მსოფლიოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მუზეუმები |
marine |
Feb 27 2008, 12:30 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საფრანგეთი
ლუვრი მუზეუმი განთავსებულია ყოფილ სამეფო სასახლეში (აგებულია XII ს-ის მიწურულს, ფილიპ ავგუსტის მიერ),რომელიც პარიზის ცენტრში მდებარეობს. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად გაიხსნა 1793 წლის8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს. ფაქტობრივად, მუზეუმების ისტორიაში ლუვრი წარმოადგენს პირველ საზოგადოებრივ მუზეუმს, რომელმაც ფართოდ და უფასოდ გაუღო კარი დამთვალიერებელს. 1808 წელს ლუვრის კოლექციას დაემატა ვილა ალბანის კოლექცია (რომი), ბორგეზების კოლექცია, რომლებიც ნაპოლეონ ბონაპარტმა შეიძინა. ლუვრი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1821 წელს, ვენერა მილოსელისა და ნიკა სამოთრაკიელის შეძენის შემდეგ. მანამდე ლუვრში ძირითადად წარმოდგენილი იყო იტალიური რენესანსის კოლექციები. XVIII ს-ის II ნახევრიდან კი იწყება ნაციონალური ნივთების შეძენა, რაც ლუვრის ისტორიაში შემობრუნების ხანას მოასწავებდა. შემდეგში ლუვრი ნელ-ნელა გამდიდრდა ეგვიპტური და აღმოსავლური კოლექციებით, ნიდერლანდებისა და გერმანული შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშებით. ამჟამად ლუვრის შემადგენლობაში შედის სამი ძირითადი გალერეა: სიული, რიშელიე და დენონი. მათ მრავალრიცხოვან კოლექციებს შორისაა ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდა (მონა ლიზა), რემბრანდტის, ტიციანის, ბოტიჩელისა და სხვათა შედევრები. მუზეუმის ვებ-გვერდი: www.louvre.fr დ’ ორსეს მუზეუმი დ’ ორსეს მუზეუმი განთავსებულია პარიზის ცენტრში მდ. სენის მარცხენა სანაპიროზე, ლუვრთან ახლოს, რომლის კოლექციის ნაწილსაც იგი შეიცავს. თავდაპირველად მუზეუმის XIX ს-ის ფრანგული ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია განთავსებული იყო პარიზის ორლეანის ყოფილ რკინიგზის სადგურის შენობაში, რომელიც 1900 წელს აიგო მსოფლიო გამოფენისათვის (სადაც პირველად ექსპონირებული იყო ცნობილი ეიფელის კოშკი). შემდეგში თავდაპირველად სადგურის შენობა ცოტა ხნით ფუნქციონირებდა როგორც სასტუმრო, ხოლო 1986 წელს (პრეზიდენტ ჟორჟ პომპიდუს ინიციატივით) აქ გაიხსნა დ’ ორსეს მუზეუმი, რომელმაც უმალ მოიპოვა მსოფლიო აღიარება ფრანგ იმპრესიონისტთა უმდიდრესი კოლექციის აქ განთავსებით. დ'ორსეს მუზეუმის კოლექციაში შედის ფერწერული ტილოები, სკულპტურა, ფოტოები, ავეჯი. მუზეუმის კოლექცია ძირითადად მოიცავს 1848-1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშებს. მათ შორისაა იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების საუკეთესო ნამუშევრები (ედუარდ მანე, ედგარ დეგა, ოგიუსტ რენუარი და სხვ.). მუზეუმის ვებ-გვერდი: www.musee-orsay.fr ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი პომპიდუს ცენტრი აშენდა 1971-1977 წლებში, საფრანგეთის პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს ინიციატივით. ფუტურისტულ სტილში გადაწყვეტილი ულტრათანამედროვე ნაგებობა სპეციალურად აიგო მუზეუმისათვის (არქიტექტორები: იტალიელი რენცო პიანი და ინგლისელი რიჩარდ როჯერსი). პომპიდუს ცენტრი მდებარეობს პარიზში, ბობურგის მოედანთან. პომპიდუს ცენტრში განთავსებულია საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი. პომპიდუს ცენტრში დაცულია ფოვიზმის, კუბიზმის, სიურეალიზმისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნიმუშები. მათი რაოდენობა 50000-ს (ფერწერული ტილოები, სკულპტურა, ნახაზები და ფოტოები) აღწევს. მუდმივ ექსპოზიციაში გამოფენილია მხოლოდ 2000-მდე ნამუშევარი. მუზეუმის ვებ-გვერდი: www.centrepompidou.fr http://www.georgianmuseums.ge/World/France.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ქევანა |
Mar 5 2008, 06:29 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
საინტერესო ინფოა..
პრადო - ესპანეთის ნაციონალური სიამაყე... აქ, ესპანურის გარდა, დაცულია იტალიური (რენესანსის) და XVIII ს. ფრანგული ფერწერული ხელოვნების ნიმუშები... პრადოსაც საინტერესო ისტორია აქვს, მისი შენობა მეფის სასახლე იყო თუ სწორად მახსოვს... ერმიტაჟის მუზეუმის ბმული http://www.hermitagemuseum.org/html_Ru/index.html ფერწერის მხრივ კი ეს საიტი მიყვარს http://www.wga.hu/ -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
marine |
Mar 6 2008, 11:53 AM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
პრადო - ესპანეთის ნაციონალური სიამაყე... აქ, ესპანურის გარდა, დაცულია იტალიური (რენესანსის) და XVIII ს. ფრანგული ფერწერული ხელოვნების ნიმუშები... პრადოსაც საინტერესო ისტორია აქვს, მისი შენობა მეფის სასახლე იყო თუ სწორად მახსოვს... პრადო პრადოს (ესპ. ‘მინდორი”) გალერეა 1810 წელს შეიქმნა ესპანეთის სამეფო მხატვრული კოლექციების განსათავსებლად და დამთვალიერებლებისათვის გაიხსნა 1819 წელს. მუზეუმში დაცულია XIV-XIX სს.-ის ევროპული ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია: 8600-ზე მეტი ფერწერული ტილო (მათ შორისაა ველასკესის, გოიას, ბოსხის, ელ გრეკოს, რუბენსის, რაფაელის, ტიციანის, მურილიოს, ბოტიჩელის, კარავაჯოს, დიურერის, რემბრანდტის, და სხვათა ნაწარმოებები), 700-მდე სკულპტურა, 5000-მდე ნახაზები, 2000-მდე ანაბეჭდები, 1000-მდე მედლებისა და მონეტების კოლექცია. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, ერთა ლიგის გადაწყვეტილებით, მუზეუმის თანამშრომლებმა 353 ფერწერული ტილო, 168 ნახაზი და დოფენის განძი გადაიტანეს ვალენსიაში, შემდეგ - ჟირონაში, ბოლოს კი ჟენევაში. II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ხელოვნების ნიმუშები საფრანგეთის გავლით ღამის მატარებლით დააბრუნეს მუზეუმში. მუზეუმის ვებ-გვერდი: www.museoprado.mcu.es http://www.georgianmuseums.ge/World/Spain.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი