IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საღმრთო ლიტურგია, ყველაფერი წირვის შესახებ
კანონისტი
პოსტი Oct 31 2006, 03:52 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აქ დავწეროთ ყევლაფერი წირვის შესახებ

როგორც ვიცით 3-ნაირი წირვა არსებობს
ა) იოანე ოქროპირის
ბ) ბასილი დისი
გ) პირველშეწირულის

საინტერესოა ასევე ცნობები სხვაენოვანი მართლმადიდებლური წირვების შესახებ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Nov 3 2006, 03:12 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



რამდენადაც გამოითქვა მოსაზრება დაინტერესებული პირებისათვის (მოძღვრებისათვის და მრევლისათვის) მცირე კვერექსის ტექსტი ძველბერძნულ, საეკლესიო-სლავურ და ინგლისურ ენებზე:

Η ΑΡΧΑΙΑ ΕΛΛΗΙΝΙΚΗ ΓΛΩΣΣΑ
- Έτη και έτη του Κυρίου δεηθώμεν
- Κύριε, ελεήσον
- Αντιλαβού, σώσον, ελεήσον και διαφύλαξον ημάς, ο Θεός, τη Ση χάριτι
- Κύριε, ελεήσον
- Της Παναγίας, αχράντου, υπερευλογημένης, ενδόξου, Δεσποίνης ημών Θεοτόκου και αειπαρθένου Μαρίας, μετά πάντων των Αγίων μνημονεύσαντες, εαυτούς και αλλήλους και πάσαν την ζωήν ημών, Χριστώ τω Θεώ παραθώμεθα
- Σοι, Κύριε
- Ότι σον το κράτος και σου εστίν η βασιλεία και η δύναμις και η δόξα, του Πατρός και του Υιού και του Αγίου Πνεύματος, νυν και αεί και εις τους αιώνας των αιώνων
- Αμήν

ბერძნული ტრანკრიფიცა:
- ეტი კე ეტი ენ ირინი, ტუ კირიუ დეითომენ
- კირიე, ელეისონ
- ანტილავუ, სოსონ, ელეისონ კე დიაфილაქსონ იმას, ო თეოს, ტი სი ხარიტი
- კირიე, ელეისონ
- ტის პანაღიას, არხანტუ, იპერევლოღიმენის, ენდოქსუ დესპინის იმონ თეოტოკუ კე აიპართენუ მარიას, მეტა პანტონ ტონ აღიონ მნიმონევსანტეს, ეაфტუს კე ალილუს კე პასან ტინ ზოინ იმონ, ხრისტო ტო თეო პარათომეთა
- სი, კირიე
- ოტი სონ ტო კრატოს კე სუ ესტინ ი ვასილია კე ი დინამის კე ი დოქსა, ტუ პატროს კე ტუ იიუ კე ტუ აღიუ პნევმატოს, ნინ კე აი, კე ის ტუს ეონას ტონ ეონონ
- ამინ


ВЬТХОСЛОВЯНСКIЙ ЯЗЫКЪ
- Паки и паки миромъ Господу помолимся
- Господи, помилуй
- Заступи, спаси, помилуй и сохрани насъ, Боже, Твоею благодатiю
- Господи, помилуй
- Пресвятую, Пречистую, Преблагославенную, славную Владычицу нашу Богородицу и прiснодЬву Марiю, и всЬхъ святыхъ помянувше, сами себе, другъ друга и весь животъ нашъ Христу Богу предадимъ
- Тебе, Господи
- Яко Твоя есть держава и Твое есть Царствiе, сила и слава, Отца и Сына и Святаго Духа, ныне и прiсно и вовЬки вЬковъ
- Аминь

ENGLISH LANGUAGE
- Again and again in peace let us pray to the Lord
- Lord, have mercy
- Help us, save us, have mercy upon us and protect us, o God, by Thy grace
- Lord, have mercy
- Remebering our Most holy, most pure, most blessed, great Queen Theotokos and ever-virgin Mary, ourselves, each other and all our life let us grant to the Christ the God
- To Thee, o Lord
- For Thy is the Might and Thy is the Kingdom power and glory, of the Father and the Son and the Holy Spirit, now and forever and into ages of ages
- Amen

ასამაღლებელი ყველგან არის "რამეთუ შენი არს სიმტკიცე...."



რამდენადაც გამოითქვა მოსაზრება, დაინტერესებული პირებისათვის (მოძღვრებისათვის და მრევლისათვის) მცირე კვერექსის ტექსტი ძველბერძნულ, საეკლესიო-სლავურ და ინგლისურ ენებზე:

Η ΑΡΧΑΙΑ ΕΛΛΗΙΝΙΚΗ ΓΛΩΣΣΑ
- Έτι και έτι εν ειρήνη του Κυρίου δεηθώμεν
- Κύριε, ελέησον
- Αντιλαβού, σώσον, ελέησον και διαφύλαξον ημάς, ο Θεός, τη Ση χάριτι
- Κύριε, ελέησον
- Της Παναγίας, αχράντου, υπερευλογημένης, ενδόξου, Δεσποίνης ημών Θεοτόκου και αειπαρθένου Μαρίας, μετά πάντων των Αγίων μνημονεύσαντες, εαυτούς και αλλήλους και πάσαν την ζωήν ημών, Χριστώ τω Θεώ παραθώμεθα
- Σοι, Κύριε
- Ότι σον το κράτος και σου εστίν η βασιλεία και η δύναμις και η δόξα, του Πατρός και του Υιού και του Αγίου Πνεύματος, νυν και αεί και εις τους αιώνας των αιώνων
- Αμήν

ბერძნული ტრანკრიფიცა:
- ეტი კე ეტი ენ ირინი, ტუ კირიუ დეითომენ
- კირიე, ელეისონ
- ანტილავუ, სოსონ, ელეისონ კე დიაфილაქსონ იმას, ო თეოს, ტი სი ხარიტი
- კირიე, ელეისონ
- ტის პანაღიას, არხანტუ, იპერევლოღიმენის, ენდოქსუ დესპინის იმონ თეოტოკუ კე აიპართენუ მარიას, მეტა პანტონ ტონ აღიონ მნიმონევსანტეს, ეაфტუს კე ალილუს კე პასან ტინ ზოინ იმონ, ხრისტო ტო თეო პარათომეთა
- სი, კირიე
- ოტი სონ ტო კრატოს კე სუ ესტინ ი ვასილია კე ი დინამის კე ი დოქსა, ტუ პატროს კე ტუ იიუ კე ტუ აღიუ პნევმატოს, ნინ კე აი, კე ის ტუს ეონას ტონ ეონონ
- ამინ


ВЬТХОСЛОВЯНСКIЙ ЯЗЫКЪ
- Паки и паки миромъ Господу помолимся
- Господи, помилуй
- Заступи, спаси, помилуй и сохрани насъ, Боже, Твоею благодатiю
- Господи, помилуй
- Пресвятую, Пречистую, Преблагославенную, славную Владычицу нашу Богородицу и прiснодЬву Марiю, и всЬхъ святыхъ помянувше, сами себе, другъ друга и весь животъ нашъ Христу Богу предадимъ
- Тебе, Господи
- Яко Твоя есть держава и Твое есть Царствiе, сила и слава, Отца и Сына и Святаго Духа, ныне и прiсно и вовЬки вЬковъ
- Аминь

ENGLISH LANGUAGE
- Again and again in peace let us pray to the Lord
- Lord, have mercy
- Help us, save us, have mercy upon us and protect us, o God, by Thy grace
- Lord, have mercy
- Remebering our Most holy, most pure, most blessed, great Queen Theotokos and ever-virgin Mary, ourselves, each other and all our life let us grant to the Christ the God
- To Thee, o Lord
- For Thy is the Might and Thy is the Kingdom power and glory, of the Father and the Son and the Holy Spirit, now and forever and into ages of ages
- Amen

ასამაღლებელი ყველგან არის "რამეთუ შენი არს სიმტკიცე...."



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 3 2006, 05:23 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ლიტურგიის ისტორიის რამდენიმე დიდი სპეციალისტია ცნობილი:

კვიპრიანე კერნი
უსპენსკი
და რა თქმა უნდა აღმოსავლური ლიტურგიის ისტორიის მეტრი რობერტ ტაFტი-ინგლისელი იეზუიტი ლიტურგისტი მართლმადიდებლური წირვის წესისა.

არსებობს მისი წიგნი: The great entrance რომელიც ჩემი აზრით არის შედევრი,წიგნი 1000 გვერდიანია და რეცენზენტს უწერია თავის რეცენზიაში: ჯერ არავის არ დაუწერია ასე ბევრი ასე ცოტას შესახებო biggrin.gif
თავად ტაFტი კი ამბობს: ეს მხოლოდ მცირედია იმის შესახებ რაც შეიძლება ითქვას დიდ გამოსვლასთან დაკავშირებითო biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 5 2006, 07:09 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 3 2006, 05:23 PM) *

და რა თქმა უნდა აღმოსავლური ლიტურგიის ისტორიის მეტრი რობერტ ტაFტი-ინგლისელი იეზუიტი ლიტურგისტი მართლმადიდებლური წირვის წესისა.


ცნობისათვის მარტო წირვის არა და მარტო მართლმადიდებლური მსახურების არა. მეცნიერი მაგარია, მაგრამ წერის მანერით ამერიკელ კოვბოის გავს უფრო და თან მართლმადიდებლებზე ისეთ რამეებს იძახის, მიკვირს რატომ უყვარს ჩვენი მსახურება (იქნებ უნიატების ხათრით). ისე ქართული რომ ესწავლა და მიქელ თარხნიშვილის ლათინურ თარგმანებს არ გამოკიდებოდა თავის წიგნებში, ერთ-ორ შეცდომას აცდებოდა.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 3 2006, 05:23 PM) *

არსებობს მისი წიგნი: The great entrance რომელიც ჩემი აზრით არის შედევრი,წიგნი 1000 გვერდიანია


ნუ აბუქებ biggrin.gif აგერ მიდევს თაროზე და 500 გვერდია, პლიუს ორმოცამდე გვერდი სარჩევზე, ლიტერატურის სიაზე და შესავალზე. ინფლაცია თუ არ მოხდა სასწაული, ისე სხვა ახსნა არა მაქვს შენი რიცხვის biggrin.gif

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 3 2006, 05:23 PM) *

ეს მხოლოდ მცირედია იმის შესახებ რაც შეიძლება ითქვას დიდ გამოსვლასთან დაკავშირებითო biggrin.gif


entrance შესვლა არ არის? ბერძნულის თარგმანია.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 3 2006, 05:23 PM) *

ლიტურგიის ისტორიის რამდენიმე დიდი სპეციალისტია ცნობილი:

კვიპრიანე კერნი


მაგის წიგნი ლიტურგიაზე მაკულატურაშია ჩასაბარებელი.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 3 2006, 05:23 PM) *

უსპენსკი


ორიგინალობით მოიკოჭლებდა (ქვეყანა რამე უბრალოდ დმიტრიევსკიდან აქვს აღებული) და თან სამწუხაროდ მწვალებელი იყო ევქარისტიის საკითხში.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 3 2006, 05:23 PM) *

და რა თქმა უნდა აღმოსავლური ლიტურგიის ისტორიის მეტრი რობერტ ტაFტი-ინგლისელი იეზუიტი ლიტურგისტი მართლმადიდებლური წირვის წესისა.


ახლა მითხარი, სადაც ტაფტს აქებ, იქ ხუან მატეოსმა და მიგელ არანცმა რა დააშავეს (სულ მცირე, თორემ კიდევ ენ რაოდენობის სახელების ჩამოთვლა შეიძლება)? რუსები კიდევ ვითომ არც ყოფილანო (დმიტრიევსკი, კარაბინოვი, მურეტოვი...).


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 5 2006, 07:39 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Sotiris @ Nov 5 2006, 08:09 AM) *

ცნობისათვის მარტო წირვის არა და მარტო მართლმადიდებლური მსახურების არა. მეცნიერი მაგარია, მაგრამ წერის მანერით ამერიკელ კოვბოის გავს უფრო და თან მართლმადიდებლებზე ისეთ რამეებს იძახის, მიკვირს რატომ უყვარს ჩვენი მსახურება (იქნებ უნიატების ხათრით). ისე ქართული რომ ესწავლა და მიქელ თარხნიშვილის ლათინურ თარგმანებს არ გამოკიდებოდა თავის წიგნებში, ერთ-ორ შეცდომას აცდებოდა.
ნუ აბუქებ biggrin.gif აგერ მიდევს თაროზე და 500 გვერდია,


უი მაიცა, მართლა ავიჭერი.... გვერდების რაოდნობაა 490 "რომა 1978"
კოვბოობას რაც შეეხება, ძალიან კვიმატი ენის პატრონია, ერთ ერთ დიალოგზე მართლმადიდებლებისა და კათოლიკებისა, ამ უკანასკნელებმა წამოჭრეს საკითხი ჩვენეული ზიარების არაჰიგიენურობის გამო (კოვზი,რამე...) მრავალი მართლმადიდებელი დიპლომატიურ სიჩუმეს ინარჩუნებდა, რობ ტაფტი კი ადგა და ასეთი რამე თქვა: "ყველაზე არაჰიგიენური, რაც გამიგია, სექსი არისო, თუმცა რაც კაცობრიობა არსებობს მასზე უარი არავის არ უთქვამსო laugh.gif "


ციტატა(Sotiris @ Nov 5 2006, 08:09 AM) *

entrance შესვლა არ არის?

შესვლაა, ანუ ჩვენეული დიდი გამოსვლის შესაბამისი

ციტატა(Sotiris @ Nov 5 2006, 08:09 AM) *

ახლა მითხარი, სადაც ტაფტს აქებ, იქ ხუან მატეოსმა და მიგელ არანცმა რა დააშავეს (სულ მცირე, თორემ კიდევ ენ რაოდენობის სახელების ჩამოთვლა შეიძლება)? რუსები კიდევ ვითომ არც ყოფილანო (დმიტრიევსკი, კარაბინოვი, მურეტოვი...).



დმიტრიევსკი მართლა გამომრჩა, კარაბინოვი არ მიმაჩნია მაგ რანგის მეცნიერად (ჩემი აზრია), მისი "ევქარისტიული ლოცვა" არ მოდის დმიტრიევსკის და თუნდაც კერნის შრომებთან, რომელზეც როგორც აღნიშნე დაბალი დონეაო, მაკულატურას ვერ ვიტყოდი, თუმცა მაინც ის დონე არ არის, მართალია. მურეტოვი არ ვიცი ნამდვილად, უ.ს. ვიცი მურეტოვი-ბიბლეისტი და არა ლიტურგისტი...

ფროისოფს რაც შეეხება, მან სწორედ მამა ანდრია უეიდის მიერ ერთი სტატიის საფუძველზე ისწავლა ქართული ენა, იმ სტატიაში მამა ანდრია ასე ამთავრებს თავის შრომას: "თუ ვინმეს სურს ლიტურგიკული უძველესი კოდექსების შესწავლა, ის ვალდებულია ძველი ქართული ისწავლოს"-ო. თავად მ.ანდრიას მოწაქფე ქართულში იყო ვან ეს ბრუკი.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 5 2006, 09:16 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 5 2006, 07:39 PM) *

კოვბოობას რაც შეეხება, ძალიან კვიმატი ენის პატრონია, ერთ ერთ დიალოგზე მართლმადიდებლებისა და კათოლიკებისა, ამ უკანასკნელებმა წამოჭრეს საკითხი ჩვენეული ზიარების არაჰიგიენურობის გამო (კოვზი,რამე...) მრავალი მართლმადიდებელი დიპლომატიურ სიჩუმეს ინარჩუნებდა, რობ ტაფტი კი ადგა და ასეთი რამე თქვა: "ყველაზე არაჰიგიენური, რაც გამიგია, სექსი არისო, თუმცა რაც კაცობრიობა არსებობს მასზე უარი არავის არ უთქვამსო laugh.gif "


სასულიერო პირს არ ეკადრება ეგეთი "ხუმრობები", იეზუიტი გინდა არ გინდა მაინც მონაზონია, თან უნიატებმა არქიმანდრიტობაც მისცეს.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 5 2006, 07:39 PM) *

შესვლაა, ანუ ჩვენეული დიდი გამოსვლის შესაბამისი


ჩვენებურადაც შესვლაა, ოღონდ რუსების გამო ხანდახან გამოსვლას ეძახიან.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 5 2006, 07:39 PM) *

დმიტრიევსკი მართლა გამომრჩა, კარაბინოვი არ მიმაჩნია მაგ რანგის მეცნიერად (ჩემი აზრია), მისი "ევქარისტიული ლოცვა" არ მოდის დმიტრიევსკის


კარაბინოვი (ისე კომუნისტებმა დახვრიტეს, ასე რომ მღვდელმოწამეა, თუმცა ოფიციალური კანონიზაცია არ მოუხდენიათ რუსებს ჯერ) მარტო ევქარისტიაზე კი არ წერდა smile.gif

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 5 2006, 07:39 PM) *

და თუნდაც კერნის შრომებთან, რომელზეც როგორც აღნიშნე დაბალი დონეაო, მაკულატურას ვერ ვიტყოდი, თუმცა მაინც ის დონე არ არის, მართალია.


მაგი ცდილობდა წირვის წესი ებრაული პასექის სადილის რიტუალიდან გამოეყვანა (ეგ უბრალოდ ძველი გერმანული წიგნებიდან გადმოიწერა), მაგრამ თანამედროვე გამოკვლევები ცხადჰყოფენ, რომ ეგ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში კარგად არ ვიცით როგორ ტარდებოდა და რიტუალის სტაბილიზირება ისე გვიან მოხდა და იმდენი რამე შეიცვალა, რომ გავლენაზე არ შეიძლება იყოს უკვე საუბარი. და კიდევ უამრავი სხვა შეცდომა აქვს კერნს და ზედაპირული მსჯელობები.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 5 2006, 07:39 PM) *

მურეტოვი არ ვიცი ნამდვილად, უ.ს. ვიცი მურეტოვი-ბიბლეისტი და არა ლიტურგისტი...


ლიტურგისტი ს.დ. იყო. მურეტოვის გარდა დიდი მეცნიერები იყვნენ მანსვეტოვი და კრასნოსელცევი და სხვა რუსებიც. ჩვენი კორნელი კეკელიძეც კარგი ლიტურგისტი იყო.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 5 2006, 07:39 PM) *

ფროისოფს რაც შეეხება, მან სწორედ მამა ანდრია უეიდის მიერ ერთი სტატიის საფუძველზე ისწავლა ქართული ენა, იმ სტატიაში მამა ანდრია ასე ამთავრებს თავის შრომას: "თუ ვინმეს სურს ლიტურგიკული უძველესი კოდექსების შესწავლა, ის ვალდებულია ძველი ქართული ისწავლოს"-ო.


ერთი სტატიით ენას როგორ ისწავლიდა? blink.gif უბრალოდ დაინტერესდა ალბათ.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 5 2006, 07:39 PM) *

თავად მ.ანდრიას მოწაქფე ქართულში იყო ვან ეს ბრუკი.


ვან ესბრუკი იყო ჟერარ გარითის მოსწავლე და ქართულიც სწორედ გარითის მიერ წაკითხული კურსით ისწავლა. დისერტაციის ხელმძღვანელიც გარითი იყო.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 5 2006, 09:36 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Sotiris @ Nov 5 2006, 10:16 PM) *

კიდევ უამრავი სხვა შეცდომა აქვს კერნს და ზედაპირული მსჯელობები.



ერთ ერთი მთავარი შეცდომა არის მისეული თეორია ეპიკლეზასთან დაკავშირებით...ყველა დანარჩენი მაინც იმის გამო ხდება, რომ მის დროს არ იყო შესაბამისი წერილობითი ძეგლები, (დღეს გაცილებით ბევრია ამ თვალსაზრისით).


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 6 2006, 01:42 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 5 2006, 09:36 PM) *

ერთ ერთი მთავარი შეცდომა არის მისეული თეორია ეპიკლეზასთან დაკავშირებით...


არ მახსოვს რას წერდა მაგასთან დაკავშირებით, შემახსენე, არც წიგნი მაქვს მაგისი.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 5 2006, 09:36 PM) *

ყველა დანარჩენი მაინც იმის გამო ხდება, რომ მის დროს არ იყო შესაბამისი წერილობითი ძეგლები, (დღეს გაცილებით ბევრია ამ თვალსაზრისით).


მასე მე როგორც ვიცი ტაფტსაც აქვს თავისი ხუშტურები (ჟამისწირვაში წმიდა არსის გვიან, მე-4 ს.-ში ჩართვის შესახებ).


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 6 2006, 01:52 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Sotiris @ Nov 6 2006, 02:42 AM) *

არ მახსოვს რას წერდა მაგასთან დაკავშირებით, შემახსენე, არც წიგნი მაქვს მაგისი.



ახურებს იმაზე, რომ უძველეს კოდექსებში ეპიკლეზა ყველგან არისო, არადა ბოლო აღმოჩენები ადასტურებს, რომ ზოგან საერთოდ არ არის და ზოგან თუ არის ე.წ. იესოს ეპიკლეზა არის და არა სული წმინდის.

ამ შემთხვევაში კათოლიკური მესა, თავისი უეპიკლეზო ვარიანტით, ალბათ უფრო ძველ ვარიანტზე მიანიშნებს, თუმცა დასავლურ მესებშიც არ არის ცალსახობა

ციტატა(Sotiris @ Nov 6 2006, 02:42 AM) *

არ მახსოვს რას წერდა მაგასთან დაკავშირებით, შემახსენე, არც წიგნი მაქვს მაგისი.
მასე მე როგორც ვიცი ტაფტსაც აქვს თავისი ხუშტურები (ჟამისწირვაში წმიდა არსის გვიან, მე-4 ს.-ში ჩართვის შესახებ).


ეგ რამდენად ხუშტურაა კიდევ საკითხავია, იგივე გიორგი ვაგნერიც იგივეს ამბობს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 6 2006, 08:52 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 6 2006, 01:52 AM) *

ახურებს იმაზე, რომ უძველეს კოდექსებში ეპიკლეზა ყველგან არისო, არადა ბოლო აღმოჩენები ადასტურებს, რომ ზოგან საერთოდ არ არის და ზოგან თუ არის ე.წ. იესოს ეპიკლეზა არის და არა სული წმინდის.


არა მგონია კერნი ლოგოსის ეპიკლესისს უარყოფდეს. დარწმუნებული ხართ? ეპიკლესისის რთულ საკითხს აქ ვერ გადავწყვეტთ ჩვენ, ამიტომ მგონი ჯობია შევეშვათ. ისე მაგის ანაფორაში არყოფნის ერთ-ერთ ძირითად საბუთად იყენებენ სტრასბურგის პაპირუსს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ იგი დაზიანებული სახით მოვიდა ჩვენამდე (მთელი რიგი მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ ამიტომ აკლია მას წმიდა არსი და ეპიკლესისი), და მეორეც, მეხუთე საუკუნეს განეკუთვნება, ამ დროისთვის კი როგორც ეპიკლესისი, ასევე წმიდა არსი კარგადაა დადასტურებული წყაროებში, ხოლო რატომ უნდა ასახავდეს იგი უფრო ადრინდელ პრაქტიკას, ცხადი არ არის. გარდა ამისა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამ თეორიის მომხრეები გვერდს უვლიან ბარსელონურ პაპირუსს, რომელიც 4 ს. განეკუთვნება და რომელიც სამეცნიერო წრეებს ბარსელონელმა ლიტურგისტმა როკა-პუჩმა გააცნო. ამ პაპირუსის ნაწყვეტში დაფიქსირებულია როგორც სულიწმიდის ეპიკლესისი (ანაფორა ეგვიპტური ტიპისაა, ორი ეპიკლესისით), ასევე წმიდა არსი. ამ პაპირუსში დაცული ანაფორა ყოველ შემთხვევაში მე-3 ს. ბოლოს ან მე-4 ს. დასაწყისს განეკუთვნება და ამდენად ძალიან სერიოზული დარტყმაა მე-4 ს. ებრაული ღმრთისმსახურების საფუძველზე ქრისტიანული ღმრთისმსახურების რადიკალური რეფორმის იდეის მხარდამჭერთათვის.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 17 2006, 10:37 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Sotiris @ Nov 6 2006, 09:52 PM) *

ამ პაპირუსში დაცული ანაფორა ყოველ შემთხვევაში მე-3 ს. ბოლოს ან მე-4 ს. დასაწყისს განეკუთვნება და ამდენად ძალიან სერიოზული დარტყმაა მე-4 ს. ებრაული ღმრთისმსახურების საფუძველზე ქრისტიანული ღმრთისმსახურების რადიკალური რეფორმის იდეის მხარდამჭერთათვის.



ეგ იმდენად გვიანდელია მაინც, რომ ებრაულ მსახურებაზე ვერანაირად ვერ იმსჯელებს ვერცერთ კონტექსტში.

ფაქტია, რომ უცნაურად ჟღერს თავად საიდუმლო სერობის შესახებ წმინდა წერილისეული ინფორმაცია. ძალიან უცნაურად მიანიშნებს სწორედ ებრაულზე...მარა გადაწყვეტით ალბათ ამისი თქმაც ძნელია.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   საღმრთო ლიტურგია   Oct 31 2006, 03:52 PM
mnate   თუ არ ვცდები იერუს...   Oct 31 2006, 04:13 PM
მარიამი   თუ არ ვცდები იერუს...   Oct 31 2006, 04:33 PM
კანონისტი   mnate მარიამი მართალი...   Oct 31 2006, 04:35 PM
mnate   და რით განსხვავდე...   Oct 31 2006, 04:37 PM
მარიამი   და რით განსხვავდე...   Oct 31 2006, 04:39 PM
mnate   ხო ალბათ, მოციქული...   Oct 31 2006, 04:41 PM
მარიამი   ხო ალბათ, მოციქული...   Oct 31 2006, 04:43 PM
mnate   I-შიიი???? :blink: მაშინ ც...   Oct 31 2006, 04:44 PM
მარიამი   I-შიიი???? :blink: მაშინ ცე...   Oct 31 2006, 04:58 PM
ალექსანდრე   მე მაქვს იაკობის ჟ...   Oct 31 2006, 06:34 PM
ABDALA   ბასილი დიდის წირვა...   Oct 31 2006, 09:57 PM
მარიამი   ბასილი დიდის წირვ...   Oct 31 2006, 10:37 PM
Solomonia   დიდ მარხვის კვირა ...   Oct 31 2006, 11:55 PM
კანონისტი   1 - ბასილი დიდის წირ...   Nov 1 2006, 11:06 AM
mnate   მსოფლიოში არსებო...   Nov 1 2006, 11:22 AM
ABDALA   მსოფლიოში არსებობ...   Nov 1 2006, 03:58 PM
mnate   ახლა კი :) ზაფხულში ...   Nov 1 2006, 04:02 PM
კანონისტი   mnate სადაგ დღეს პრობ...   Nov 1 2006, 04:22 PM
mnate   ლოლ :D აბა როგორ ოთხ...   Nov 1 2006, 04:37 PM
კანონისტი   რამდენადაც გამოით...   Nov 3 2006, 03:12 PM
კანუდოსელი   ლიტურგიის ისტორიი...   Nov 3 2006, 05:23 PM
Sotiris   და რა თქმა უნდა აღმ...   Nov 5 2006, 07:09 AM
კანუდოსელი   ცნობისათვის მარტო...   Nov 5 2006, 07:39 PM
კანუდოსელი   ჰო, ისე არც ისაა გამ...   Nov 5 2006, 08:29 PM
Sotiris   ჰო, ისე არც ისაა გა...   Nov 5 2006, 09:20 PM
კანუდოსელი   თავად მ.ანდრიას მო...   Nov 5 2006, 09:14 PM
Sotiris   კოვბოობას რაც შეე...   Nov 5 2006, 09:16 PM
კანუდოსელი   ერთი სტატიით ენას ...   Nov 5 2006, 09:19 PM
კანუდოსელი   მამა ანდრიაზე ოდნა...   Nov 5 2006, 09:22 PM
კანუდოსელი   კიდევ უამრავი სხვ...   Nov 5 2006, 09:36 PM
Sotiris   ერთ ერთი მთავარი შ...   Nov 6 2006, 01:42 AM
კანუდოსელი   არ მახსოვს რას წერ...   Nov 6 2006, 01:52 AM
Sotiris   ახურებს იმაზე, რომ ...   Nov 6 2006, 08:52 PM
კანუდოსელი   ამ პაპირუსში დაცუ...   Dec 17 2006, 10:37 PM
კანუდოსელი   უსპენსკი...სამწუხა...   Dec 16 2006, 08:25 AM
Sotiris   ეს საიდან მოიტანე ...   Dec 18 2006, 11:56 AM
კანუდოსელი   პროფ. უსპენსკის აზ...   Dec 18 2006, 02:44 PM
Sotiris   რამდენადაც მახსოვ...   Dec 18 2006, 05:18 PM
კანუდოსელი   ეს წერილი შემორჩე...   Dec 18 2006, 05:59 PM
Sotiris   ლათინრ ენაზე მისი ...   Dec 18 2006, 06:48 PM
კანუდოსელი   მაგარი ხარ სოტირის...   Dec 18 2006, 07:01 PM
კანუდოსელი   მცირე შესწორება: ი...   Nov 3 2006, 05:36 PM
tsqnafo   მცირე შესწორება: ი...   Nov 3 2006, 09:23 PM
კანუდოსელი   skabalanovchi liturgikosad itvleba? mama andria ...   Nov 3 2006, 09:32 PM
tsqnafo   უი უი, სკაბალანოვი...   Nov 3 2006, 09:36 PM
კანუდოსელი   qartul realobashi rom ar gvyavs liturgikosebi, nu...   Nov 3 2006, 09:46 PM
tsqnafo   მამა ბიძინა არაა ლ...   Nov 3 2006, 09:53 PM
კანუდოსელი   mec ki damikarge yovelgvari shansebi :) ნუ...   Nov 3 2006, 10:02 PM
tsqnafo   ნუ ახლა ტაFტი ოდნავ...   Nov 4 2006, 02:12 AM
Sotiris   მამა ანდრია და და ნ...   Nov 5 2006, 07:20 AM
mnate   კანონისტ აშკარად ...   Nov 3 2006, 10:02 PM
კანონისტი   mnate გეიხარე!!! :) ...   Nov 5 2006, 05:52 PM
tsqnafo   mnate გეიხარე!!! :) ...   Nov 5 2006, 08:58 PM
Sotiris   დღეს იერუსალიმში ...   Nov 5 2006, 09:46 PM
tsqnafo   Sotiris, ხანდახან ლიტუგ...   Nov 5 2006, 09:23 PM
solomony   ბატონო სოტირის თქვ...   Nov 5 2006, 11:02 PM
კანუდოსელი   ბატონო სოტირის თქ...   Nov 5 2006, 11:15 PM
Sotiris   რადგან მეეჭვება თ...   Nov 5 2006, 11:59 PM
mnate   სრულიად გეთანხმე...   Nov 6 2006, 12:03 AM
tsqnafo   სრულიად გეთანხმებ...   Nov 6 2006, 12:05 AM
mnate   ახლა ასე ზუსტად ვე...   Nov 6 2006, 12:09 AM
tsqnafo   ახლა ასე ზუსტად ვე...   Nov 6 2006, 12:11 AM
mnate   :D   Nov 6 2006, 12:12 AM
tsqnafo   :D ;) გმადლიობ   Nov 6 2006, 12:14 AM
mnate   რას ამბობ რისი მად...   Nov 6 2006, 12:15 AM
tsqnafo   რას ამბობ რისი მად...   Nov 6 2006, 12:17 AM
mnate   არა :P   Nov 6 2006, 12:19 AM
tsqnafo   არა :P საინტერესოა ;...   Nov 6 2006, 12:21 AM
კანონისტი   mnate მართალია, ეს ორი ...   Nov 6 2006, 12:10 PM
mnate   გენაცვალოს მნათე :...   Nov 6 2006, 04:06 PM
ilarion90   პირველ შეწირული გრ...   Nov 14 2006, 11:17 AM
marine   "მართლმადიდებლუ...   Nov 30 2006, 12:40 PM
KAIROS   დიოლოღოსი, ანუ ორმ...   Dec 17 2006, 01:47 PM
კანუდოსელი   ძალიან უცნაურია... ...   Dec 17 2006, 10:12 PM
მნათე   ანათემიზირება დაი...   Dec 18 2006, 05:20 PM
Sotiris   ანათემიზირება დაი...   Dec 18 2006, 05:52 PM
მნათე   რად გვინდა მღვდელ...   Dec 18 2006, 05:53 PM
მნათე   მომისმინეეეთ, ანუ ...   Dec 18 2006, 07:32 PM
კანუდოსელი   მომისმინეეეთ, ანუ ...   Dec 18 2006, 07:37 PM
Sotiris   ისე მანდ ოდნავ სხვ...   Dec 18 2006, 08:23 PM
მნათე   კითხვას ვსვავ სუდ...   Dec 18 2006, 07:39 PM
კანუდოსელი   კითხვას ვსვავ სუდ...   Dec 18 2006, 07:55 PM
მნათე   რად მერჩიიიი :lol: ლ...   Dec 18 2006, 07:57 PM
მნათე   1. [size=3][b]2. ანუ ასე ...   Dec 18 2006, 08:29 PM
კანუდოსელი   [size=3][b]1. [size=3][b]2. ანუ ას...   Dec 18 2006, 09:01 PM
მნათე   ახლა მოიცა, შენი მ...   Dec 18 2006, 09:04 PM
Sotiris   ახლა მოიცა, შენი მო...   Dec 18 2006, 09:26 PM
მნათე   ახლა მოვუსმინოთ ჩ...   Dec 18 2006, 09:43 PM
კანუდოსელი   ახლა მოვუსმინოთ ჩ...   Dec 18 2006, 10:07 PM
Sotiris   შენ რა სეკუნდანტი ...   Dec 18 2006, 11:02 PM
კანუდოსელი   ძალიან კარგი, ველო...   Dec 18 2006, 11:51 PM
Sotiris   ძალიან კარგი, ველო...   Dec 19 2006, 07:19 AM
მნათე   ხო ვცდილობ :lol: ახლა...   Dec 18 2006, 10:13 PM
კანუდოსელი   ხო ვცდილობ :lol: ახლა ...   Dec 18 2006, 10:15 PM
მნათე   ხო ხო, ოღონდ რუსულ...   Dec 18 2006, 10:16 PM
მნათე   სა ხარ კანუდოს? :D :D ...   Dec 18 2006, 11:07 PM
მნათე   ამ კრებაზეც ბრძან...   Dec 18 2006, 11:58 PM
კანუდოსელი   ამ კრებაზეც ბრძან...   Dec 19 2006, 12:03 AM
მნათე   კაცო თუ ადგილობრი...   Dec 19 2006, 12:07 AM
6 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 10:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი