ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Mar 10 2008, 01:06 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა აპაპა, ეს შეცდომაა კანონისტ! არ არის შეცდომა. ზუსტად რომ ეგრეა. გინახავს ბუმისის მიერ გაკეთებული ცხრილი? ზეპირად რაც მახსოვს, დაგიწერ (კანონიერიდან უკანონსკენ): 1. პირველი წესით ჯვრისწერა 2. მეორე და მესამე წესით ჯვრისწერა 3. სამოქალაქო ქორწინება 4. მუდმივი ურეგისტრაციო თანაცხოვრება 5. ხანგრძლივი პარტნიორი (ე.წ. ბოიფრენდ-გერლფრენდი) 6. შემთხვევითი პარტნიორი (სიძვა) ციტატა რა გამოდის, ვაწეროთ და გავაწეროთ ხელი რამდენჯერაც მოგვინდა ეკლესიისათვის მაინც სულერთია? ძალიან ხომ არ აუბრალოებ სამოქალაქო ქორწინებას კანონისტ? სამოქალაქო ქორწინებამ მაშინ გაიუბრალოა თავი, როდესაც N-რაოდენობით ქორწინება დაუშვა რამდენჯერაც მოგვინდებაო, რომ ამბობ, მასე კაიროს, ჩვენი ბიჭების (სამწუხაროდ! ) ძირითად ნაწილს I წესით ჯვრისწერის უფლება არც აქვთ, უამრავჯერ სიძვით დაცემულობის გამო, მაგრამ ეკლესია ამ შემთხვევაშიც იწყნარებს საუბარი არაა, ისევ გიმეორებ, შენს მაგალითზე, როდესაც საერო და საეკლესიო - ორივე სამართლით ქორწინება საერთოდაც ბათილია. ანუ, ქორწინება საერთოდ არ შემდგარა. ციტატა უნდა აუკრძალოს ეკლესიამ თავის მრევლს ეს საქციელი, თუ უბრალოდ მორცხვად უნდა უთხრას, რომ მორალურად მიუღებელი საქციელია? მოდი ვთქვათ ასე. სამოქალაქო ქორწინება არ არის საეკლესიო საიდუმლო. ის ეკლესიისთვის არანაირ შედეგებს არ იწვევს. ეკლესიამ მხოლოდ იკონომიის წესით შეიძლება არ ჩაუთვალოს ეს კავშირი ცოლ-ქმარს მრუშებად, თუკი მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჯვრის დაწერისა, ამავე დროს, პატიოსნად და უმწიკვლოდ შეინახეს ერთმანეთის ერთგულება და შექმნეს მყარი ოჯახი. ეს იკონომიის წესი იმოქმედებს მანამ, სანამ მათ არ გაუჩნდებათ შესაძლებლობა ჯვრისწერისა. ასეთ შემთხვევაში თუკი არ მოხდა მათზე საეკლესიო საიდუმლოს შესრულება, უკვე მათი ქმედების შეფასებათა ვექტორი ნელ-ნელა დაიწყებს წანაცვლებას ცოდვისკენ. ამიტომ, მოყვანილ კითხვაზე ჩემი პასუხის კონტრარგუმენტად იმის მოხმობა, რომ სამოქალაქო ქორწინებას ეკლესია ცნობს, არ მიმაჩნია მართებულად. ეკლესია არ ცნობს სამოქალაქო ქორწინებას, ეკლესიას აქვს თავისი უფლის მიერ კურთხეული საიდუმლო და მხოლოდ მას ცნობს. ამიტომ, ისევ ვიმეორებ, ფორმალური ქორწინება და ისიც სამოქალაქო წესით, ვერ გახდება ეკლესიისთვის პირველი წესის ჯვრისწერაზე უარის თქმის საფუძველი. სხვა საკითხია და უფრო მძიმე, როდესაც ჯვრისწერა ხდება ფორმალურად..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი