![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მოკლედ ხალხო, ქრისტიანთა ერთი ნაწილი ამბობს რომ ქრისტეს შემდეგ უნდა გვიხაროდეს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ სინანული უნდა გვქონდეს, მესამე სინანულს მწუხარებას არქმევს და მარხვას ნათელ სევდას...
ახლა დაჯდეს რომელიმე კაი დედმამიშვილი და ამიხსნას, უნდა მიხაროდეს თუ ვწუხდე - ან რაფერ უნდა ენაცვლებოდეს აინი ერთურთს ![]() აღწერეთ ემოციური პროცესიანად... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
mahatma-gandhi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 10-March 08 წევრი № 4,129 ![]() |
მნათე
ციტატა მოკლედ ხალხო, ქრისტიანთა ერთი ნაწილი ამბობს რომ ქრისტეს შემდეგ უნდა გვიხაროდეს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ სინანული უნდა გვქონდეს, მესამე სინანულს მწუხარებას არქმევს და მარხვას ნათელ სევდას... მაინც სიხარულით დავიწყებ, რადგან თუ გადავხედავთ ჩვენს წინა საუკუნეებს, ქრისტეს შობანდელ პერიოდს, რამხელა მოლოდინი იყო ჩასახული ებრაელებში, როდესაც წმინდა წერილი ამბობდა მესია მოევლინებოდა ამ ქვეყანას ჩვენი სულების სახსნელად. სამწუხაროდ ვერ იცნო ბევრმა ნამდვილი მესია, მაგრამ რა კურთხეულია საქართველო , ქვეყანა რომელიც მოხვდა იმ ჩამონათვალში სახელმწიფოებისა რომლებმაც გულში ჩაიხუტეს ქრისტიანობა და თავისი ცხოვრების წესად აქციეს. სიხარული გეუფლება ამ დროს მხოლოდ, რომ გაქვს მომავალი ცხოვრება უზრუნველი, რადგან შენზე თვით უფალი იესუ ქრისტე ზრუნავს. მწუხარება იმიტომ უნდა გვქონდეს, რომ როგორც ქრისტე ამბობს ყოველ დღე ჩვენ უნდა მზად ვიყოთ ქრისტეს წარვუდგეთ წინ და ვაი რომ იმ მომენტისთვის მზად არ ვიყოთ მასთან შესახვედრად?! ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, საქმიანობა, გაჯერებულია უამრავი საცდურით, და როდესაც თვით გაბრიელ ბერი ამბობს რომ ის ყველაზე ცოდვილია , ჩვენ რამხელაზე მეტი ცუდვილები ვართ ხომ ყველა ვხვდებით და რა დაგვემართება? ასევე მწუხარე უნდა ვიყოთ ჩვენი დებისა და ძმების ცოდვების გამო, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ეშვებიან ცოდვის მორევში, საიდანაც უკან გამოსვლა უფრო და უფრო რთული ხდება. მწუხარებას საკუთარი ცოდვებისა და ასევე მოყვასის ცოდვების გამო მივყავართ სინანულთან, რაც ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას ნიშნავს, მაშ როდესაც იესუ ქრისტეს ეკითხებიან თუ რამდენჯერ შეიძლება ადამიანმა ადამიანს მიუტევოს ცოდვა, იგი პასუხობს , რომ შვიდასგზის შვიდჯერო (მომიტევეთ თუ არასწორად ვუკეთებ ინტერპრეტაციას უფლის სიტყვებს) , ჰოდა, თუ ადამიანს შესწევს უნარი მეორე ადამიანს მრავალ ჯერ მიუტევოს ცოდვანი, თვით უფალი ხომ სულ იმის ცდაშია და ჩვენს დახმარებაშია რომ როგორმე სწორ გზას დავადგეთ და ჩვენი თითოეული დალოცვა ჩვენი მოყვასისა, თითოეული ცოდვის გააზრება, აღიარება მონანიება როგორი ბავშვული სიხარულით იქნება მიღებული ჩვენი ღმერთის მიერ?! ყველას გვაქვს იმის განცდა როდესაც წირვის მერე რაღაც სიმსუბუქეს , თავისუფლებას გრძნობ, მადლი გადმოდის ჩვენზე, სიხარულიც სწორედ ეს მადლია, მაგრამ საკმარისია ცოდვა იქნას ჩადენილი, მერე მოდის შიში, სინანული ეგრევე არ მოდის, ცოდვის გააზრების შემდეგ მივდივართ სინანულამდე რომელიც გვამსუბუქებს და ისევ სიხარული გვეუფლება. ეს არის უწყვეტი პროცესი , მუდმივად ბობოქარი, მოძრავი, და ალბათ დამეთანხმებით რომ, სულ სიხარულში, ანდა სულ სინანულში ვერ იქნებით. ივერია გაბრწყინდება!! -------------------- ივერია გაბრწყინდება!! დავით აღმაშენებლის, ილია მართალის და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს!!! ქალის ჭეშმარიტი სილამაზე მისი შინაგანი ბუნებაა. მაჰათმა განდი. Do not Give UP!!! Nothing is Impossible, Everything is Possible!! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი