ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გიორგი |
Mar 10 2008, 01:33 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
KAIROS
ციტატა უნდა აუკრძალოს ეკლესიამ თავის მრევლს ეს საქციელი, თუ უბრალოდ მორცხვად უნდა უთხრას, რომ მორალურად მიუღებელი საქციელია? OK. მოდი ასე ვთქვათ ცოლ-ქმრობა ისეთი მოვლენაა, რომ ამ კავშირს აკონტროლებს ეკლესიაც (ჯვრისწერის საიდუმლო) და სახელმწიფოც (იურიდიული ქორწინება), მაგრამ გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რომელიც პირდაპირ და ცალსახად კანონიკური სამართლით არ რეგულირდება, მაგრამ სახელმწიფო დანაშაულად მიიჩნევს. (მაგ. ფინანსური მაქინაცია, როდესაც საბანკო გადარიცხვებისას თანხას, რომელიც მაინც არ იანგარიშება და "გაამქრალად" ცხადდება, მძიმის იქით მე-7 თანრიგი, საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა. ძალიან ძნელია მისი კვალიფიკაცია. ეს ქურდობა არ არის, რადგან ამ თანხას არავის ვაკლებთ, ის მაინც გამქრალია. არც სხვისი ქონების მითვისებაა, რადგან ის არავის ქონება არ არის, არც იმის მითვისებაა, არც რაიმეს ხელში ჩაგდებაა, რადგან იღებ ისეთ რაიმეს, რაც უნდა გაქრეს ანუ, რაც გადაყარეს, მაგრამ ასეთი ფინ. მაქინაცია კანონით ისჯება და რა ქნას ეკლესიამ ასეთ დროს, უბრალოდ მორცხვად თქვას რომ ამორალური საქციელიაო?! მე მგონი რომ "უბრალოდ" და "მორცხვად" - არა, მკაცრად უნდა აკრძალოს, ჰოდა ასეა იურიდიული ქორწინების გაუბრალოებაც, მართალია ის კანონიკურ ნორმად ვერ ჩაითვლება, არც ჯვრისწერის საიდუმლოსგან ათავისუფლებს ვინმეს, მაგრამ როგორც სახელმწიფო ქორწინების და მორალის აბსოლუტურად უგულებელყოფა საკმაო დოზით უნდა უარყოფილ იქნეს ეკლესიის მიერაც. ციტატა კავშირისას ან ხდება მრუშობა ან არა მოდი, მაშინ კონკრეტული კითხვა: ჯვრისწერის საიდუმლო და იურიდიული ქორწინება აბსოლუტურად ექვივალენტურია? და ქვეკითხვები: ა) თუ აბსოლუტურად ექვივალენტურია მაშინ საკმარისია თუ არა იურიდიული ქორწინება იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ ჯვრისწერის საიდუმლოსგან? ბ) თუ აბსოლუტურად ექვივალენტური არ არის მაშინ რა უპირატესობა აქვს ჯვრისწერის საიდუმლოს და რა დავარქვათ იმ მდგომარეობას, რომელშიც არის წყვილი, რომელმაც მხოლოდ იურიდიულად გააფორმა თავისი ქორწინება? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი