Apr 16 2007, 04:17 PM
ubralod ninka   ყოჩაღ ნათ, ძალიან კ...   Apr 16 2007, 05:29 PM
nini1   ნათი :) უღრმესი მადლ...   Apr 16 2007, 11:43 PM
natuli   nini1 მართლა?ძალიან კა...   Apr 17 2007, 05:20 PM
natuli   ubralod ninka დიდი მადლობა ...   Apr 17 2007, 09:28 PM
ალექსანდრე   მონაზვნების მიერ შ...   Apr 19 2007, 11:58 PM
ალექსანდრე   ეს ჩემი ნათესავის ...   Apr 21 2007, 05:13 AM
ubralod ninka   ძალიან კაი ნამუშევ...   Apr 23 2007, 11:47 PM
ubralod ninka   http://r.foto.radikal.ru/0705/62/39bccf119e70.jpg ...   Apr 24 2007, 06:22 PM
piligrimi   ესეც ჩემი მორიგი ნ...   May 1 2007, 02:44 AM
შევრდომილი   http://img296.imageshack.us/img296/8176/mmmhi2.jpg...   Apr 27 2007, 03:15 PM
nino-nino   ძალიან ლამაზი ნაქა...   Apr 27 2007, 08:43 PM
ალექსანდრე   ძალიან ლამაზი ნაქ...   May 1 2007, 02:05 AM
ubralod ninka   gaixare,didi madloba,gfaravdes ufali...   May 31 2007, 07:12 PM
შევრდომილი   მშვენიერი ნამუშევ...   Jun 23 2007, 03:59 PM
თამარი_ცქნაფო   ახლა ''მზეზე'' ...   Jun 24 2007, 08:29 PM
nini_1   ძალიან კარგები ხარ...   Jun 24 2007, 11:02 PM
ნათია   ძალიან კარგები ხა...   Jun 24 2007, 11:28 PM
nunu78   ,,ეძიებდე და ჰპოვებ...   Nov 26 2007, 01:36 PM
ალექსანდრე   მოკლედ 23 ივლისს, ფო...   Jun 25 2007, 04:12 AM
nini_1   ნათ შენ ხომ გაქვს ნ...   Jun 25 2007, 05:34 AM
მაგდალინა   სამებაში ასწავლია...   Jun 27 2007, 11:38 AM
მაგდალინა   ხელოვნების მუზეუმ...   Jun 27 2007, 03:55 PM
natiko   ესეც ჩემი ნაქარგი [i...   Jul 22 2007, 02:32 PM
natiko   ალექსანდრე სულ პირ...   Jul 22 2007, 02:54 PM
Tamro   : ეს ხევსურული ნაქა...   Jul 27 2007, 09:05 PM
შევრდომილი   http://img410.imageshack.us/img410/6674/magda1284q...   Dec 5 2007, 09:16 PM
ninoekimi   თქვენი ნამუშევრებ...   Dec 17 2007, 05:57 PM
ართი ვარდი   ..........   Jan 13 2008, 05:05 PM
ართი ვარდი   http://i022.radikal.ru/0801/bb/a1de4b2c7121.jpg ...   Jan 13 2008, 05:49 PM
gogu   დამეხმარეთ რა გეხვ...   Jan 25 2008, 07:29 PM
ალექსანდრე   უახლოეს მომავალში ...   Jan 27 2008, 11:17 PM
qetuna   ეს არის ჩემი ნაქარ...   Mar 3 2008, 12:40 AM
tamuna m   შეიძლება, ამით ვინ...   Mar 5 2008, 07:55 PM
ubralod ninka   მართალია არც ნაქარ...   Apr 28 2008, 11:16 PM
marine   ინტერნეტში ვნახე დ...   May 30 2008, 04:48 PM
tustusa-gogo   :) :) უი მეც ვიცი ქარგ...   Jun 1 2008, 04:16 PM
ekato   ubralod ninka რა ლამაზიააა, ...   Jun 3 2008, 02:55 PM
T_E_K_O_T_E_K_O   ძალიან მომეწონა ყვ...   Jun 10 2008, 08:56 PM
makiki   ძალიან მომეწონა ყ...   Jun 10 2008, 08:58 PM
T_E_K_O_T_E_K_O   http://img366.imageshack.us/img366/2640/teko4ek8.j...   Jun 10 2008, 09:09 PM
nino kiwo   შემოგიერთდებით და...   Jun 19 2008, 02:05 PM
nino kiwo   მიუხედავად იმისა რ...   Jun 21 2008, 01:24 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 08:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი