უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
KAIROS |
Feb 14 2008, 03:06 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ ძალიან საჭირო განყოფილებაში, რომელიც იმ თემას ეხება, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია ქართული ინტერნეტ სივრცეში, აუცილებელია ჩვენი თვალსაზრისით შევხედოთ ამ საკითხს, კერძოდ სადაა საფრთხე ევროპაში თუ აშშ-ში, ზოგადად უცხოეთში, რატომაა ის ფაქტი ასეთი მწავე რეალობა, რომ ჩვენი რჩეული ახალგაზრდობა გაირყვნა? ვერანაირად ვერ ვეთანხმები მათ ვინც ამბობს იმას, რომ ისინი თავიდანვე ასეთები იყვნენ, უბრალოდ უცხოეთში მიეცათ საშუალებაო, არა, არც ასეა... არის აქ თავისი საფრთხეები, თავისი ორმოები, სადაც შეიძლება ამ სრულიად შემთხვევითი ჩავარდეს... ხშირად გარემო დამღუპველია ან ხშირად გარემო განაპირობებს ადამიანში ჩაბუდებული მავნე თვისებათა გაძლიერებას!
ამ საფრთხეებზე მინდა ვისაუბროთ, რა საზოგადოება უცხო საზოგადოება, როგორია ახალგაზრდობა, რაა აქ პრობლემა, და რა არაა, მოკლედ, დავწეროთ ერთგვარი ერთერთი ნაწილი,ას უნდა ერიდოს მორწმუნე ქართველი უცხოეთში... ძალიან მაფიქრებს ეს პრობლემა და ძალიან მტკივნეულია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
Mar 9 2008, 12:52 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
10. შეიძლება გახდეს მსხვერპლი ან ფაშისტური ან რელიგიური აგრესიისა , ანუ რელიგიურ-ეროვნული დისკრიმინაციის მაღალი ალბათობა.
ამაზე ძალიან ბევრის თქმა შეგვიძლია ჩვენ, როგორც უცხოელებს, არის შემთხვევები, რომ შავგრემნობასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ძირითადად ეხება ყველას, ვინც გენეტიკურად არ ეკუთვნის ამ ქვეყანას. მახსოვს შარშან, ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა კაცმა ( რომელიც 50 წელს გადაცილებულია, ძველი ფრანგული ლეგიონის წევრი, უაღრესად განათლებეული და კაი ადამიანი, ძველი იუგოსლავიიდან წარმოშობით, მაგრამ დიდი ხანია სამშობლოდაკარგული, ჰოლანდიის მოქალაქეა ისე და ცხოვრობს აქ გერმანიაში) გაიცნო ვიღაც რუმინელი ახალგაზრდა ქალი. ამ ქალმა ჩვენს უბანში (უბნის გაგება აქაც მოდის ) გახსნა კაფე-ბარი. მოკლედ, ჩემს მეგობარს რაღაცნაირად გულში ჩაუვარდა ეს გოგო და მთხოვა, თანმხლები მჭირდება და გამომყევი მის კაფეში ერთად მივიდეთ რამე დავლიოთო. ცხადია გავყევი. დავჯექით უშუალოდ ბართან, რუმინელი ქალი თვითონ კი ბარში ბარმენად მუშაობდა და ძალიან მალე ამათმა კაი საუბარიც ააწყვეს (კაცები ნუ ). რამდენიმე ხანში ბარში შემოვიდა 3 გერმანელი ახალგაზრდა კაცი, რომ კითხო ბლატნოები. მოვიდნენ და ჩვენს გვერდით დასხდნენ ბართან. მე გვერდით სკამზე ჩანთა მედო და რა ვიცი, რატომღაც ეს ჩანთა ავიღე და თეკაზე დავდე, იქნება სკამი დაჭირდეთ ან რამე მსგავსი. არ ვიცი რატომ, ალბათ გარეგნობის გამო, ამ გერმანელებმა სკანდინავიელებად ჩაგვთვალეს, და გვეუბნებიან ანუ მე მომართავს ერთი მათგანი: კი მარაო, ჩვენო თქვენნაირი სკანდინავიელი ვიკინგები კი არ ვართო, ვითომ ჩანთა რომ გადადევიო, დაგაყაჩეღებთ თუ რა გეგონაო, შეგეშინდაო ? ახლა მე კაცი მხალდა,ამიტომ ეტიკეტი დავიცავი და პასუხი მე არ გამიცია,არამედ ჩემმა მეგობარმა შეეპასუხა, რომ ვიკინგი რა შუაშია, მარა ჩვენ ჩვენ ჩანთას სადაც გვინდა იქ დავდებთ,რაღაც ასეთ კონტეკსტში. ხოდა ეს ერთი ადგა ფეხზე და გვეუბნება (გერმანულად დავწერ ჯერ, ვიტამინები მაგაშია ) : Wir sind aus der schläger fraktion und zwar germanenmässig და თუ იცით ეს თქვენ რომ მაზავთო, ანუ თარგმანში დაახლოებით ნიშნავს, რომ ჩვენო გერმანების შეატყვისი დამრტყმელთა ფრაქციიდან ვართო, ნუ მისი აზრით გვაჩმორებს. ბევრს არ გავაგრძელებ, არაუგვიანეს 7 წუთისა სამივენი პირსახოცებივით იყვნენ გადაკიდებული თეკის სკამებზე (დამრტყმელთა ფრაქციის წევრები ანუ, ისიც გერმანების შესატყვისი). რაც შეეხება რუმინელ ქალს, ცხადია ამის მერე ჩემი მეგობარი იქ აღარ მიდიოდა, რაღაცით ერიდებოდა მაინც ასალაგებელი რომ მოუმატა. მოკლედ, თუ თავს დაუხრი, მაგრად გადაგივლიან.სულერთია ვის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი