ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გიორგი |
Mar 10 2008, 03:11 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
აღიარეთ შუალედური მდგომარეობები!
აღიარეთ, რომ იურიდიული ქორწინება არის შუალედური მდგომარეობა ჯვრისწერის საიდუმლოსა და საერთოდ არაფერს შორის. ნუ იქნება ეს ზუსტად მათემატიკური გაგებით... დაუმატეთ წინ "ნაწილობრივ" (ანუ ნაწილობრივ შუალედური)... დაუმატეთ წინ "ერთგვარად" (ანუ ერთგვარად შუალედური) და ა.შ. მაგრამ მაინც შუალედური... და საერთოდ ნებისმიერი საკითხის გარშემო აღიარეთ შუალედური მდგომარეობების არსებობა. რაც არ მომწონს იურისტების, კანონისტების და თეოლოგების აზროვნებაში არის ის რომ ისინი ძალიან ცალსახად უყურებენ ყველა მოვლენას, მათი საზომები როგორც წესი არის ან "ჰო" ან "არა", საუკეთესო შემთხვევაში სულ რამოდენიმე ვარიანტიანიანი შეფასების შკალა, მაგრამ ბუნება და მოვლენები გაცილებით რთულია და იქ არსებობს უამრავი შუალედური შემთხვევა და შეფასება. არსებობს შუალედური შეფასების უწყვეტობის პრინციპი, რაც უფრო მაღალი დონის აზროვნების ნაყოფია. რეალურ ცხოვრებაში უამრავი ფაქტი ხდება, უცნობია ღვთის მიერი შეფასების ზუსტი კრიტერიუმებიც და ასეთ ფონზე შუალედური მდგომარეობის აღიარება აუცილებელია. აი, KAIROS წერს, რომ "თუკი არ არის სამოქალაქო ქორწინება მხოლოდ მაშინაა მრუშობა..." ახლა ავიღოთ ქვეყანა (ან უძველესი ეპოქა) სადაც სამოქალაქო (იურიდიული) ქორწინება არ არსებობს, მაშინ წყვილი მხოლოდ იმიტომ გახდა მრუში, რომ იურიდიული რეგისტრაცია ვერ შეძლო? ანდა ავიღოთ ოჯახი, რომელიც ილეგალურად ცხოვრობს რომელიმე ქვეყანაში და იქაური კანონმდებლობის წინაშე გამოჩენის ეშინია ამიტომ ის მრუშია და შემთხვევით ვინმემ თუ რეგისტრაცია შეძლო ის არ არის მრუში? ანდა ავიღოთ წყვილი, რომელმაც მთელი ცხოვრება ერთად იცხოვრა, არავისთან სხვასთან არ ჰქონია ურთიერთობა, მაგრამ გარკვეული ბიუროკრატიული მექანიზმების გამო არ ყოფილა რეგისტრირებული ქორწინებაში და ის და მათი შვილები მრუშებაში დაბადებულად ჩაითვლებიან და ღვთის თვალში მსიძავ-მეძავებს გაუტოლდებიან, რომელიც ფულის გულისთვის უამრავ ადამიანთან კადრულობს იგივეს? და ეს ყველაფერი იმიტომ რომ იურიდიული ქორწინება ვერ მოხერხდა და ეს ღმერთს "გამორჩა"? ასეთი მიდგომები შეუძლებელია რომ რეალური იყოს. არ არის საჭირო ასე ხისტად გამიჯვნა. ყველაზე რეალურია რომ ასე ჩამოვყალიბდეთ: საუკეთესო ვარიანტია თუ ჯვრისწერის საიდუმლო შედგა, მაგრამ იურიდიულ ქორწინებასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს (თუმცა არა ექვივალენტური), მას ეკლესია აღიარებს, განსაკუთრებით მაშინ თუ საღვთო საიდუმლოს შესრულების მრავალი დამაბრკოლებელი ფაქტორი არსებობს. (მაგ. კომუნისტური რეჟიმი) -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი