როგორ საქართველოზე ვოცნებობთ?... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ საქართველოზე ვოცნებობთ?... |
ქეთუ |
Jun 22 2007, 09:27 PM
პოსტი
#1
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
მოდი აქ დავწეროთ, თუ ვინ როგორ საქართველოზე ოცნებობს? რა მოგვწონს,რა არა?
რა პირობები გჭირდებათ საქართველოში დასაბრუნებლად, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, დღევანდელ პირობებში ქართული დიასპორის დაბრუნება საქართველოში, როგორ ფიქრობთ როგორ იმოქმედებს ეს ქვეყანაზე, დადებითად?... მოკლედ ვისაუბროთ ყველა იმ მიზეზზე,რის გამოც ამ კონკრეტულ სიტუაციაში გვინდა, ან არ გვინდა საქართველოში ცხოვრება. -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ნაინა |
Mar 9 2008, 01:10 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ისეთ საქართველოზე ვვოცნებობ სადაც იქნება ურთიერთგაგება და უდიდესი სიყვარული, სიყვარული უფლის და ერთმანეთის, ნებისმიერი ნაცნობი თუ უცნობი მზად იყოს სხვის დასახმარებლად და ხელის გასაწვდენად. სადაც სხვისი ტკივილის შემსუბუქებისთვის ვილოცებთ, სხვისთვის დავანთებთ სანთლებს და ვიზრუნებთ ერთმანეთის კეთილდღეობისთვის.
ისეთ საქართველოზე ვვოცნებობ სადაც არ იარსებებს სიტყვები: აგრესია, ომი, მტრობა და ბოროტება, სადაც ყველას ბედნიერების სხივი ექნება თვალებში, სადაც ადამიანთა ბაგეებიდან მხოლოდ სითბო და სიყვარული იღვრება, სადაც არ იქნება გარჩევა მდიდარსა და ღარიბს შორის, სადაც ერთის ტკივილი ყველას ტკივილი იქნება და ერთის სიხარულს დანარჩენებიც გაიზიარებენ. ისეთ საქართველოზე ვვოცნებობ სადაც არასოდეს იქნება გლოვა წინაპართა სისხლით მორწყული მიწის დაკარგვის გამო, სადაც აფხაზი და ოსი მტერს კი არა ძმას აღნიშნავს, სადაც მუდამ სიყვარულის და სულის გაზაფხული იქნება, სადაც ნებისმიერი ადამიანი, ქართველი თუ უცხოელი თავისუფლად ისუნთქებს და საქართველოს საკუთარი თვალის ჩინივით გაუფრთხილდება. სადაც ყველა ქართველი, სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულნი, ბედნიერები დაუბრუნდებიან თავიანთ სამშობლოს, სადაც იქნება უდიდესი სიხარული იმის გამო, რომ უფალი ჩვენთანაა და ჩვენ უფალთან ვართ. ღმერთმა გადმოხედოს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს მრავალ ჭირგამოვლილ ერს -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი