სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| სოფი |
Oct 10 2007, 02:43 PM
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რატომ არა ხარ ეკლესიაში? არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი წილად მხვდა ბედნიერება ამ წიგნის ხელში ჩავარდნისა და ნამდვილად არ გამიძლებდა გული,რომ ამაზე თემა არ გამეხსნა და თქვენთვისაც არ გამეცნო.თხელი წიგნია,ამიტომ შევეცდები ხელით ავკრიფო და ნელ-ნელა სრულად მოგაწოდოთ. იქნებ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს ნაბიჯის წინ გადადგმაში,საბოლოოდ გადააწყვეტინოს ტაძარში მისვლა. დღეს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით.ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა,მაგრამ რაღაც აკავებს,რომ მივიდეს ეკლესიაში.არიან ისეთებიც,რომლებიც ამბობენ: "მართალია,აუცილებელია ეკლესიაში მისვლა,მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ.დღეს ამისთვის მზად არ ვარ." "ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად,უმეტესობა მოულოდნელად.მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც.თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ,რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი.მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში.კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა,იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს.ასე,რომ ხვალ კი არა დღესვე,ამ წუთშივე წადით მოძღვართან,რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა. ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან,რომ ვინც ეკლესიაში მოვა ყველა გადარჩება,მაგრამ წმინდა მამთა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ,როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა,ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება.ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა." იქნებ ამ წიგნის წაკითხვა დაეხმაროს ვიღაცას,მისი დანიშნულება ხომ სწორედ ადამიანების ეკლესიისკენ მობრუნებაა. ავტორი უბრალო და გასაგები ფორმით გვაცნობს უფლის მეოთხე მცნებას,გვესაუბრება ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე იმ მიზეზებზე,რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს იყვნენ ეკლესიის ერთგული შვილები."ეს წიგნი პატარა,მაგრამ ბევრის მომცველია.იგი ეძღვნება ეკლესიაში,წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე.შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები,რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განიხილავს ამ უარყოფითი მოვლენის ბუნებას.უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის,როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე,მაგრამ ღრმა განმარტებით." პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7) -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
| SE-JA |
Mar 7 2008, 04:05 PM
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 7-March 08 წევრი № 4,105 |
ეს teen.ge-ზეც დავწერე და აქაც დავწერ.... ათეისტი მე იმიტომ კი არ ვარ რომ რაღაც თეორიას მივზდევ ან რამე დოგმებზე დაყრდნობით ვლაპარაკობ არა!!! უბრალოდ მე არ მჯერა არცერთი რელიგიის და ღმერთს როგორც ასეთს ადამიანის შემქმნელად ვერ აღვიქვავ, ზოგადად სამყაროს კიდევ ხომ მაგრამ კერძო ადამიანის, პიროვნების არანაირად არა. რაც შეეხება მეცნიერულად, მეცნიერებამ ძალიან ბევრი ე.წ. რელიგიურ მოვლენას მოუნახა ლოგიკური მეცნიერული ახსნა და ამიტომაც მითები რომლებსაც მღვდელთ მსახურები სასწაულებად მიიჩნევდნენ გააცალმტვერეს. ადრე ადამინანი ყველა ბუნებრივ მოვლენას ელვას, მიწისძვრას, მზის დაბნელებას და ა.შ. ღვთის რისხვად მიიჩნევდა. შეიძლება ცოტა ცუდად ვამბობ სათქმელს მაგრამ ვცდილობ აგიხსნა კივევ მეცნიერებამ დაამტკიცა რომ დედამიწა წარმოქმნილია 5 მილიარდი წლის წინ ამაზე დედამიწის ქერქის ქვეშ მდებარე ქანები მეტყველებებ, ხოლო ადამიანი დედამიწაზე გამოჩნდა მხოლოდამხოლოდ 75მილიონი წლის წინ, მანამდე არის აღმოჩენილი ადამიანის მაგვარი არსებების ნაშთები რაც ადამიანის ევოლუციის გზით წარმოქმნას ადასტურებს!!! კიდევ კაცობრიობის ცივილიზაციასთან ერთად იცვლებოდა ძალიან ბევრი სარწმუნოება კერპთაყვანისმცემლობიდან დაწყებული და იაღოველობით დამთავრებული (მემგონი ყველაზე ახალი სექტაა). საერთო ჯამში დაახლოებით 10 000 მდე სხვადასხვა მიმდინარეობა და რელიგია წაროიქმნა იმის მტკიცება რომ მათში მხოლოდამხოლოდ ერთი იყოს "სწორი" "რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს" მემგონი ცოტა არ იყოს არაკორექტულია. მე რაც შემეხება, როცა პრობლემები მაქვს, ღმერთი კი არ მახსენდება არამედ ჩემს საკუთარ თავს ვძაბავ და ვცდილობ გამოსავალი ვიპოვო შექმნილი სიტუაციიდან. არანაირი ზებუნებრივი ძალების იმედით არ ვცხოვრობ და ვიცი რომ თუ რამე შემიძლია და თუ რამეს ვაკეთებ ეს არის ჩემი საკუთარი თავის და კიდევ რამოდენიმე ადამიანის ჩენს გარშემოს დამსახურება. აქ ითქვა რომ ტვინის დაძაბვა არ უნდათო არადა სრულიად პირიქით ხდება როცა ადამიანს ფიქრი არ უნდა და ვერ წყვეტს რაიმე პრობლემას მაშინ ღმერთს მიანდობს ხომე ანუ სინამდვილეში თავისი სიზარმაცის გამო არც კი უნდა ერთი ადგილის განძრევა. ან კიდე თუ რამე მოვლენას ვერ უპოვა ლოგიკური ახსნა მაშინ ცდილობს ტვინი არ გაანძრიოს არც კი დაფიქრდეს, რატომ? როგორ? რანაირად? არა ეგრევე გამოსავალი: ღმერთი!!!!! ადრე ფიქრობდნენ ელვა იმიტომ ხდებაო ღმერთი ბრაზობსო. . . მთაში ჯერ კიდევ სჯერთ მაგის... ბიბლიის თხრობით... თავდაპირველად დედამიწაზე არსებობენ ადამი, ევა, და მათი ორი ვაჟი. აბელი მალევე კვდება თავისი ძმის კაენის ხელით. ხოლო ადამის სიკვდილის შემდეგ ჩვენს ნორჩ პლანეტაზე რჩებიან დიდი ქალბატონი ევა და მისი ორი ვაჟიშვილი - კაინი და სეთი. აქ ჩნდება შეკითხვა, თუ როგორ გამრავლდა შემდეგ ადამიანის მოდგმა, თუ ადამი უკვე მკვდარია, ხოლო ევასა და მისი ორი ვაჟიშვილის გარდა იმ ეპოქაში დედამიწაზე მეტი არავინაა... როგორ გამრავლდენ ისინი? ხვდებით რას ნიშნავს ეს? მაშასადამე ერთ-ერთმა შვილმა გაანაყოფიერა თავისი დედა? და რა გამოდის: ჩვენ, ყველა, მთელი კაცობრიობა ამ სისაძაგლის ნაშიერნი ვართ? არანაირი ლოგიკა არ არსებობს არა? ასეც რომ ყოფილიყო, ნათესაური კავშირით დაორსულებული ნაყოფი არასრულყოფილი იბადება, ეს არ იცით ალბათ ხო? და კიდე მეტყვით რო ადამი და ევა იყვნენო??? რაც შეეხება ისტორიას მართმადიდებლობამ მართლაც უდიდესი როლი შეასრულა ჩვენს ცხოვრებაში მაგრამ მანამდეც ხომ იყო საქართველო მანამდეც ხომ ვიყავით ძლიერები . ურარტუ დაეცა ჩვენს წელთ აღრიცხნამდე 6 საუკუნეში. . . . . . . . ათასი წლის მერე გახდა საქართველო ქრისიანული, ანუ ეს 10 საუკუნე ჩვენ რამ გადაგვარჩინა?????????? არ მითხრა ეხლა იმის იმედმაო რომ ქრისტიანები გავხდებოდითო. . . მაშინ ვიყავით კერპთაყვანისმცემლები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ესეც არგუმენტი იმისა რომ საქართველო არა ქრისტიანობამ გადაარჩინა იმ ჟამად არამედ არმაზის კერპმა. მერე კიდევ დიდგორის ბრძოლა იქნა აქ ნახსენები დიდგორი კი ძაან მაგარი და საამაყოა ჩვენთვის მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ხაზსს უსვამს დავით აღმაშენებლის გენიას და მის საბრძოლო ხელოვნების უდავო უპირატესობას!!! თუმცა თუ გახსოვთ გიორგი სააკაძე? მარაბდის ბძოლის შემდეგ როცა ქართველები პარტიზანული ბრძოლებით აგრძელებდნენ ომს დაფიქსირდა ფაქტი როცა გიორგი სააკაძემ 800 კაცით 15 000 ამოხოცა!!!!!! ეს გაცილებით მეტია შეფარდებით ვიდრე დიდგორის ბრძოლა, არადა გიორგი მაგ დროისთვის მუსულმანი იყო!!!!!!!!!! საერთოდ ჩემი პირადი აზრია გთხოვთ ნუ მიიღებთ შეურაწყოფად მაგრამ რელიგია სუსტ ადამიანებს ჭირდებათ რადგან საკუთარი ილუზიებისა და ოცნებების მორევში გაატარონ ეს მძიმე ცხოვრება. ადამიანებს იმედი სჭირდებათ... ადამიანის ევოლუციით წარმოშვება დამტკიცებულია მეცნიერულად ეს არის ფაქტი! მაგრამ ამისი დაჯერებაც არ უნდა ხალხს რადგან ხომ ჯობია ვიძახოთ ჩვენ ვართ ღმერთის სახედ და ხატად ვიდრე ჩემი წინაპარი ბანანებით იკვებებოდაო, ესეც ერთერთი ადამიანური ეგოისტური ბუნების გამოხატულება. . . . . . . . ამიხსენით რატომ არიან დედამიწაზე სხვადასხვა რასის ადამიანები?? რატომ არსებობენ ზანგები და ისტორიულად რატომ მაინცდამაინც აფრიკაში??? ან რატომ აქვთ ჩინელებს, მონღოლებს, კორეელებს წვრილი თვალები??? ან რატომ აქვს ადამიანს კუდუსუნის ძვალი ეს ხომ უბრალოდ კუდის დასაწყისია და დღევანდელ ადამიანს ის არაფერში არ ჭირდება და კიდევ უამრავია ასეთი ფაქტი ყველაფერი რომ დავწერო 1 კვირა არ ეყოფა... მე იმას ვიტყვი, რომ ჩემთვის უზენაესი კანონი სახელწიფო კანონია ჩემთვის სამოთხე დემოკრატია და თავისუფლებაა, ჭეშმარიტება კიდევ ერთადერთია, დიადი და ნათელი ეს ჭეშმარიტება მეცნიერებაა!!!!!! |
sofi89 რატომ არა ხარ ეკლესიაში? Oct 10 2007, 02:43 PM
marine
პ.ს. სხვისი არ ვიცი ... Oct 10 2007, 02:59 PM
sofi89 marine
აბსოლუტურად გე... Oct 10 2007, 03:14 PM
marine
marine
აბსოლუტურად გე... Oct 10 2007, 03:39 PM
Ismail დღეს ეკლესიურ ცხოვ... Oct 10 2007, 03:44 PM
marine
დღეს ეკლესიურ ცხო... Oct 10 2007, 03:53 PM
Ismail
თუმცა, ისმაილ, სტა... Oct 10 2007, 04:16 PM
marine
მაგრამ მარტო მართ... Oct 10 2007, 04:22 PM
leluka
[b]მთავარია ჩვენ არ ... Oct 10 2007, 04:29 PM

marine
100% :thumbs:
ჩემზე ილოცეთ... Oct 10 2007, 04:33 PM

leluka
რათქმაუნდა :) ლელუკ... Oct 10 2007, 04:46 PM

marine
დიახ მარინე :rolleyes:
მ... Oct 10 2007, 04:59 PM

leluka
მე ფსალმუნების კი... Oct 10 2007, 05:02 PM


marine
:) მეც არ გამიკვირდ... Oct 10 2007, 05:03 PM


leluka
ჯობია იმ დღეს მზემ ... Oct 10 2007, 05:07 PM

tako@tako
მე ფსალმუნების კი... Oct 10 2007, 05:24 PM

leluka
ვიცი კი რა მჩირს რ... Oct 10 2007, 05:27 PM
Ismail
ეგ რათქმაუნდა.. არა... Oct 10 2007, 04:38 PM
leluka sofi89 გაიხარე ასეთი თ... Oct 10 2007, 04:04 PM
tako@tako ეჰ დრო იყო ლოცვებს... Oct 10 2007, 05:12 PM
leluka
ეჰ დრო იყო ლოცვებ... Oct 10 2007, 05:16 PM
sofi89
მართალია,ფსალმუნე... Oct 10 2007, 05:25 PM
ნიანია რა კარგი თემაა. მე ძ... Oct 10 2007, 05:28 PM
sofi89
აი მეც მასე ვარ ნია... Oct 10 2007, 05:35 PM
ana-bana sofi89
ძალიან კარგი თე... Oct 10 2007, 05:54 PM
sofi89
:( :(
უფალმა გაგაძლი... Oct 10 2007, 05:56 PM
Lego ეკლესიაში მხოლოდ შ... Oct 10 2007, 05:59 PM
sofi89 ana-bana
გაიხარე:)
აუცი... Oct 10 2007, 07:01 PM
kato_Bato leluka
მე დილის ლოცვებ... Oct 14 2007, 05:02 PM
leluka kato_Bato უხ კატუნია ჩას... Oct 14 2007, 05:20 PM
iako კატუნი გვშველის რო... Oct 15 2007, 08:53 PM
staywhite გოგონებო,
ფსალმუნ... Oct 16 2007, 01:13 AM
marine
მაგრამ, ლელუკა, მე ... Oct 16 2007, 01:49 PM
sofi89 თავი მეორე
სარგებ... Oct 16 2007, 12:54 PM
sofi89 2.საზოგადოებრივი ბ... Oct 22 2007, 01:32 PM
catherina_10 იცი როგორი აფორიაქ... Oct 22 2007, 02:09 PM
neo მე შესაძლოა შეცდომ... Oct 22 2007, 03:37 PM
sofi89 3. სულიერი კეთლიდღე... Dec 15 2007, 08:45 PM
llaasshhaa იქნებ მიპასუხოთ დი... Dec 16 2007, 12:59 AM
.nino sofi89
გაიხარე, რა საინ... Dec 16 2007, 01:26 AM
neo ეს მეც მაქვს შემჩნ... Dec 16 2007, 02:58 PM
llaasshhaa დღევანდელი სამება... Dec 16 2007, 04:30 PM
sofi89 .nino
გაიხარე ნი,დიდი ... Dec 27 2007, 10:33 PM
sofi89 llaasshhaa
^_^ :მპუა:
6. ღვ... Dec 30 2007, 10:19 PM
სოფი 7. ჩვენი დანიშნულებ... Jan 31 2008, 07:49 PM
ეკატერინე
ბიბლია წაგიკითხა... Mar 7 2008, 04:26 PM
მხევალი ნინო SE-JA
ის რაც დაწერე, პ... Mar 7 2008, 04:31 PM
სოფი SE-JA
უფალი კიდევ ბევ... Mar 16 2008, 02:15 PM
tuchlik2
მრცხვენია ამის თქ... May 17 2008, 08:44 PM
სოფი tuchlik2
ცუდია :(
ეცადე თ... May 20 2008, 05:17 PM
marine სოფი
სოფუნა, გთხოვ,... Jun 3 2008, 04:03 PM
xatia19
ღმერთმა შეგინდოს ... Jun 10 2008, 11:00 PM
crazy_priest უფალთან გზა ყველას... Jun 12 2008, 04:37 PM
სოფი crazy_priest
ძალით არავინ ... Jun 12 2008, 06:38 PM
zeppelin llaasshhaa
ხშირად ვერ დავ... Jun 12 2008, 09:40 PM
Inga-G 24 არა მაგრააამ,ეეეჰ... Jun 17 2008, 05:46 AM
makiki
ხელის შემშლელი მი... Jun 17 2008, 08:23 PM
სოფი 3. გლოვა
"დავკარგ... Jun 17 2008, 06:02 PM
სოფი 5. რადიო და ტელევიზი... Jun 29 2008, 07:34 PM
სოფი 6. ნადირობა
ბევრი ვ... Sep 17 2008, 04:24 PM
bravoshota სრულიად ვეთანხმებ... Sep 18 2008, 10:55 AM
m16
არ ვეთანხმები არა... Sep 18 2008, 11:02 AM
bravoshota არა აქ როგორაა საქ... Sep 18 2008, 02:01 PM
სოფი bravoshota
ვაი,აბა რას ამ... Sep 18 2008, 07:36 PM
m16 რეები გიწერია ვერ ... Sep 18 2008, 07:45 PM
სოფი m16
მე კიდე ის ვერ გა... Sep 18 2008, 09:26 PM
llaasshhaa llaasshhaa
:lol: :lol: :lol: ლასა რ... Jul 30 2009, 03:21 AM
მაშიკო სოფი
ნადირობაზე ეგ... Sep 17 2009, 08:19 PM
სოფი მაშიკო
მაგრამ ხომ ... Sep 17 2009, 09:01 PM
მაშიკო
მაგრამ ხომ შეუძლი... Sep 19 2009, 08:30 AM
ნონა ეკლესიაში როცა ვაგ... Sep 17 2009, 09:18 PM
ანნო კვირაში ერთი დღე მ... Sep 18 2009, 02:55 AM
Atman SE-JA
ვააახ ძლივს არ ... Sep 18 2009, 06:34 AM
neo ათეისტის ნაწერი რო... Sep 18 2009, 10:30 AM
Atman neo
ათეისტის ნაცვლა... Sep 18 2009, 10:46 AM
leluka
გაიხარე ამ სიტყვბ... Sep 19 2009, 11:39 AM
Atman leluka
ამის მეტს რას ვ... Sep 19 2009, 11:43 AM
leluka Atman
შენს გარდა ეგ სი... Sep 19 2009, 11:45 AM
ზარნაშო ეგ განწმენდილი გულ... Sep 19 2009, 11:47 AM
Atman ზარნაშო
შენ რასაც ... Sep 19 2009, 11:48 AM
ზარნაშო
ზარნაშო
შენ რასაც ... Sep 19 2009, 11:53 AM
ნონა
გონებას სხვა ჭუჭყ... Sep 19 2009, 12:03 PM
leluka ზარნაშო
კარგი რაა... Sep 19 2009, 11:54 AM
Atman ზარნაშო
სიძულვილი... Sep 19 2009, 12:00 PM
ზარნაშო
ზარნაშო
კარგი რაა, ... Sep 19 2009, 12:04 PM
Atman
ხო აბა რა, ხანდახა... Sep 19 2009, 12:07 PM
leluka Atman
მივყვები მაგრამ... Sep 19 2009, 12:10 PM
ზარნაშო
Atman
მივყვები მაგრა... Sep 19 2009, 12:16 PM
ნონა
მე ვფიქრობ და ჩემი ... Sep 19 2009, 12:41 PM
Atman leluka
შენ გული არ ხარ,... Sep 19 2009, 12:27 PM
leluka ზარნაშო
ვნანობ
იმ ... Sep 19 2009, 12:29 PM
ნონა
ვნანობ
იმ შემთხვე... Sep 19 2009, 12:49 PM
Atman leluka
სულს ვერ დაინა... Sep 19 2009, 12:34 PM
ზარნაშო
ღმერთი არა გწამთ? მ... Sep 19 2009, 12:52 PM
leluka
რაც არ უნდა იყოს, ვ... Sep 19 2009, 12:37 PM
Atman leluka
სული კი არ გიდგ... Sep 19 2009, 12:39 PM
Atman ნონა
შენც მიყევი დ... Sep 19 2009, 12:43 PM
ნონა
[b]ნონა
შენც მიყევი ... Sep 19 2009, 12:56 PM
Atman
ოხ ეს ქალური სენტ... Sep 19 2009, 12:53 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 09:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი