სკოლების პროექტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სკოლების პროექტი |
კანონისტი |
Sep 11 2007, 05:35 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მალე სასწავლო წელი იწყება სკოლებში
ამიტომ, მგონი მიზანშეწონილია, რომ მოვამზადოთ პროექტები, რომლებიც საჯარო სკოლებში იმუშავებს 1. საღვთო სჯულის სწავლების საკითხი საღვთო სჯული საქართველოს ყველა საჯარო სკოლებში ნებაყოფილობითია, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესი სკოლები არ არიან საქმის კურსში, რომ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ამ საგნის შემოღების საკითხი. ამიტომ, მიზანშეწონილია ალბათ, რომ შევადგინოთ ინსტრუქტაჟი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ ამ საგნის შეტანა სასწავლო გეგმაში. ინსტრუქტაჟზე უკვე ვმუშაობ, მინდა თქვენი იდეები ამის განხორციელების ფორმატთან დაკავშირებით 2. მართლმადიდებლური ფილმების საკითხი სკოლებში მართლმადიდებლური ფილმების ჩვენების საკითხი შოთამ წამოაყენა. პრობლემას წარმოადგენს ძირითადად ფილმების შოვნის საკითხი. ვის შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტაში მოხმარება? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Mar 8 2008, 08:29 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ციტატა 2. მართლმადიდებლური ფილმების საკითხი როგორ ჯობია: - სკოლებში მივიტანოთ ფილმები და იქ ვუჩვენოთ პროექტორით, თუ - სკოლებიდან წამოვიყვანოთ ბავშვები და მეუფესთან შეთანხმებით სამების ახ. ცენტრში ვუჩვენოთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
შოთაძე |
Mar 8 2008, 08:43 PM
პოსტი
#3
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
როგორ ჯობია: - სკოლებში მივიტანოთ ფილმები და იქ ვუჩვენოთ პროექტორით, თუ - სკოლებიდან წამოვიყვანოთ ბავშვები და მეუფესთან შეთანხმებით სამების ახ. ცენტრში ვუჩვენოთ ჩემის აზრით და მგონი არც ვცდები ამ აზრში, აუცილებელია სკოლებში რომ მივიტანოთ რადგან, ფილმები არის ყველა კლასის ბავშვისთვის გათვალისწინებული, და პატარა კლასის ბავშვების გადადგილებისთვის შეიძლება პრობლემებიც შეიქმნას, ასევე სამინისტროც და დირექტორიც არ იქნება მოხარული და რავი აბა, კარგი იქნება თუ მეუფე სტეფანეს დავეკითხებით ციტატა [ ანუ, რას ვაკეთებთ: 1. ფილმების (რაც გვაქვს) სიის ჩამოწერა 2. წერილები რეჟისორებთან ნებართვისთვის 3. სიის კარგ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდვა და სკოლების ხელმძღვანელობისთვის მიწოდება (სამინისტრო არ არის აქ შუაში) 4. იმ სკოლებში მისვლა და შესაბამისი ფილმის მიწოდება, რომლის სურვილსაც გამოთქვამენ სამინისტრო ოფიციალურად არ ერევა დირეკტორების საქმიანობაში მაგრამ არ არის გამორიცხული დირექტორმა სამინისტროს თანხმობის გარეშე არ შეგვიშვას სკოლებში. აქ აუცილებელია სამინისტოსთან ისეთი ურთიერთობა რომ ოფიციალურად მხარდაჭერა გამოუცხადოს ამ პროეკტს, ისე ძაან ბევრ სკოლასთან შეგვექმნება პრობლემა -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 04:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი