სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| დავით ივერიელი |
Jul 28 2006, 12:00 AM
პოსტი
#1
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
***
-------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
| eka-ekaterine |
Aug 26 2006, 09:34 PM
პოსტი
#2
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-August 06 წევრი № 111 |
![]() ![]() მე დამარქვეს წმ.ეკატერინეს სახელი წმიდა დიდმოწამე ეკატერინე (+305-313) დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. იშვიათი მეცნიერებითა და გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმიდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა. ეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულად გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა-დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოუსმინა, უთხრა, მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღამტებულია შენზე: მისი მშვენიერება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე - ყველაფერ არსებულს განგებს, სიმდიდრე - მთელს სამყაროს ეფრქვევა, მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება - პირიქით, მრავლდება; წარმომავლობა კი - ენით გამოუთქმელია“. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული. ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენილ იქნა - წმიდანის წინ საღვთო ჩვენებით წარსდგა ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს სთხოვდა, შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისათვის. მაგრამ ყრმა პირს არიდებდა ასულს და ამბობდა, არ შემიძლია მას შევხედო, რადგან წმიდა ნათლისღების წყალში განუბანველი და სულიწმიდის ბეჭედს მოკლებული ყველა ადამიანივით უშნო, მდაბიო, გლახაკი და უგუნურიაო. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა, შემდეგ კი ნათლობის წესიც აღასრულა. მაშინ წმიდა ეკატერინეს სიზმრეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმიდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი - ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა. ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმინი ჩავიდა. მოედნებზე გამოფენილმა ბრბომ აავსო ქალაქი. მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენ - დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღმსარებლებს, რომლებიც სასტიკი სატანჯველებითაც ვერ გადაედრიკათ მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან. ქრისტეს მოწამეებისადმი წმიდა სიყვარულითა და მათთვის ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღძრულმა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უპირველეს ხელისუფალს - უღმრთო იმპერატორ მაქსიმინს მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართთა ცდომა. ქალწულის სილამაზემ მეფე მოხიბლა. მან გადაწყვიტა, გადმოებირებინა ქალწული, რითაც წარმართული ცრუ-სიბრძნე განდიდდებოდა. ამისთვის იმპერატორმა იმპერიის 50 ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა აღმსარებლებს, რის შემდეგაც მათ ახოვნად იდეს თავს სიკვდილი ქრისტესთვის - იმპერატორის ბრძანებით მარტვილები ცეცხლში გამოწვეს. მაქსიმინმა სიმდიდრისა და დიდების აღთქმით სცადა მისი ცდუნება. როცა სანაცვლოდ რისხვით სავსე პასუხი მიიღო, იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმიდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა ღვთაებრივი მადლით სახეგაბრწყინებული წმიდანის სულის სიმტკიცემ. წმიდა ეკატერინემ მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც იწრმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მომდევნო დღეს მარტვილი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუ ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა. უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ 200 მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინი ისევ შეეცადა ქალწულის ცთუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის - ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527- 565; ხს. 14 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2001 წ. წმიდა ეკატერინეს ტროპარი: ტარიგი შენი, იესუ, ეკატერინე, ხმობდა ხმითა მაღლითა: შენდა მსურის სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯუარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლის ღებითა, და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენ თანა, და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი. სათნოებითა, ვითარცა მზისა შარავანდედითა, განანათლენ ურწმუნონი ბრძენნი, და ვითარცა ყოვლად ბრწყინვალემან მთოვარემან, ბნელსა შინა მავალთაგან ურწმუნოებისა ბნელი განსდევნე, და დედოფალი მორწმუნე-ჰყავ, და ზოგად ამხილე მძლავრსა, ღმრთივ-წოდებული სძალო, ნეტარო ეკატერინე, და სიხარულით შეხვედით ზეცისა სასძლოსა ყოვლად შვენიერსა სიძისა შენისა მიმართ ქრისტესა, და მის მიერ სამეფოთა გვირგვინითა გვირგვინოსან იქმენ, და ანგელოსთა თანა მდგომარე ხარ, ევედრე მას ჩუენ ყოველთა-თვის, რომელნი აღვასრულებთ ყოვლად პატიოსანსა სახსენებელსა შენსა. კონდაკი: მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ მარტვილთ მოყვარენო აწ დაადგინენით, მაქებელთა ყოვლად ბრძნისა ეკატერინესა, რამეთუ ამან სტადიონსა შინა ქრისტე ქადაგა, და გველი დასთრგუნა, რიტორთა მეცნიერებისა განმნერწყველმან. -------------------- |
david the iverian მფარველი წმინდანი Jul 28 2006, 12:00 AM
მარიამი დავითები მესმის, მ... Jul 28 2006, 12:10 AM
david the iverian მარიამი
რაღაც განს... Jul 28 2006, 12:19 AM
mnate
უკვე მეორე ფორუმი... Jul 28 2006, 12:20 AM
david the iverian მაგას ვერ გეტყვიტ ... Jul 28 2006, 12:30 AM
guja ჩემი მფარველი წმინ... Jul 28 2006, 12:53 AM
IOANA მე მქვია ანა. ჩემი მ... Jul 28 2006, 01:13 AM
ალექსანდრე ჩემი მფარველი წმიდ... Jul 28 2006, 01:33 AM
david the iverian IOANA
სამების ერთ-ერთ... Jul 28 2006, 12:08 PM
მარიამი სადღაც წავიკითხე, ... Jul 28 2006, 02:40 PM
IOANA david the iverian
მარიამი
მეც ... Jul 28 2006, 04:08 PM
gvirila_mari ჩემო მფარველი ანგე... Jul 28 2006, 04:57 PM
mnate ჩემი მფარველი ანგე... Jul 28 2006, 05:08 PM
glaxa mnate
:unsure: :unsure: :unsure: ????? Jul 28 2006, 06:35 PM
mnate glaxa
პაპი იგივე მამა :... Jul 28 2006, 06:41 PM
glaxa mnate
aaaa...ai ras niSnavs ufskero ganaTleba...
S... Jul 28 2006, 06:44 PM
mnate
გლახაიე გამანებე ... Jul 28 2006, 06:47 PM
solomony ლეონ დიდი რომის პა... Aug 1 2006, 04:13 AM
solomony მართმადიდებლობა ა... Aug 1 2006, 04:31 AM
salome ჩემი მფარველია წმ.... Aug 5 2006, 11:50 AM
mnate
მე დოგმები ჭეშმარ... Aug 8 2006, 10:27 AM
mamia ჩემი მფარველია I სა... Aug 13 2006, 10:03 PM
leqso ჩემი მფარველი წმინ... Aug 19 2006, 09:14 AM
Irine მე დამარქვეს წმინდ... Aug 19 2006, 01:44 PM
Irine
მე დამარქვეს წმინ... Aug 19 2006, 02:12 PM
mnate
ეს პირველი საუკუნ... Aug 19 2006, 01:47 PM
Irine როგორ უნდა ჩავსვა ... Aug 19 2006, 01:48 PM
mnate
ხოო, შეხვალ ამ საი... Aug 19 2006, 01:50 PM
mnate როგორც უკვე ვთქვი ... Aug 19 2006, 02:17 PM
Irine წმიდა დიდმოწამე ირ... Aug 20 2006, 04:58 PM
iako მე ორი სახელი მაქვ... Aug 21 2006, 02:27 AM
IOANA
მე ორი სახელი მაქვ... Aug 21 2006, 11:11 AM
Palefty ჩემი ალბათ წმინდა ... Aug 21 2006, 11:26 AM
IOANA მონათლული თუ ხარ კ... Aug 21 2006, 11:28 AM
Palefty მონათლული ვარ, ეგ ბ... Aug 21 2006, 11:37 AM
Irine Palefty
მაინტერესებს რ... Aug 21 2006, 02:12 PM
ალექსანდრე iako
მართალი ნონა იყო... Aug 21 2006, 02:34 PM
მარიამი
iako
მართალი ნონა იყ... Aug 21 2006, 03:33 PM
iako დიდი მადლობა ყველა... Aug 21 2006, 10:09 PM
mnate
იქნებ ათეიზმი გან... Aug 22 2006, 03:31 PM
მარიამი
იქნებ ათეიზმი გან... Aug 22 2006, 03:45 PM
mnate
არა მადლობთ :D ისე ს... Aug 22 2006, 03:55 PM
მარიამი რომელი საუკუნეა-ზე... Aug 22 2006, 04:09 PM
mnate
XXI-ეა და ეგ შენ საწი... Aug 22 2006, 04:24 PM
ალექსანდრე mnate
ეჰ, ნეტაი შენა :D Aug 22 2006, 04:29 PM
judi ჩემი მფარველი ანგე... Sep 6 2006, 03:54 PM
მარიამი
ფოტინე რატომ? ნათი... Sep 6 2006, 03:55 PM
judi მარიამი
კი, ნათია მ... Sep 6 2006, 03:57 PM
მარიამი
მარიამი
კი, ნათია მ... Sep 6 2006, 04:10 PM
judi მარიამი გაიხარე და... Sep 7 2006, 08:48 AM
მარიამი
მარიამი გაიხარე დ... Sep 7 2006, 10:51 AM
natalia ჩემი მფარველი წმინ... Sep 7 2006, 09:32 PM
OrthoGio ჩემი მფარველები არ... Sep 7 2006, 09:50 PM
salome
ჩემი მფარველები ა... Sep 7 2006, 09:52 PM
gorgasali ჩემი მფარველი წმიhtt... Sep 24 2006, 04:46 AM
shota judi
მე მყავს ერთი ნაც... Sep 24 2006, 11:40 AM
Solomonia ფოტინე ჩემი მფარვე... Sep 25 2006, 07:29 PM
ABDALA ჩემს მფარველ წმინდ... Sep 26 2006, 04:42 PM
liliana
ჩემს მფარველ წმინ... Sep 26 2006, 04:59 PM
ABDALA ჩემი მფარველი წმინ... Sep 26 2006, 08:12 PM
salome
ჩემი მფარველი წმი... Sep 26 2006, 08:12 PM
nikoloz_v ჩემი მფარველია წმი... Sep 27 2006, 12:12 AM
fea წმ. მაია, მეტეხის ხი... Oct 1 2006, 05:29 PM
guja ჩემი მფარველი წმინ... Oct 1 2006, 06:00 PM
ABDALA salome
არა ზურა მქვია! Oct 1 2006, 08:13 PM
მარიამი
წმ. მაიას ხატი უკეთ... Oct 1 2006, 09:40 PM
fea მარიამი
გმადლობ უკ... Oct 1 2006, 10:13 PM
მარიამი
მარიამი
გმადლობ უ... Oct 2 2006, 10:44 AM
ალექსანდრე
ხატების თემაში და... Oct 2 2006, 11:15 AM
Irma ირმა მქვია მე:) რატო... Oct 2 2006, 04:19 PM
ABDALA Irma
რომელი წმინდა ნი... Oct 2 2006, 05:01 PM
Irma
Irma
რომელი წმინდა ნი... Oct 4 2006, 06:52 PM
elizabeth მშვიდობა, ჩემო ძვი... Oct 2 2006, 05:11 PM
mr_morrison ერთი რაგაც მაინტერ... Oct 2 2006, 05:37 PM
liliana mr_morrison ქართული შრიფტ... Oct 2 2006, 05:38 PM
mr_morrison
mr_morrison ქართული შრიფტ... Oct 4 2006, 12:08 PM
elizabeth დიდი მადლობა ირაკლ... Oct 2 2006, 05:51 PM
ალექსანდრე mr_morrison
რათქმაუნდა ყო... Oct 2 2006, 07:59 PM
mr_morrison ნიკოლოზი - ხალხის მ... Oct 5 2006, 04:24 PM
Irma
ნიკოლოზი - ხალხის მ... Oct 6 2006, 06:39 PM
mamia ფორუმელებს გაუმარ... Oct 15 2006, 03:46 PM
fea
მარიამი :) გაიხარე ... Oct 17 2006, 09:05 PM
მარიამი
http://image.700up.com/uploads/6a01442911.jpg
[u... Oct 17 2006, 10:56 PM
guja მარიამ შენ წმ. ზებე... Oct 17 2006, 10:58 PM
მარიამი
მარიამ შენ წმ. ზებე... Oct 17 2006, 11:41 PM
fea :) მარიამი უდიდესი ... Oct 19 2006, 08:49 PM
მარიამი
:) მარიამი უდიდესი ... Oct 19 2006, 08:59 PM
ნინო ჩემი მფარველია წმი... Oct 19 2006, 09:04 PM
Medavitne მე მქვია გიორგი და ... Oct 25 2006, 12:59 AM
ალექსანდრე
შეგეწიოს მისი მად... Oct 25 2006, 01:02 AM
mogzaura მე მქვია ნანა და ჩე... Oct 27 2006, 06:50 PM
მედავითნე მე მქვია გიორგი და... Oct 28 2006, 10:38 PM
მარინე მე მქვია მარინე და ... Nov 10 2006, 08:34 PM
nincho ჩემი მფარველი წმინ... Nov 12 2006, 10:06 PM
ilarion90 ჩემი მფარველი ანგე... Nov 13 2006, 12:11 AM
sergo gamarjobat , xalxo cmida sergis xati tu gaqvt vinm... Nov 13 2006, 07:26 PM
ალექსანდრე sergo
წმიდა სერგი მარ... Nov 13 2006, 10:49 PM
zviad მე მქვია ზვიადი და ... Nov 14 2006, 02:12 AM
solomony ეხლავე ვნახავ ზვია... Nov 14 2006, 02:17 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 11:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი