უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
KAIROS |
Feb 14 2008, 03:06 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ ძალიან საჭირო განყოფილებაში, რომელიც იმ თემას ეხება, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია ქართული ინტერნეტ სივრცეში, აუცილებელია ჩვენი თვალსაზრისით შევხედოთ ამ საკითხს, კერძოდ სადაა საფრთხე ევროპაში თუ აშშ-ში, ზოგადად უცხოეთში, რატომაა ის ფაქტი ასეთი მწავე რეალობა, რომ ჩვენი რჩეული ახალგაზრდობა გაირყვნა? ვერანაირად ვერ ვეთანხმები მათ ვინც ამბობს იმას, რომ ისინი თავიდანვე ასეთები იყვნენ, უბრალოდ უცხოეთში მიეცათ საშუალებაო, არა, არც ასეა... არის აქ თავისი საფრთხეები, თავისი ორმოები, სადაც შეიძლება ამ სრულიად შემთხვევითი ჩავარდეს... ხშირად გარემო დამღუპველია ან ხშირად გარემო განაპირობებს ადამიანში ჩაბუდებული მავნე თვისებათა გაძლიერებას!
ამ საფრთხეებზე მინდა ვისაუბროთ, რა საზოგადოება უცხო საზოგადოება, როგორია ახალგაზრდობა, რაა აქ პრობლემა, და რა არაა, მოკლედ, დავწეროთ ერთგვარი ერთერთი ნაწილი,ას უნდა ერიდოს მორწმუნე ქართველი უცხოეთში... ძალიან მაფიქრებს ეს პრობლემა და ძალიან მტკივნეულია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 9 2008, 02:03 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა თუ თავს დაუხრი, მაგრად გადაგივლიან.სულერთია ვის. ეგრეა, ნებისმიერს ვისაც უცხოეთში თვე მაინც უცხოვრია, მსგავსი გრძნობა ერთხელ მაინც დაეუფლებოდა. ნუ ახლა "ბებრებს" ვინც 5 წელზე მეტია უკვე აქეთაა, ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გაგვიხდა... რამდენჯერ შემთხვევია როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტელეფონს ქართულად ვუპასუხებდი, ვიღაც გვერდზე შეიშმუშნებოდა,ვიღაც ჩანთას დააფარებდა ხელს და ვიღაც ზიზღით შემომხედავდა, ბევრჯერ მსმენია ბებრები, როგორ ილანძღებოდნენ "ოჰ, ეს უცხოელები, დატეულიყავით თქვენს სახლებში, კრიმინალები"... ზოგადი აზრი მაინც დადებითია, ვინც ამას ამბობს, მას მისივე თანამემამულეები აჩერებ, ყველა ერთი არაა და არ დაგავიწყდეს, რომ მამაშენიც ან ბაბუაშენი მიანც ემიგრაციაში იყვნენ სამუშაოდ წასულებიო... თუმცა ახლახანს ცუდი მოძრაობა შეიმჩნება სამხრეთ იტალიაში, ძალიან გაუმკაცრდნენ ემიგრანტებს, ესპანეთში და იტალიაში, ზაპატერომ და ბერლუსკონიმ წინა საარჩევნოდ დადეს პირობა, რომ არანაირი სანატორიები არ იქნება, ეს ნიშნავს რომ მილიონობით ( მათ შორის ათასობით ქართველი) ემიგრაციის უდიდესი ნაწილი (მხოლოდ მცირე ნაწილს უმართლებს და ლეგალიზაციას ახერხებს კონტრაქტით) გაძევებას დაექვემდებარება, ეს ნიშნავს, იმას რომ ეს ადამიანები, ქუჩაში შიშით უნდა იარონ, ყველაზე დამამცირებელი სამუშაო უნდა აკეთონ და ყველაზე მცირე ხელფასი აიღონ და ისიც შიშით, ეს ნიშნავს საშინელ ემიგრანტულ ცხოვრებას, როცა ერთი თავისი ჯანმრთელობის, ნერვები და ხშირად სიცოცხლის ფასად ინახავს საქართველოში დარჩენილ უმუშევარ ოჯახის წევრებს, რომლებიც იქიდან გამოქცევაზე ნატრობენ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი