კითხვა-პასუხი, საქართველოს ისტორიის საკითხებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვა-პასუხი, საქართველოს ისტორიის საკითხებზე |
Lenus |
Oct 9 2007, 03:02 PM
პოსტი
#1
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
ყველა შეკითხვაზე რომ ახალი თემა არ გაიხსნას, ვხსნით ერთ მიჭიკარტებულ თემას.
გინდათ ზოგადი ისტორიული შეკითხვებისთვის გამოვიყენოთ და გნებავთ ისტორიული ვიქტორინასავით განვავითაროთ. ერთი სიტყვით, ყველა შეკითხვა ამ თემაში. გთხოვთ გადაიკითხოთ ხოლმე წინა გვერდები სანამ ახალ შეკითხვებს დასვამდეთ. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Amuza |
Mar 10 2008, 05:29 PM
პოსტი
#2
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
კარგი მარინე დაველოდები.
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
marine |
Mar 11 2008, 11:04 AM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კარგი მარინე დაველოდები. 1721 წ. უწმიდესი ადრიანეს გარდაცვალების შემდეგ საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევით, იმპერატორ პეტრე I ბრძანებით რუსეთის ეკლესიაში გაუქმდა პატრიარქის თანამდებობა და რუსეთის ეკლესია დაექვემდებარა იმპერატორს ობერპროკურორის სახით. ეკლესიის უმაღლეს ორგანოდ გამოცხადდა უწმიდესი და უმმართებელესი სინოდი, რომელსაც წირვა-ლოცვის დროს პატრიარქის ნაცვლად მოიხსენიებდნენ. რუსეთში პატრიარქობა აღდგა 1917 წელს იმპერიის დაშლის შემდეგ. ამავე წლის 4 დეკემბერს (ახ. სტ.) ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე შესრულდა მოსკოვისა და კოლომენის მიტროპოლიტ ტიხონის აღსაყდრება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე. 1925 წლიდან (მას შემდეგ, რაც დახვრიტეს პატრიარქი ტიხონი) 1943 წლამდე რუსეთის საპატრიარქო ტახტი დაქვრივებული იყო. პატრიარქობა ხელმეორედ იოსებ სტალინის უშუალო ხელშეწყობით აღდგა. http://www.orthodoxy.ge/samartali/samartali/1-3.htm საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია 1811 წელს, რუსეთის მიერ დაპყრობის შედეგად დაკარგა. 1917 წელს საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა, მაგრამ რუსეთის ეკლესიამ ეს კანონიერი ნაბიჯი არ სცნო და ბუნებრივია, არც დიპტიქში იხსენიებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელს. 1943 წელს იოსებ სტალინის ხელშეწყობით რუსეთის საპატრიარქომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და VI ადგილი დიპტიქში. ღვთისმსახურებისას რუსეთის ეკლესიამ იწყო საქართველოს პატრიარქის VI ადგილზე მოხსენიება. რაც შეეხება სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს, მათი ნაწილი დიპტიქში ჯერ კიდევ არ იხსენიებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს VI ადგილზე. ეს საკითხი დღეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დგას. მისი გადაჭრა ალბათ შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქო მიიღებს ისეთივე დოკუმენტს, როგორიც მან 1990 წელს მიიღო საქართველოს ავტოკეფალიის თაობაზე. http://www.orthodoxy.ge/istoria/diptiqi.htm „1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა იოსებ სტალინი. იოსებ სტალინი სამი ათეული წელი იდგა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში. მთლიანად მის სახელთანაა დაკავშირებული საბჭოთა სისტემის მშენებლობა, უზარმაზარი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემუშავება. ყოველივე ამან, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომმა, ი. სტალინს დიდი პოპულარობა მოუტანა მასებში. დიდი იყო იოსებ სტალინის ავტორიტეტი საერთაშორისო მასშტაბით, მუშათა და კომუნისტურ მოძრაობაში. იოსებ სტალინს მოძულეც ბევრი ჰყავდა, განსაკუთრებით 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების სახით, ასევე - ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილში.” -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი