ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გიორგი |
Mar 10 2008, 01:08 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
KAIROS
კანონისტი ციტატა საერთოდ საკითხი ასეა როცა კაცი და ქალი ერთადაა ან მრუშობენ ან ცოლქმარია, რაღაცა შუაში არ არსებობს! მე მგონი, რომ არსებობს... კანონიკურ ნორმატიული ან თეოლოგიური ფორმულირება არ შემიძლია, მაგრამ თუ: ციტატა უბრალოდ არ მოხდა კავშირის კურთხევა და ეს დიდი არაფერია მაშინ რას კარგავს წყვილი იმით თუ საერთოდ არ დაიწერს ჯვარს? თუ ლაპარაკია დონეზე "უბრალოდ", მაშინ ჯვრისწერის საიდუმლოზე უარის თქმაც რაიმე პრობლემა არ უნდა იყოს ანუ შეგვიძლია ის უგულებელვყოთ, რადგანაც იურიდიული ქორწინებაც სრულფასოვანი ყოფილა. თუმცა აქვე ვიტყოდი, რომ სრულიად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, რომ: ციტატა ვაწეროთ და გავაწეროთ ხელი რამდენჯერაც მოგვინდა ეკლესიისათვის მაინც სულერთია ახლა რა გამოდის? თუ ეკლესია უარყოფითად აფასებს არაერთგზის იურიდიულ ქორწინებას/განქორწინებას (ხელის მოწერა და ხელის გაწერა) მაშინ გამოდის, რომ ნაწილობრვ აღიარებს კიდეც მას, მაგრამ არა სრულფასოვნად. არასრულფასოვნად იმიტომ, რომ იურიდიული ქორწინება ჯვრისწერის საიდუმლოსგან არ გვათავისუფლებს, მეტადრე დღევანდელ დღეს, როდესაც კომუნისტური დიქტატი აღარ არსებობს და საიდუმლოს აღსრულება უპრობლემოდ შეიძლება. მე ვერ დავეთანხმები პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელს, რაღაც შუალედური უნდა ვეძიოთ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი