ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Mar 11 2008, 10:52 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
იურისტი უნდა მაგას, ჩემო კაიროს, Считает действительным, არ ნიშნავს, რომ ცნობს. და მით უმეტეს, ჯვრისწერის თანასწორად! მართლა მაოცებ იცი. ახლობელი მყავს რეგისტრატორი და უნდა მივულოცო, საეკლესიო საიდუმლოებას რომ ასრულებს ეს ხუმრობით, არ მიწყინო ციტატა აქაა კავშირის კანონიერებაზე საუბარი არა, გაგახსენებ კითხვას: ჩაითვლება თუ არა მათი ქორწინება პირველ ქორწინებად ეკლესიისთვის? ჯერ ერთი გიპასუხე, რომ იმ კონკრეტულ მაგალითში, რაც შენ მომიყვანე ქორწინება ორივე სამართლის სისტემისთვის არის ბათილი. ასე რომ, აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმაზე, რომ მათი ქორწინება პირველად ითვლება თუ არა. მათი ქორწინება საერთოდ არ არის ქორწინება. ერთ პატარა შენიშვნას მოგცემ, თუ არ მიწყენ: ეს განყოფილება არის კანონიკურ სამართალზე და მეც ვარ იურისტ-კანონისტი. ამიტომ, საღვთისმეტყველო, მორალურ და ა.შ. მიმართულებით მსჯელობა არც უნდა წავიდეს და რომც წავიდეს, მე პირადად - გამიჭირდება. კითხვა არის მარტივად: თუ სრული სისავსით ითვლება სამოქალაქო ქორწინება ჯვრისწერის თანასწორად, მაშინ სამოქალაქო წესით დაქორწინებულზე და შემდეგ - განქორწინებულზე უნდა აღსრულდეს მეორე ჯვრისწერის წესი. თუკი არ ითვლება სრული სისავსით, მაშინ არა. რაც შეეხება იმას, უფალი ცოდვად ჩაუთვლის თუ მადლად, ღვაწლად თუ სულმოკლეობად, ამაზე მე ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური პასუხი გავცე. ციტატა ნახავ იმ შემთხვევებს, როცა ეკლესია მიუხედავად რეგისტრაციისა არ წერს ჯვარს მით უმეტეს, ანუ რომ იყოს ისეთი სამოქალაქო კანონი ჩვენში, რომელიც ზუსტი ანალოგი იქნებოდა ეკლესიისა, კიდევ შეიძლებოდა გვეფიქრა სამოქალაქო ქორწინების რაღაცნაირ ცნობაზე, მაგრამ როდესაც საკმაო სხვაობაა საეკლესიო და საერო კანონს შორის, როგორ შეიძლება სამოქალაქო ქორწინება ცნოს ეკლესიამ? ეკლესია ზრუნავს თავის შვილებზე და თუკი ხედავს, რომ სამოქალაქო წესით ხელმოწერილი ცოლ-ქმარი ერთგულებასა და სიწმიდეს მკვიდრად იცავს, ეს მათ არ ჩაუთვალოს მრუშებად და მეტიც, ასეთი ქორწინება შეიწყნაროს ციტატა ახლა ისევ კითხვა, იმ კავშირს რასაც სახელმწიფო აღიარებს, რატომ უნდა აღიაროს ან არ აღიაროს ეკლესიამ? იმიტომ რომ სამოქალაქო კანონით შეიძლება დაქორწინდნენ: ა) ბიძაშვილები ბ) ნათლია და ნათლული გ) სასულიერო პირი და ბერი..... რაც არის მძიმე საეკლესიო სასჯელის საფუძველი რმე-ს იმ ციტატაში იმაზეც არ არის საუბარი, რომ ეკლესია "მოქმედად აღიარებს" ქორწინებას, თუკი ეს კანონიკას არ ეწინააღმდეგებაო. ანუ, ნათლიამ და ნათლულმა რომ მოაწერონ ხელი, ამას ეკლესია ცნობს??? ეუF..... ციტატა Православное учение о браке კანონი მოიყვანე და არა "უჩენიე" მეტი აქცენტით კანონიკაზე, კანონისტი! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი