საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Mar 6 2008, 11:25 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჯუანშერი
ქართლის ერისმთავარი VIII ს. 50/60-იან წლებში - „ქართლის ცხოვრების“ (მატიანე ქართლისა) ცნობით. არჩილს ჰყავდა ორი ვაჟი და ოთხი ქალი. არჩილის წამების შემდეგ იოანე წავიდა ეგრისს და თან წაიყვანა დედა და ორი და. ჯუანშერი კი ორ დასთან ერთად ქართლ-კახეთში დამკვიდრდა. იოანე საბანისძის (VIII ს. ავტორი) მიხედვით ამ პერიოდში არაბებმა ქართლ-კახეთის მოსახლეობას ხარკი კიდევ უფრო დაუმძიმეს, რამაც ახალ აჯანყებებს მისცა ბიძგი. არაბები ქართველი ხალხის წინააღმდეგობას დაუნდობელი სისასტიკით პასუხობდნენ. მიუხედავად უკიდურესი გასაჭირისა არაბთა მფარველობამ გამოუსწორებელი ზიანის მიყენება საქართველოსთვის მაინც ვერ შესძლო. ფეოდალური ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზმი მტკიცე აღმოჩნდა და განსაცდელს გაუძლო. ჯუანშერის გამგებლობის დროს, 764 წ., ხაზარებმა ამიერკავკასიაზე ილაშქრეს. ააოხრეს ალბანეთი, ქართლი და მცირე ხნით თბილისიც აიღეს. „ქართლის ცხოვრების“ (ჯუანშერი) მიხედვით ხაზართა ხაკანმა ჯარი გამოგზავნა კახეთზე გასალაშქრებლად. ერთ-ერთი ციხის აღების დროს ხაზართა სარდალმა ჯუანშერი თავის დასთან, შუშანთან ერთად ტყვედ ჩაიგდო და ხაზარეთის გზას გაუყენა. ხაკანმა ჯუანშერი სამი წყლის შემდეგ ტყვეობიდან გაათავისუფლა და დიდძალი საჩუქრებით ქართლში გამოისტუმრა. სამეცნიერო ლიტერატურაში, მკვლევართა გარკვეულ ნაწილს ჯუანშერი ერისმთავრად არ მიაჩნია. დ. მუსხელიშვილის აზრით, რადგან ჯუანშერის რეზიდენცია თბილისი თბილისი არ იყო, მისი მოღვაწეობის ხანაში და მომდევნო პერიოდში იოვანე საბანისძეს მიხედვით ერისმთავრები არიან ადარნასე, ნერსე და სტეფანოზი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 05:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი