რამდენად აუცილებელია სკოლებში რელიგიის გაკვეთილები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად აუცილებელია სკოლებში რელიგიის გაკვეთილები |
*ნინო* |
Nov 28 2007, 11:21 PM
პოსტი
#61
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
რელიგიის გაკვეთილების მნიშვნელობა სკოლებში ჩემი აზრით არის ძალიან დიდი.კარგია როცა ბავშვი პატარაობიდანვე შეიცნობს ჭეშმარიტებას.პირადად ჩემს მაგალითზე შემიძალია ვთქვა რომ , ამას უაღრესად დიდი როლი ენიჭება.დღესდღეობით დიდი დისკუსიები იმართება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. არ ვიცი ეს თემა იყო თუ არა ფორუმში,თუ კი ბოდიშს ვიხდი განმეორებისთვის.
|
likka |
Mar 9 2008, 08:18 PM
პოსტი
#62
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
უკაცრავად, წინა გვერდებისთვის არ გადამიხედია... რა იგულისხმება რელიგიის გაკვეთილებში??
ჩემ დროს დაიწყეს სკოლებში რელიგიის სწავლება, როგორც უწოდებდნენ, რელიგიის გაკვეთილები, მაშინ 7-8 კლასში ვიქნებოდი ალბათ. მახსოვს მეშვიდე გაკვეთილად ტარდებოდა, სავალდებულო არ იყო დასწრება, მაგრამ მაინც მთელი კლასით ვრჩებოდით ხოლმე და ძალიან მომწონდა, თუმცა მასწავლებელზე იგივეს ვერ ვიტყვი, სასტიკი ადამიანი იყო და ტირანული მიდგომა ჰქონდა ბავშვებთან...მუშტისხელა ჯოხს ხელში ურტყამდა ხოლმე ბავშვებს, ვინც ხმაურობდა..... გაკვეთილები თავისთავად რათქმაუნდა კარგია, მაგრამ (ჩემი სუბიექტური აზრით) რელიგია არ ჰქვია მხოლოდ მართმადიდებლობაზე ლაპარაკს...თუ გაკვეთილს რელიგიისას დავარქმევთ, მაშინ მსოფლიოს ყველა ძირითადი აღმსარებლობის ზოგადი მიმოხილვა უნდა იყოს, და არა მხოლოდ მართმადიდებლობის...ჩემთვის ეს მიუღებელია...იმ დროსაც კი, ჩვენ რომ გვასწავლიდნენ ბევრი იაღოველი ბავშვი იყო სკოლებში და ეს გაკვეთილები ხშირად მხოლოდ შუღლისა და შეუწყნარებლობის მიზეზი ხდებოდა...ამას დაფიქრება სჭირდება! დაერქვას გაკვეთილს მართმადიდებლობის ისტორია ან რამე ეგეთი, და ამ თემის სათაურშიც კარგი იქნება თუ უფრო დაკონკრეტდება ავტორი, თუ რას გულისხმობს...რელიგია მარტო მართმადიდებლობა არ არის და ეს გასათვალისწინებელია! -------------------- ეჰ...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 01:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი