ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გიორგი |
Mar 10 2008, 01:59 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ციტატა Те, которые вступают в брак, должны осведомить епископа, чтобы брак мог быть согласием о Господе, а не человеческим пожеланием» («К Поликарпу», 5, 2). ციტატა საქმე ეხება აღიარებული ქორწინების ქრისტიანულად ფერისცვალების საკითხს. ჰო, აი ეს უკვე საინტერესოა... ტერმინმა "აღიარებამ" უკანა პლანზე გადაინაცვლა და ძირითადი საქმე/სხვაობა ყოფილა ქორწინების უფალთან თანხმობის ანუ როგორც შენ უწოდებ "ფერისცვალების" საკითხს. ახლა მაქვს ასეთი კითხვა, რაც ნაწილობრივ KAIROS-სადმული დასმული კითხვების და ქვეკითხვების გაგრძელებაა. რა ეწოდება იმ მდგომარეობას, როდესაც წყვილის ქორწინება აღიარებულია ეკლესიის მიერ, მაგრამ არ მომხდარა უფლისმიერი ფერისცვალება? არის თუ არა ის წყვილი უპირატეს მდგომარეობაში, რომლისთვისაც უფლისმიერი ფერისცვალება მოხდა და რა შეგვიძლია ვუწოდოთ იმათ მდგომარეობას ვისთვისაც უფლისმიერი ფერისცვალება ან არ მომხდარა ან საკითხი ღიად დგას? და არის თუ არა ეს შუალედური მდგომარეობა აუღიარებელ ურთიერთობასა და ფერისცვალების მოხდენას შორის? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი