ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
KAIROS |
Jun 16 2007, 01:30 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
რაც დრო გადის უფრო გენატრება, უფრო გაკლია და უფრო გტკივა შენი პატარა, შორი და გატანჯული სამშობლო...
ერთადერთი ვინც შეძლებს ემიგრანტების ნამდვილ და სულიერ გაერთიანებას უნდა იყოს და იქნება ეკლესია, ამიტომ ვისაუბროთ ამაზე, რა ხდება ქართულ ეკლესიებში დასავლეთ ევროპის ეპარქიის ფარგლების შიგნით, საინტერესოა რამდენი ემიგრანტია ფორუმზე? მაშ ასე, დავდოთ ინფორმაციები ქართულ მრევლზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შესახებ რაც ვიცით, მისამართები, ვებ.საიტები, გაზეთები, მოკლედ რასაც იპოვით ემიგრაციაზე: ჩემს მცირე გამოცდილებიდან გეტყვით,რომ დასავლეთ ევროპის ეპარქიაში (რუსეთის სიტუაცია იცით და აქ არ დავწერ, აქ მხოლოდ დასავლეთ ევროპაზე ვისაუბრებ) ყინული დაძრულია: სკანდინავიაში- ცოტა ქართველია, მაგრამ საკმაოდ გაერთიანებულებია და მალე ალბათ სათვისტომოს დაარსებენ, ძალიან კარგი სიტუაციაა კოპენჰაგენში და სტოკჰოლმშიც, ოსლოს არ ვიცნობ.... ინგლისში- აქ საკმაოდ ბევრი ქართველია და აქვთ სამრევლოც "ლონდონის წმიდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლო " და ყავთ მოძღვარიც. ესეც ცნობილ ჟურნალ "თანამემამულეს" ვებ-გვერდია, თავისი გერბიც აქვთ და ჩემი აზრით პირველია ემიგრანტულ გამოცემებში გავრცელების მხრივ მაინც http://www.tanamemamule.eu/ გერმანია- ყველას კარგად მოეხსენება მიუნჰენის შესანიშნავი სამრევლო ( ვებ საიტსაც დავდებ მალე), ძალიან კარგი სიტუაციაა იქ და უამრავი მეგობარი მყავს იქ ბერლინში ქართველები რუსულ ტაძარში დადიან... საფრანგეთი-როგორც ვიცი ამათაც ყავთ ქართველი მოძღვარი, პარიზში თავად შევხვდი მრევლის ნაწილს, ახლა ლიონიც აქტიურობს და დიდი იმედია რომ იქაც მოხერხდება რამე. ბელგია- აქაც ყავთ ქართველი მოძღვარი ( სამწუხაროდ პირადად არ ვყოფილვარ) იტალია- ჩრდილო იტალიის ქართველობა ძირითადში მილანში იკრიბება, ცენტრალური იტალიის ქართველობა კი ან პერუჯის, ან ფლორენციის ან თავად მარადიული ქალაქის რუსულ ეკლესიებშია, რომში ხანდახან პარაკლისებიც კი ტარდება ქართველი მოძღვრის მიერ, ბარშიც არის ქართველი მოძღვარი, სადაც უამრავი ქართველი იკრიბება. ესპანეთი-ქართველი მოძღვარი ბარსელონაშია, მადრიდშიც ჩადის, იქაურ სიტუაციას კარგად არ ვიცნობ. ავსტრია- აქაც ყავთ ქართველო მოძღვარი, ვგონებ დეკანოზი ლაზარეა, მიუნჰენიდან გადასული. ჩეხეთი- აქაც არიან ქართველები და არის სათვისტომოც, თუმცა როგორც თავადაც ვნახე, ჯერ სამრევლოს დაარსება და მოძღვრის მიწვევა ადრეა, იმედია მალე ესეც მოხერხდება საბერძნეთი- ათენში არის ქართველი მოძღვარი, ქართველები აქაც რუსულ ეკლესიაში იკრიებებიან, ასევე ხდება თესალონიკშიც. ირლანდია- ეს ერთერთი ჩემთვის ყველაზე მშობლიური მრევლია, ძალიან საყვარელი ხალხი და არაჩვეულბრივი სიტუაცია, ყავთ 15 წევრიანი ქართული გუნდი, დღეს ქართული ტაძარიც ფუნციონირებს და მოძღვარიც ყავთ, ეს დუბლინში, თუმცა გავიგო რომ მოძღვარი ჩადის ქორქშიც და გოლვეიშიც. აშშ - ამ. შეერთებულ შტატები დიდია, და დღეს მხოლოდ ნიუ-იორკზე და ვაშინგტონზე ვისაუბროთ, როგორც ერთერთ ყველაზე კარგ ჩამოყალიბებულ ქართულ მრევლზე, ეს კი ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ვებ.საიტია http://www.mrevli.org/ მივხედოთ ამ საქმეს! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 7 2008, 03:59 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ნეტა ვინ გაუწყა სანამ მა-"უწყებ"-დნენ, მანამ ვიცოდი სხვათაშორის მაინტერსებს რა ხდება რუსეთში? ლას-ვეგასი მარტო კაზინოების ქალაქი არ ყოფილა მე მართლაც არ ველოდი ნახეთ ქართული მრევლი ლას-ვეგასში!!! Saint Nina the Enlightener of Georgia კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წმინდა მართმადიდებელ ეკლესიაში. ეს ეკლესია წარმოადგენს ნაწილს დასავლეთ მართლმადიდებელ ეკლესიისა, რომელიც იმყოფება მოსკოვის პატრიარქის გაერთიანებაში. ეკელესია დაარსდა 1988 წელს, ქალაქ ლას ვეგას-ში, ნევადის შტატში, აშშ, ინგლისუარად მოლაპარაკე მრევლისათვის. ეს ეკლესია ააერთიანებს სხვადასხვა წარმოშობის მართლმადიდებლებს. წმინდა მამა ერიკ ჯორჯ ტოზი, ნახევრად რუსული წარმოშობისაა. ჩვენ მრევლს ჰყავს დიდი რუსული გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს ეკლესიის ნაწილს მისი დაარსების დღიდან. ჩვენ ასევე გვყვავს ბევრი რუსი-ამერიკელი, რომლებიც წარმოადგენენ ეკლესიის მთავარ ნაწილს. მაგრამ, ჩვენ გიწვევთ ყველა მართლმადიდებელს გახდეთ ჩვენი ეკლესიის წევრი. ჩვენი მრევლი მოგეხმარებად თარგმანში. ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით ხალხს შემოურთდნენ ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებას. ხვთისმსახურეობის განრიგები: ყოველკვირეული: · შაბათს 6:00 საღამო - ღამისთევის გალობა · კვირას 9:00 დილა - სამხვრთო ლიტურგია · ოთხშაბათს 7:00 დილა - სამხვრთო ლიტურგია სადღესასწაულო: · 6:00 საღამო - გალობა დღესასწაულის წინ. · 9:00 დილა - სამხვრთო ლიტურგია დღესასწაულის დღეს. · 7:00 დილა - სამხვრთო ლიტურგია პატარა დღესასწაულის დღეს. დიდმარხვის: · ოთხშაბათს და პარასკევს 6:00 საღამო - წინაგანწმენდის ლიტურგია. · დიდმარხვის ლოცვები 6:00 საღამო. · აღდგომის პირველი შაბათის 9:00 დილა - მოსახსენიებელი ლიტურგია. · წმინდა კვირა და აღდგომა კალენდრის მიხედვით. აღსარება, ნათლობა, ჯვრისწერა და სულის ზიარება. ინფორმაციისათვის და თარიღის დასადგენათ დარეკეთ ეკლესიის ოფისში. თუ გნებავთ მიიღოთ ჩვენი ყოველთვიური იმფორმაციის ბუკლეტი ინახულეთ ჩვენი ვებ-საითი, ან დარეკოთ. თუ გნებავთ მოძღვართან საუბარი და მრევლში გაწევრიანება გთხოვთ დარეკოთ ჩვენ ოფისში: სამშაბათიდან პარასკების ჩათვლით, 8-დან 4 საათამდე. ტელეფონი: 702 898 4800. ინტერნეტი: www.vegasorthodox.com ლას ვეგასელ ქართველთა შესახებ. About Georgians in Las Vegas ქართველი მოსახლეობის რაოდენობა ქალაქ ლას ვეგას-ში დაახლოებით 20 სულია. ქართველები აქ სხვადასხვა მიზეზებით არიან ჩამოსული. რამოდენიმე პოლიტიკურად დევნილი ემიგრანტია, ზოგიც დაქორწინებულია ამერიკელ და სხვა წარმოშობის მოქალაქეზე. თითქმის ყველა ლას ვეგასელი ქართველი დასაქმებულია. ისინი მუშაობენ კაზინოებში და სხვადასხვა ტიპის ოფისებში. ნაწილი ახალგაზრდობა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს, ზოგიც კი ოჯახით არის დაკავებული. ყველა აქაური ქართველი მონდომებულია რომ ისწავლოს ინგლისური და აგრეთვე სამსახური და საცხოვრებელი ადგილი ჰქონდეთ. ლას ვეგას-ში ქართველების უმრავლესობა ახალგაზრდაა და აგრეთვე 50 წელს მიღწეული საზოგადოებაა. ქართველებისთვის ამ ქვეყანაში ცხოვრება უფრო განსხვავებული და მრავალფეროვანია. უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ რომ იცხოვრონ ნორმალურად და ჰქონდეთ ყველაფერი რაც აუცილებელია ცხოვრებაში. http://www.lasvegasorthodox.com/Georgian.html ესეც პატარა ქართული ნაწილია შორეულ სკანდინავიაში, ქართული ხატი... http://www.ortodoks.dk/kirkeaaret/index.html#Anchor-57401 -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი