IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მე მინდა ქრისტე!, მანახეთ იესო, მანახეთ მამაჩემი!
მნათე
პოსტი Feb 29 2008, 01:26 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



როცა ეკლესიაში მოვედი, ჩემს ადამიანურ ნაკლოვანებაში ეს გამოუთქმელი სურვილი ცოცხლობდა და დღემდე ცოცხლობს...

ხატება ღვთაებრივი ადამიანისა, რომელმაც თავი გაწირა... მახსოვს მასზე რომ მიამბეს, ძალიან გამიკვირდა, შემდეგ მომინდა შევხებოდი, მასთან ერთად მესაუბრა, ყოფილიყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ყოფილიყო ჩემი ტკივილისა და სიხარულის თანაზიარი... ის ხომ გმირი იყო?

რა ქვია ამ სურვილს, სწრაფვა? ალბათ სახელს ვერასდროს დავარქმევ... უბრალოდ ჩემში წინააღმდეგობები ცოცხლობს, მე მასთან მინდა და თან არც მინდა sad.gif როგორ მინდა, როცა არ მინდა? მაგრამ რომ მინდა? მაგრამ რომ არ მინდა? ცოდვას ვემონები... ხანდახან შეუძლებლად მიმაჩნია ჩემი სურვილების მართვა, ხანდახან ვფიქრობ რომ ჩემი ტყუილი, სიყალბე თუ სხვა ნაკლოვანება არასდროს გაქრება, რადგან მე მასზე ვერასდროს ვიტყვი უარს... მაგრამ განა მე ვამბობ უარს? განა ყველაფერი მისით არ ხორციელდება? მაგრამ როგორ ვითხოვო ის, რაც არ მინდა? უფრო სწორედ მინდა, მაგრამ იმდენად შეუძლებელია რომ არ მინდა, როგორ, როცა ბაგე ამბობს:

გამათავისუფლე უფალო!

გული კი:

ოღონდ ჯერ არა!!!

როგორ გავაკეთებ ამას თუ ის არ მოვა? მე ვიცი, რომ ის უნდა მოვიდეს, მაგრამ მე ვერ ვითხოვ ამას, რადგან სურვილი, ნება და ყველაფერი მისია, მე მის გარეშე არაფერი შემიძლია! ჩემი ნების აღძვრამდე! მე ისიც კი არ შემიძლია თავისუფლება ვითხოვო გულით რადგან ჩემს გულს არ შეუძლია ამის თხოვნა, მე მინდა მოვიდეს, მაგრამ ის არ ჩანს, სად არის? მაგრამ ის ხომ აქ არის ღმერთო ჩემო, ის ხომ აქ არის! sad.gif და ისევ ახალი ცდა, ისევ ახალი ბრძოლა, ისევ ძალების მოკრება და ისევ ბრძოლა... რომლიდანაც ყოველთვის დამარცხებული ვბრუნდები sad.gif

მე ხშირად ვსაუბრობ აბსტრაქტულ ქრისტეზე, რომელმაც ამდენი და ამდენი ადამიანი გადაარჩინა, ამდენი და ამდენი სისხლი გაიღო, ამხელა ცხოვრება მოგვცა, მაგრამ ის არ არის ჩემს განცდებში.. ის ისევ ეკლესიის ფრესკებსა და ხატებზეა.. ის არ არის ჩემში, რადგან მე არ მიყვარს ის sad.gif მაგრამ მე მინდა მისი ვიყო, მე საკუთარ ნებას ვებრძვი...

სად არის ის? როდის მოვა? მოვა კი? ვუნდივარ კი?

რა ხდება როდესაც ღმერთი უბრალოდ არ არის?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
mahatma-gandhi
პოსტი Mar 11 2008, 12:30 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 10-March 08
წევრი № 4,129



ციტატა
როცა ეკლესიაში მოვედი, ჩემს ადამიანურ ნაკლოვანებაში ეს გამოუთქმელი სურვილი ცოცხლობდა და დღემდე ცოცხლობს...

ხატება ღვთაებრივი ადამიანისა, რომელმაც თავი გაწირა... მახსოვს მასზე რომ მიამბეს, ძალიან გამიკვირდა, შემდეგ მომინდა შევხებოდი, მასთან ერთად მესაუბრა, ყოფილიყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ყოფილიყო ჩემი ტკივილისა და სიხარულის თანაზიარი... ის ხომ გმირი იყო?

ციტატა
სად არის ის? როდის მოვა? მოვა კი? ვუნდივარ კი?


რა ხდება როდესაც ღმერთი უბრალოდ არ არის?




ციტატა
მე არ შემიძლია და ვერ შემიძლია ვიყო ღირსი მის გარეშე არაფერი შემიძლია...



ადამიანი რომ ნაკლიანია ეს ყველასთვის ცნობილია. ეს თვითონ ღმერთის დაშვებით ხდება როდესაც ადამი და ევა გამოაძევა სამოთხიდან და მისცა ის გრძნობები, შეგრძნებები, ხანდისხან ურთიერთ გამომრიცხავი, რომლებიც ჩვენ დღეს გვაქვს.

მაგრამ რატომ უნდა ვეძებოთ ღმერთი გარეთ როდესა ის ჩვენშია?! რატომ გვინდა რომ ჯერ დავინახოთ და მერე შევიგრძნოთ? რატომ ვეძებთ ხელშესაბ ფაქტებს ღმერთის მოღვაწეობაზე? პირველ რიგში, ამ კითხვებს ჩემს თავს ვუსვამ? რატომ? რატომ? ალბათ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს არჩევანი, ღმერთი არის უზომო თავისუფლება, და მან გვითხრა არის გზა ფართო, მრავალი სიამოვნებებით სავსე, მაგრამ ეს გზა არის დამღუპველი, ამავე დროს არის გზა ვიწრო, ეკლიანი რომელიც მრავალ განსაცდელში გადაგვატარებს მაგრამ თუ გავიმარჯვეთ მაშინ უნეტარეს ადგილას სამოთხეში მოგვიწევს დავანება. მე ჩემს თავზე ვიტყვი ამას რომ ყოფილა პერიოდები ჩემს ცხოვრებაში როდესაც სხვა გზა რომ აღარ დამრჩენოდა მაშინღა მახსენდებოდა უფალი და შევთხოვდი შეწევნას ცრემლიანი თვალებით. ამ პერიოდში ისეთ გულწრფელი იყო ჩემი გრძნობა დამოკიდებულება ღმერთის მიმართ რომ ვხვდებოდი ღმერთი ჩვენშია, ჩვენ სიყვარულშია, სულ ახლოს არის ჩვენთან და ჩვენ კიდევ გარეთ ვეძებთ მას?! რატომ არის რომ როდესაც საავადმყოფოში მოვხვდებით ავადმყოფის სანახავად, როდესაც ირგვლივ უამრავ უმწეო ადამიანს ვხედავთ, ზოგს უხელოს, ზოგს უსინათლოს, სმენის გარეშე, მაშინღა ვუღრმავდებით ცხოვრების არსს, რომ შესაძლებელი იყო რომ ჩვენც იგივე განსაცდელის ზღვარზე აღმოვჩენილიყავით და დღეს როდესაც საღსალამათი ადამიანი ჩივის უბედობას, ეს რამხელა განსაცდელია თავად? იმიტომაც არის რომ ასეთი ტიპის დაწესებულებები, საპატიმროები გვაახლოებს ჩვენს მოყვასთან ასევე ღრმად გვახედებს ჩვენს მამავალში რომ ყველაფერი ამოა გახდება და როდესა უფლის წინაშე წარვდგებით, მაშინ დადგება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი.

გრძელი წერილი რომ არ გამომივიდეს, აქვე დავამთავრებ და ბოლოსთვის მოვიყვან ერთ თქმულებას:

გარდაიცვალა ადამიანი რომელის სული წარუდგა იესუ ქრისტეს. ღმერთმა ამ კაცს თავისი განვლილი ცხოვრებ ის გზა წინ გაუშალა ეკრანივით და უთხრა რომ ეს შენი ცხოვრების დეტალებიაო, დაბადებიდან გარდაცვალებამდეო. მაშინ კაცმა დაინახა რომ წყვილ-წყვილი ნაბიჯები მიყვებოდა ამ გზას. რა არისო ჰკითხა კაცმა ღმერთს ეს ნაბიჯებიო. ღმერთმა მიუგო რომ ერთი წყვილი ნაბიჯებისა ჩემიაო ხოლო მეორე წყვილი შენიო. მაშინ კაცმა გადახედა თავის გზას და დანანებით მიუგო ღმერთს: უფალო ეს როგორ ხდება როდესა ცხოვრებაში როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდაო მარტო მტოვებდიო რადგან მხოლოდ ერთი წყვილი ფეხის ნაბიჯები ჩანსო, ამაზე ღმერთმა მიუგო რომ : სწორედ მაგ დროს მე ხელში აყვანილი გატარებდიო და ამიტომ სჩანს ერთი წყვილი ნაბიჯებიო!

ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ხანდისხან ვერ ვგრძნობთ თუ რამხელა მადლია უფლისა ჩვენზე და ისეთი განსაცდელები გვაქვს აცილებული ღმერთის მფარველობით, ისე რომ ჩვენ არც კი გვიგრძვნია, რომ ეს რომ წინასწარ გვცოდნოდა ალბათ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებოდით.

ასეა თუ ისეა ჩავიხედოთ ჩვენს თავში ღრმად , იქნებ ვიპოვოთ ღმერთი? ვიპოვით, აუცილებლივ!!

რაც შეეხება იმას, ჩვენ ვართ თუ არა ღირსები ღმერთისა, მოვუსმინოთ თვითომ ღმერთს რომელიც იძახის რომ ადამიანი შეიქმნა ხატად ხვთისა. ადამიანი შეიქმნა,,,, და არა ცხოველი, ანდა ფრინველი, აქედან გამომდინარე ჩვენია ეს ცხოვრება , ქვეყანა, ჩვენთვის არის ფრინველებიც და ცხოველებიც, მცენარეებიც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენ რა თქმა უნდა უნდა მივისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ , მაგრამ უფალზე სრულყოფილი ვერასდროს ვერ გავხდებით. ამიტომ, მუდმივად გვჭირდება საკუთარ თავზე ზედამხედველობა.

სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ ყველას!!


--------------------

ივერია გაბრწყინდება!!

დავით აღმაშენებლის, ილია მართალის და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს!!!

ქალის ჭეშმარიტი სილამაზე მისი შინაგანი ბუნებაა.
მაჰათმა განდი.

Do not Give UP!!!
Nothing is Impossible, Everything is Possible!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   მე მინდა ქრისტე!   Feb 29 2008, 01:26 AM
staywhite   :(   Feb 29 2008, 08:45 AM
თათარაშვილი   მნათე ლევან ვფიქრ...   Feb 29 2008, 09:07 AM
staywhite   მე ეჭვი არ მეპარებ...   Feb 29 2008, 09:23 AM
მხევალი ნინო   მე მგინი ღმერთის მ...   Feb 29 2008, 12:07 PM
KAIROS   მე კი ვფიქრობ ეს უკ...   Feb 29 2008, 01:13 PM
solomony   გოდება ხორცისა მდა...   Mar 1 2008, 12:25 AM
დათიკო   მნათეს უდიდესი სიყ...   Mar 1 2008, 09:51 PM
მარიამი   მნათე ეს ნახე აბა: htt...   Mar 1 2008, 09:53 PM
მნათე   მე არ შემიძლია მის...   Mar 1 2008, 10:04 PM
tinka   რა ნაცნობია :user: :user:   Mar 1 2008, 10:39 PM
q-e-T-i   დღეს ეკლესიიდან ...   Mar 2 2008, 12:03 AM
llaasshhaa   მნათე მართალი ხარ :...   Mar 2 2008, 12:16 AM
tako@tako   მნათე ,შენ იცი მე რ...   Mar 2 2008, 12:28 AM
მნათე   მე ძალაგამოცლილი ...   Mar 2 2008, 12:42 AM
ეკატერინე   როცა ლოცვაც კი არ ...   Mar 2 2008, 12:51 AM
m16   რა უფსკრულზეა საუ...   Mar 2 2008, 12:56 AM
misdevs mela loms   მნათე ესე მგონია ე...   Mar 2 2008, 01:32 AM
zviadi407   ყოველი მარცხი უპლი...   Mar 2 2008, 12:20 PM
fsevdopodia   ქრისტე ჩემთანაა ძა...   Mar 3 2008, 03:15 AM
afxazi   მნათე http://www.orthodoxy.ge/tserilebi...   Mar 4 2008, 08:39 PM
sergi_glaxa   მნათე გული არ გაიტ...   Mar 5 2008, 11:19 AM
GABAONI   მნათე კი მარა იმაზ...   Mar 5 2008, 10:04 PM
Iona   ძნელია ეს ყველაფერ...   Mar 10 2008, 02:35 PM
მნათე   მე არ შემიძლია და ...   Mar 10 2008, 02:39 PM
mahatma-gandhi   ადამიანი რომ ნა...   Mar 11 2008, 12:30 AM
llaasshhaa   :მპუა: :ოპა: კარგი ი...   Mar 11 2008, 09:36 PM
t a m a r i   სად არის ის? როდის მ...   Apr 14 2008, 03:48 PM
m16   t a m a r i დღევანდელი ...   Apr 14 2008, 03:52 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 12:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი